... (Q-779), XVIII ს.

1235. რაცა჻ ვიჩივლე჻ ბედისა჻ ჩემისა჻ კმა჻ საჩივარად ცან჻ სამართალი჻ მართალი჻ გულისა჻ გულსა჻ მივა჻ რად შენთუის჻ მოვკუდები჻ გავჴდები჻ ყორანთა჻ დასახივარად ვირე჻ ცოცხალ჻ ვარ჻ გეყოფი჻ სატირლად჻ და჻ სატკივარად

1236. აჰა჻ ინიშნე჻ ნიშანი჻ შენეულისა჻ რიდისა გარდმიკუეთია჻ ალამი჻ ჩემო჻ ერთისა჻ კიდისა ესეღა჻ დაგრჩეს჻ სანაცულოდ჻ მის჻ იმედისა჻ დიდისა რისხუით჻ მობრუნდა჻ ბორბალი჻ ჩუენზედა჻ ცისა჻ შუიდისა

1237. ესე჻ წიგნი჻ საყუარელსა჻ მისსა჻ თანა჻ მინაწერი რა჻ დაწერა჻ გარდაჰკვეთა჻ მათ჻ რიდეთა჻ ერთი჻ წუერი თავ მოჰჴდილსა჻ დაუშვენდა჻ სისხო჻ თმათა჻ სიგრძე჻ წუერი ალვისაგან჻ სული჻ მოქრის჻ ყორნის჻ ფრთათათ჻ მონაბერი

1238. ესე჻ სიტყუა჻ მართალია჻ არ჻ ჭრელად჻ და჻ არ ხუასრულად ნესტან჻ დარეჯ჻ ჰქუიან჻ ქალსა჻ ქართულადცა჻ კულა჻ სპარსულად თავშიშველი჻ ყაყაჩოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ იყოს჻ ვარდი჻ სრულად ტარიელის჻ გონებითა჻ ალვა჻ მჭკნარად჻ დანასრულად

1239. იგი჻ მონა჻ წამოვიდა჻ გულანშაროს჻ მიმავალი წამერთ჻ მიჰჴდა჻ ფატმანისსა჻ დღე჻ იარა჻ არ჻ მრავალი რა჻ ავთანდილს჻ გაუსრულდა჻ საქმე჻ მისი჻ სასურვალი ჴელ აბყრობით჻ ღ~თსა჻ ჰმადლობს჻ ცნობა჻ სრული჻ არა჻ მთრვალი

1240. ფატმანს჻ უთხრა჻ გამისრულდა჻ ჟამად჻ საქმე჻ საწადელი დიდი჻ შენი჻ მოჭირვება჻ ჩემგან჻ არის჻ გარდუჴდელი წავალ჻ დგომად჻ აღარა჻ მცალს჻ დრო჻ მოსრულა჻ შარშანდელი ფიცხლა჻ ქაჯეთს჻ მოვიყუანო჻ მათი჻ მომსპობ ამწყვედელი

1241. ხათუნმან჻ უთხრა჻ ჰე჻ ლომო჻ ცეცხლი჻ აწ჻ უფრო჻ ცხელდების მოეშორვების჻ ნათელსა჻ გული჻ ამისთუის჻ ბნელდების ისწრაფე჻ ჩემი჻ ნუ჻ გაგუა჻ ხელი჻ ეგრეცა჻ ხელდების თუ჻ ქაჯნი჻ მოგესწრებიან჻ მუნ჻ მისულა჻ გაგიძნელდების

1242. ყმამან჻ ფრიდონის჻ მონანი჻ უჴმნა჻ მასთანა჻ ხლებულნი უბრძანა჻ მკუდარნი჻ აქამდის჻ აწყა჻ ვართ჻ დაცოცხლებულნი რაცა჻ გუინდოდა჻ მისითა჻ სმენითა჻ გაახლებულნი ჩუენთა჻ მტერთანი჻ გიჩუენნე჻ წყლულნი჻ მით჻ ვაგლახებულნი

1243. მიდით჻ და჻ ფრიდონს჻ უამბეთ჻ ამბავი჻ არ჻ ნაცქაფავი მე჻ ვერა჻ ვნახავ჻ ვისწრაფი჻ გზა჻ ჩემი჻ არს჻ ნასწრაფავი მან჻ გააჴაფოს჻ ჴმა჻ ჴაფი჻ კულა჻ უფრო჻ გასაჴაფავი თქუენ჻ მოგცე჻ ლარი჻ ყუელაი჻ მე჻ ჩემი჻ ნაალაფავი

1244. ჩემსა჻ ზედა჻ დიდი჻ არის჻ ვალი჻ თქუენგან჻ დანადები მადლსა჻ სხუაებრ჻ გარდავიხდი჻ თუღა჻ ფრიდონს჻ შევეყრები აწ჻ წაიღეთ჻ ყუელაკაი჻ მეკობრეთა჻ წანაღები ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ მოგცემ჻ ვიცი჻ ამად჻ გეძუნწები

