... (Q-779), XVIII ს.

1178. მას჻ ღამით჻ ფატმან჻ იამა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წოლითა ყმა჻ უნდოგუარად჻ ეხუევის჻ ყელსა჻ ყელითა჻ ბროლითა ჰკლავს჻ თინათინის჻ გონება჻ ძრწის჻ იდუმლითა჻ ძრწოლითა გული჻ ხელქმნილი჻ გასჭრია჻ მჴეცთავე჻ თანა჻ რბოლითა

1179. ავთანდილ჻ მალვით჻ ცრემლსა჻ წუავს჻ დენად჻ სისხლ჻ ნართავისად შიგან჻ მელნისა჻ მორევსა჻ ცურავს჻ გიშრისა჻ ნავი჻ სად იტყუის჻ თუ჻ მნახეთ჻ მიჯნურნო იგი჻ ვინ჻ ვარდია჻ ვისად უმისოდ჻ ნეხუთა჻ ზედა჻ ვზი჻ ბულბული჻ მსგავსად჻ ყუავისად

1180. მუნ჻ ცრემლნი჻ მისგან჻ ნადენნი჻ ქუისაცა჻ დასალბონია გიშრისა჻ ტევრსა჻ აგუბებს჻ ვარდისა჻ ველსა჻ ფონია ფატმან჻ მას჻ ზედა჻ იხარებს჻ მართ჻ ვითა჻ იადონია თუ჻ ყუავი჻ ვარდთა჻ იშოვებს თავი჻ ბულბული჻ ჰგონია

1181. გათენდა჻ ბანად჻ წავიდა჻ მზე჻ სოფელს჻ შუქნაკიდები დიაცმან჻ უძღუნა჻ მრავალი჻ კაბა჻ ყაბაჩა჻ რიდები მრავალი჻ ფერი჻ სულნელი჻ ტურფა჻ პერანგი჻ წმიდები რაცა჻ გწადდესო჻ ჩაიცვი჻ მე჻ ნურას჻ ნუ჻ მერიდები

1182. ავთანდილ჻ თქუა჻ საქმე჻ ჩემი჻ გავაცხადო჻ ამა჻ დღესა სამოსისა჻ ვაჭრულისა჻ ცმა჻ აქამდის჻ დაეწესა მას჻ დღე჻ ყოვლი჻ საჭაბუკო჻ შეიმოსა჻ ტანსა჻ მხნესა მოიმატა჻ დაშუენება჻ დაემსგავსა჻ ლომი჻ მზესა

1183. ფატმანს჻ პური჻ შეეკაზმა჻ ავთანდილის჻ საწუეველად ყმა჻ შევიდა჻ მოკაზმული჻ მხიარულად჻ არ჻ პირბნელად ფატმან჻ ნახა჻ გაუკუირდა჻ ვაჭრულისა჻ უმოსელად შემოსცინნა჻ აგრე჻ სჯობსო჻ შენთუის჻ ხელთა჻ სასურველად

1184. ფატმან჻ მისსა჻ შუენებასა჻ მეტის მეტად჻ ჰკუირდებოდა მან჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ თავისწინა჻ ღიმდებოდა შეეტყუების჻ არ჻ მიცნობსო჻ რა჻ რეგუანდა჻ რა჻ გუარ჻ ჴმობდა თუცა჻ რასმე჻ იფერებდა჻ მეტი჻ არა჻ ჰგავიდოდა

1185. პური჻ ჭამეს჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ მივიდა჻ მისსა჻ შინა ღვინო სმული჻ მხიარული჻ დაწუა჻ ამოდ჻ დაიძინა საღამო ჟამს჻ გაიღუიძნა჻ შუქი჻ ველთა჻ მოაფინა ფატმან჻ უჴმო჻ მოდი჻ მნახე჻ მარტო჻ ვარო჻ თავისწინა

1186. ფატმან჻ მივიდა჻ ავთანდილს჻ ჴმა჻ ესმა჻ მისგან჻ ოხისა იტყოდა჻ მომკლავს჻ უცილოდ჻ ტანი჻ ალვისა჻ მოხისა გუერდსა჻ დაისვა჻ ბალიში჻ მისცა჻ მისისა჻ ნოხისა ვარდისა჻ ბაღსა჻ უჩრდილობს჻ ჩრდილი჻ წამწამთა჻ ქოხისა

1187. ავთანდილ჻ ბრძანა჻ ჰე჻ ფატმან჻ ვიცი჻ ეს჻ საქმე჻ შენია დაჰკრთები჻ ამა჻ ამბავსა჻ მართ჻ ვითა჻ გუელ ნაკბენია მაგრა჻ აქამდის჻ მართალი჻ შენ჻ ჩემი჻ არა჻ გსმენია ჩემნი჻ მომკულველნი჻ წამწამნი჻ შავნი჻ გიშრისა჻ ხენია

