... (Q-779), XVIII ს.

1. უბრძანა჻ აჰა჻ შერმადინ჻ ამად჻ მე჻ შენგან჻ მრცხუენიან ჩემნი჻ საქმენი჻ ყოველნი჻ გცოდნიან჻ გაგივლენიან მაგრა჻ არ჻ იცი჻ აქამდის჻ რანიცა჻ ცრემლნი჻ მდენიან მე჻ ვისგან჻ მქონდეს჻ პატიჟნი჻ აწ჻ მასვე჻ მოულხენიან

2. მოუკლავარ჻ თინათინის჻ სურვილსა჻ და჻ სიყუარულსა ცრემლი჻ ცხელი჻ ასოვლებდის჻ ნარგისთაგან჻ ვარდსა჻ ზრულსა ვერ჻ ვაჩენდი჻ აქანამდის჻ ჭირსა჻ ჩემგან჻ დაფარულსა აწ჻ მიბრძანა჻ საიმედო჻ ამად჻ მხედავ჻ მხიარულსა

3. მიბრძანა჻ [........................]ამბავი჻ მის჻ ყმისა჻ დაკარგულისა მოხვიდე[.........................................]შენი჻ წადილი჻ გულისა [........................................................................]჻ ხისა჻ რგულისა [..........................................................]აქამდის჻ დადაგულისა

4. [....................................................................]ლაღი჻ და჻ შეუპოველი [.........................................................................]ასა჻ ზეცით჻ მოველი [................................................................]დაფასდეს჻ მოუქსოველი [..............................................................................................................]

5. პირველ჻ ყმა჻ ვარ჻ წასულა჻ მინდა჻ პატრონისა჻ სამსახურად ჴამს჻ მეფეთა჻ ერთგულობა჻ ყოფა჻ გუმართებს჻ ყმასა჻ ყმურად მერმე჻ ცეცხლი჻ დაუვსია჻ აღარა჻ მწუავს჻ გულსა჻ მურად ჴამს჻ თუ჻ კაცი჻ არ჻ შეუდრკეს჻ ჭირს჻ მიუჴდეს჻ მამაცურად

6. პირველ჻ ყმა჻ ვარ჻ და჻ ვაამებ჻ არავის჻ ვესათნოვები იგი჻ შუქთა჻ მფენს჻ არ჻ მმაზრობს჻ სხუამცა჻ ვის჻ შევეპოცები ფიცი჻ მამცა჻ და჻ შევფიცე჻ მანამდის჻ არ჻ ვიპოვები სრულ჻ სპათა჻ ჩემთა჻ მოგათული჻ სამ჻ წლამდი჻ დაგეთხოვები

7. ვართ჻ უმოყვრესნი჻ მე჻ და჻ შენ჻ ყოველთა჻ პატრონყმათასა ამისთუის჻ გნუკევ჻ სმენასა჻ შენ჻ ამა[჻ .................................]ასა ჩემ჻ წილ჻ დაგაგდებ჻ პატრონად[............................................] ამა჻ საქმესა჻ ვერა჻ ვიქ჻ მე჻ [..........................................................]

8. ლაშქართა჻ და჻ დიდებულთა჻ ალაშქრებდი[჻ ....................] [.................]჻ გაგზავნიდი჻ და჻ ამბავსა[჻ ....................................] [.......................]჻ ჩემ჻ მაგიერ჻ უფასოსა[჻ .....................................] [....................................................................................................]

9. ლაშქრობა჻ და჻ ნადირობა჻ შენი჻ ჩემსა჻ დაასახე აქა჻ სამ჻ წელ჻ მომიცადე჻ ხუაშიადი჻ შემინახე მე჻ ნუთუმცა჻ შემოვბრუნდი჻ ალვა჻ ჩემი჻ არ჻ დაჭნა჻ ხე არ჻ მოვბრუნდე჻ მომიგლოვე჻ მიტირე჻ და჻ მივაგლახე

10. ცის჻ კიდემდის჻ ვიარები჻ ცრემლთა჻ რევით჻ სისხლთა჻ მღურელი ვევედრები჻ შემოქმედსა჻ იგი჻ არის჻ მომცემელი ნუთუ჻ მისით჻ შეწევნითა჻ ვჰპოვო჻ ჩემი჻ სასურველი მე჻ მისითა჻ მიზეზითა჻ მოვიარო჻ ზღუა჻ და჻ ჴმელი