1245. სახლი჻ არ჻ მახლავს჻ არ჻ ძალმაქვს჻ გაცემა჻ საბოძვარისა მისცა჻ მართ჻ სავსე჻ ხომალდი჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ ჯარისა უბრძანა჻ წადით჻ წაიღეთ჻ გზა჻ წავლეთ჻ მისვე჻ არისა ფრიდონს჻ მიართუით჻ უსტარი჻ ჩემგან჻ ძმად ნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისა ფრიდონის წინაშე გულანშაროდამე჻

1246. დაწერა჻ ფრიდონ჻ მაღალო჻ სვე სრულო჻ მეფეთ მეფეო ლომისა჻ მსგავსო჻ ძალგულად჻ მზეო჻ შუქ მოიეფეო მოვლენილო჻ და჻ მორჭმულო჻ მტერთა჻ სისხლისა჻ მჩქეფეო უმცროსმან჻ ძმამან჻ შორი შორ჻ სალამი჻ დავიყეფეო

1247. ჭირნი჻ ვნახენ჻ და჻ მოცამხუდა჻ ნაცვალი჻ ჭირ჻ ნახულისა კარგა჻ მოჴდომა჻ საქმისა჻ ჩემისა჻ გაზრახულისა მიცნია჻ მართლად჻ ამბავი჻ პირისა჻ მზედ სახულისა დამარჩენელი჻ ლომისა჻ მის჻ ქუესკნელს჻ დამარხულისა

1248. იგი჻ მზე჻ ქაჯთა჻ მეფესა჻ ჰყავს჻ ქაჯეთს჻ პატიმარია მუნ჻ მისულა჻ მიჩანს჻ თამაშად჻ თუცა჻ გზა჻ საომარია ნარგისთათ჻ წუიმა჻ ბროლისა჻ წუიმს჻ ვარდი჻ ნაწუიმარია ჯერთ჻ ქალსა჻ ქაჯნი჻ არ჻ ახლვან჻ მაგრა჻ სპა჻ უამარია

1249. გულ მხიარული჻ ვიხარებ჻ ამად჻ არ჻ ცრემლი჻ მმილდების სადაცა჻ შენ჻ და჻ შენი჻ ძმა჻ ხართ჻ ძნელი჻ გაადვილდების რაცა჻ მოგინდეს჻ უცილოდ჻ იქთ჻ იგი჻ არ჻ აგცილდების არ჻ თურემ჻ კაცმან჻ დაგიდგნა჻ ვეჭუ჻ კლდეცა჻ გაგილბილდების

1250. აწ჻ შემინდევ჻ ვერა჻ გნახე჻ შორს჻ ამისთუის჻ წაგიარე გზა გზა჻ ყოვნა჻ აღარა჻ მცალს჻ პატიმრად჻ ა჻ იგი჻ მთუარე ადრე჻ მოვალთ჻ მხიარულნი჻ ჩუენი჻ ნახვა჻ გაიხარე ამის჻ მეტი჻ რაღა჻ გკადრო჻ ძმასა჻ ძმურად჻ მოეჴმარე

1251. ამა჻ მონათა჻ ჩემზედა჻ გარდაუჴდელი჻ გულია ამოდ჻ მსახურეს჻ თქუენიმცა჻ გული჻ ამათთუის჻ სრულია ქება჻ რად჻ უნდა჻ მას჻ ვინცა჻ თქუენთანა჻ ხანდაზმულია მსგავსი჻ ყუელაი჻ მსგავსსა჻ შობს჻ ესე჻ ბრძენთაგან჻ თქმულია

1252. ესე჻ უსტარი჻ დაწერა჻ შეკრა჻ და჻ წაცახუია჻ მან მისცა჻ ფრიდონის჻ მონათა჻ ვარდმან჻ და჻ ვითა჻ იამან შესთუალა჻ ზეპირ჻ რაცა჻ ჴმდა჻ სრულად჻ მართ჻ ვითა ღია჻ მან მათ჻ მარგალიტი჻ უჩუენის჻ ძოწისა჻ კარმან჻ ღიამან

1253. მოქარავნეთა჻ უბრძანა საქმე჻ მიც჻ გითხარ჻ განაო კარგად჻ მომიჴდა჻ მოყუსობა჻ მე჻ თქუენი჻ მესვიანაო რაცა჻ მინდოდა჻ ყუელაი჻ ვქენ჻ ღ~თნ჻ მაგულვანაო აწ჻ აღარა჻ მცალს჻ ბადრაგა჻ სხვა჻ წაიტანეთ჻ თანაო