1188. გგონივარ჻ ვინმე჻ ვაჭარი჻ პატრონი჻ ქარავანისა მე჻ ვარ჻ სპასპეტი჻ მაღლისა჻ მეფისა჻ როსტევანისა თავადი჻ სპისა჻ დიდისა჻ მათისა჻ შესაგუანისა მაქუს჻ პატრონობა჻ მრავლისა჻ საჭურჭლე჻ მგზავსი჻ ხანისა

1189. შენ჻ გიცი჻ კარგი჻ მოყუარე჻ ერთგული჻ მისანდობელი მათ჻ უვის჻ ერთი჻ ასული჻ მზე჻ ჴმელთა჻ მანათობელი იგია჻ ჩემი჻ დამწუელი჻ და჻ ჩემი჻ დამადნობელი მან჻ გამომგზავნა჻ დავაგდე჻ პატრონი჻ მათი჻ მშობელი

1190. რომე჻ შენ჻ ქალი჻ გყოლია჻ მე჻ ძებნად჻ მისვე჻ ქალისად მივლია჻ ყოვლი჻ ქუეყანა჻ მის჻ მზისა჻ მონაცუალისად მისთუის჻ გაჭრილი჻ მინახავს჻ წევს჻ ლომი჻ ფერ ნამკრთალი჻ სად გამცუდებელად჻ თავისად჻ მის჻ გულისა჻ და჻ ძალისად

1191. ავთანდილ჻ ფატმანს჻ ყოველი჻ უთხრა჻ ამბავი჻ თავისა ამბავი჻ ტარიელისა჻ შემოსვა჻ ვეფხის჻ ტყავისა უბრძანა შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ჯერთ჻ შენგან჻ უნახავისა ღონე჻ წამწმისა჻ ჴშირისა჻ ყორნის჻ ფრთებ ნაფუშავისა

1192. მოდი჻ და჻ ფატმან჻ მეწიე჻ ვეცადნეთ჻ მისსა჻ რგებასა უშველოთ჻ იგი჻ მნათობნი჻ ნუთუ჻ მიეცნენ჻ შვებასა ვინცა჻ სცნობს჻ კაცი჻ ყუელაი჻ ჩუენსა჻ დაიწყებს჻ ქებასა ნუთუ჻ კულა჻ მიხუდენ჻ მიჯნურნი჻ ერთმანერთისა჻ ხლებასა

1193. მომგუარე჻ ქაჯეთს჻ გავგზავნოთ჻ იგივე჻ მონა჻ გრძნეული ქალსა჻ ვაცნობოთ჻ ყუელაი჻ ამბავი჻ ჩუენგან჻ ცნეული მანცა჻ გვაცნობოს჻ მართალი჻ ვქნათ჻ მისი჻ გამორჩეული ღ~თნ჻ ქნას჻ ქაჯთა჻ სამეფო჻ მოგესმას჻ ჩუენგან჻ ძლეული

1194. ფატმან჻ თქუა჻ ღ~თსა჻ დიდება჻ საქმენი჻ მომხუდეს჻ მორანი დღეს჻ რომე჻ მესმნეს჻ ამბავი჻ უკუდავებისა჻ სწორანი მოგუარა჻ მონა჻ გრძნეული჻ შავი჻ მართ჻ ვითა჻ ყორანი უბრძანა჻ ქაჯეთს჻ გაგგზავნი჻ წა჻ გზანი჻ გისხენ჻ შორანი

1195. აწ჻ გამოჩნდების჻ საჴმრობა჻ ჩემთუის჻ შენისა჻ გრძნებისა ფიცხლად჻ დამივსე჻ საჴუმილი჻ შენ჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ გზნებისა მას჻ მზესა჻ ჰკადრე჻ მიზეზი჻ მისისა჻ განკურნებისა მან჻ უთხრა჻ ხუალე჻ მოგართვა჻ ყოვლი჻ ამბავი჻ ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი჻

1196. ფატმან჻ სწერს჻ აჰა჻ მნათობო჻ სოფლისა჻ მზეო჻ ზენაო შენთა჻ შორს მყოფთა჻ ყოველთა჻ დამწუელო჻ ამაზრზენაო სიტყუა მჭევრო჻ და჻ წყლიანო჻ ტურფაო჻ ლამაზენაო ბროლო჻ და჻ ლალო჻ ოროვე჻ კულავ჻ ერთგან჻ შენათხზენაო