11. მაშინღა჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ არ჻ საქმე჻ სასურვალია აცნობე჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ იყავ჻ მართ჻ ვითა჻ მთურალია მიხუდათქო჻ საქმე჻ რომელი჻ ყოვლთათუის჻ გარდუვალია გლახაკთა჻ მიე჻ საჭურჭლე჻ ოქრო჻ ვერცხლი჻ და჻ თვალია

12. ესე჻ არის჻ ამ჻ სოფლისა჻ სიმუხთლე჻ და჻ მისი჻ ფერი ჰკადრე჻ მჴეცთა჻ შეგუიჭამეს მისი჻ ტანი჻ შუენიერი მუხთალია჻ ეს჻ სოფელი჻ სწორად჻ უჩანს჻ ყმა჻ და჻ ბერი ნუ჻ ინაღულით჻ ჩემად჻ [.....................................................]

13. მაშინ჻ უფრო჻ მომეჴმარე჻ ამისგანცა჻ უფრო჻ მჴედრე ნუთუ჻ ადრე჻ დამივიწყო჻ მაჴსენებდი჻ ზედაზედრე მეტად჻ კარგად჻ დამიურვე჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე ზრდანი჻ ჩემნი჻ მოიგონენ჻ გული჻ შენი჻ მოიმდედრე

14. რა჻ შერმადინ჻ მოისმინა჻ გაუკვირდა჻ შეეზარა თუალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცხელი჻ ცრემლი჻ გარდმოღუარა მოაჴსენა჻ უშენომან჻ გულმან჻ რამცა჻ გაიხარა ვიცი჻ რომე჻ არ჻ დასდგები჻ მაგას჻ გიშლი჻ ამად჻ არა

15. განა჻ ჰქნა჻ ლომმან჻ იმედი჻ დაგედვას჻ რაცა჻ მისადა მეფისა჻ ცამდის჻ მაღლისა჻ მზისაცა჻ უფრო჻ ზისადა უთქუენოდ჻ მყოფი჻ არ჻ ვარგვარ჻ არცა჻ თუ჻ აქა჻ ვზი჻ სადა მარტოსა჻ თავი჻ ვით჻ დაგიც჻ სავალად჻ მაგა჻ გზისადა

16. ჩემად჻ ნაცვლად჻ დაგაგდებო჻ ესე჻ სიტყვა჻ ვით჻ მიბრძანე რა჻ გვარად ვქნა჻ პატრონობა჻ რამც჻ გიფერე჻ რამც჻ გიგვანე [.......................................]სა჻ გიგონებდე჻ მემცა჻ მიწა჻ ვიაკუანე [............................................................]წამოგყუები჻ წამიტანე

17. ყმამან჻ უთხრა჻ მომისმინე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არა჻ ჭრელად რა჻ მიჯნური჻ ველთა჻ რბოდეს჻ მარტო჻ უნდა჻ გასაჭრელად მარგალიტი჻ აღარ჻ მომხუდეს჻ უსასყიდლოდ჻ უვაჭრელად კაცი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ჴამს჻ ლახურისა჻ დასაჭრელად

18. მისი჻ ცეცხლი჻ გულსა჻ ჩემსა჻ დამწველი჻ და჻ მედებია მას჻ ერთსაცა჻ ვერ჻ გაუტეხ჻ რაცა჻ მიიმედებია შენგან჻ კიდე჻ არა჻ მივის჻ ძმები჻ არცა჻ მე჻ დებია იმოქმედე჻ დღეთა჻ შენთა჻ რაცა჻ გიმოქმედებია

19. ვისმცა჻ უთხარ჻ ხუაშიადი჻ შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ ვარგა უშენოსა჻ პატრონობა჻ ვის჻ მივანდო჻ ვინ჻ ქნას჻ კარგა სანაპირო჻ გაამაგრე჻ მტერმან჻ ახლოს჻ ვერ჻ იბარგა კულა჻ ნუთუმცა჻ შემოვიქცე჻ ღ~თნ჻ სრულად჻ არ჻ დამკარგა

20. განგებაა჻ სწორად჻ მოჰკლავს჻ ერთი჻ იყოს჻ თუნდა჻ ასი მარტოობა჻ ვერას჻ მიზამს჻ მცავს჻ თუ჻ ცისა჻ ძალთა჻ დასი აქათ჻ სამ჻ წელ჻ არ჻ მოვიდე჻ მაშინ჻ გმართებს჻ გლოვა჻ ფლასი წიგნსა჻ მოგცემ჻ გმორჩილობდეს჻ ვინცა჻ იყოს჻ ჩემი჻ ხასი