... (Q-779), XVIII ს.

1254. მონახა჻ პოვა჻ ავთანდილ჻ ნავი჻ მისისა჻ მხარისა გამოემართა჻ იგი჻ მზე჻ პირითა჻ სავსე჻ მთუარისა მაგრა჻ დაგდება჻ უმძიმდა჻ ფატმანის჻ გულმწუხარისა მისთა჻ გამყრელთა჻ ნაკადი჻ ჩასდის჻ სისხლისა჻ ღუარისა

1255. ფატმან჻ უსენ჻ და჻ მონანი჻ ტირან჻ ცრემლითა჻ ცხელითა იტყუიან჻ მზეო჻ რა჻ გუიყავ჻ დაგვწვენ჻ ცეცხლითა჻ მწველითა რად჻ დაგუაბნელენ჻ შენისა჻ მოშორვებისა჻ ბნელითა დაცაგუმარხენო჻ ჴელითა჻ ჩუენისა჻ დამმარხველითა

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასულა და ტარიელის შეყრა჻

1256. გამოვლნა჻ ზღუანი჻ ავთანდილ჻ მგზავრითა჻ რითმე჻ ნავითა პირმხიარული჻ აცორვებს჻ მართ჻ ოდენ჻ მარტო჻ თავითა მას჻ შეყრა჻ ტარიელისი჻ უხარის჻ მით჻ ამბავითა ჴელ განბყრობილი჻ გულითა჻ არს჻ ღ~თისა჻ საესავითა

1257. მოწურვილ჻ იყო჻ ზაფხული჻ ქუეყნით჻ ამოსლვა჻ მწუანისა ვარდის჻ ფურცლობის჻ ნიშანი჻ დრო჻ მათის჻ პაემანისა ეტლის჻ ცვალება჻ მზისაგან჻ შეჯდომა჻ საროსტანისა სულთქნა჻ რა჻ ნახა჻ ყუავილი჻ მან჻ უნახავმან჻ ხანისა

1258. აგრგუინდა჻ ცა჻ და჻ ღრუბელნი჻ ცროდეს჻ ბროლისა჻ ცუარითა ვარდთა჻ აკოცა჻ ბაგითა჻ მითვე჻ ვარდისა჻ დარითა უბრძანა გიჭურეტ჻ თუალითა჻ გულტკბილად჻ შემხედვარითა მისად჻ სანაცულოდ჻ მოვილხენ჻ თქუენთანა჻ საუბარითა

1259. რა჻ მოეგონის჻ მოყვარე჻ სდინდიან჻ ცრემლნი჻ მწარენი ტარიელისკენ჻ იარნა჻ მან჻ გზანი჻ საწყინარენი უდაბურნი჻ და჻ უგზონი჻ უცხონი჻ რამე჻ არენი სადაცა჻ ნახის჻ დაჴოცის჻ ლომ ვეფხნი჻ მოშამბნარენი

1260. ქუაბნი჻ გამოჩნდეს჻ იამა჻ იცნა჻ თქუა჻ იგი჻ კლდენია სადაა჻ ჩემი჻ მოყუარე჻ და჻ ვისთუის჻ ცრემლი჻ მდენია ღირს჻ ვარმცა჻ ვნახო჻ პირისპირ჻ უამბო჻ რაცა჻ მსმენია არ჻ მოსრულ჻ იყოს჻ რაღა჻ ვქნა჻ ცუდ჻ ჩემი჻ განავლენია

1261. თუ჻ მოსრულა჻ უღონიოდ჻ შინა჻ ხანსა჻ არ჻ დაზმიდა მინდორს჻ სადმე჻ წავიდოდა჻ მჴეცისაებრ჻ ველთა჻ ჰვლიდა სჯობს჻ თუ჻ შამბშამბ჻ წავიარო჻ იგონებდა჻ იხედვიდა ესე჻ თქუა჻ და჻ მიუქცია჻ მინდორთაკენ წამოვიდა

1262. მიაცორვებს჻ და჻ იმღერის჻ მხიარულითა჻ გულითა მართ჻ სახელდებით჻ უყივის჻ ჴმითა჻ მით჻ სიხარულითა ცოტაი჻ წავლო჻ გამოჩნდა჻ მზე჻ სინათლითა჻ სრულითა შამბისა჻ პირსა჻ ტარიელ჻ დგას჻ ჴრმლითა჻ მომახულითა

1263. ტარიელს჻ ლომი჻ მოეკლა჻ მით჻ ჴრმალსა჻ სისხლი჻ სცხებოდა შამბისა჻ პირსა჻ ქუეითი჻ დგა჻ ცხენი჻ არა჻ ხლებოდა ყივილი჻ ავთანდილისა჻ ესმოდა჻ ეოცებოდა შეხედნა჻ იცნა჻ გაიქცა჻ მისკენ჻ მირბოდა჻ ხლტებოდა

1264. ჴრმალი჻ გასტყორცა჻ ტარიელ჻ მიმართა჻ მისსა჻ ძმობილსა ყმა჻ ცხენისაგან჻ გარდიჭრა჻ ჰგუანდა჻ ეტლისა჻ სწრობილსა მართ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ ჰგუანან჻ ყელ გარდაჭდობილსა ჴმა჻ შაქრის ფერად჻ გაუჴდა჻ ვარდსა჻ ჴშირ ჴშირად჻ პობილსა

1265. ტარიელ჻ მოთქვა჻ ტირილით჻ სიტყუა჻ ნატიფი჻ მჭევრები სისხლისა჻ ღუარმან჻ შეღება჻ წითლად჻ გიშრისა჻ ტევრები ალვასა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მორწყავს჻ ნაკადი჻ ბევრები რადგან჻ შენ჻ გნახე჻ რა჻ მგამა჻ პატიჟი჻ მჭირდეს჻ ბევრები

1266. ტარიელ჻ ტირს჻ და჻ ავთანდილ჻ სიცილით჻ ეუბნებოდა გაღიმდის჻ ძოწი჻ გააპის჻ კბილთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა ეტყოდა჻ ვცანო჻ ამბავი჻ შენ჻ რომე჻ გიამებოდა აწ჻ გაახლდების჻ ყუავილი჻ ვარდი჻ აქამდის჻ ჭკნებოდა

1267. ამა჻ ამბავსა჻ გიამბობ჻ არს჻ ჩემგან჻ მონასმინები მასცა჻ მოშორდა჻ საწუთრო჻ ვის჻ ჰგუანდეს჻ ფერად჻ მინები კიდე჻ შემოგხსნის჻ ჯინჯილსა჻ ხელობისათვის჻ ვინ჻ ები კულა჻ მასვე჻ გიზამს჻ სოფელი თუ჻ სჭმუნავ჻ რაცა჻ ინები

1268. ტარიელ უთხრა჻ ჰე჻ ძმაო჻ კმა჻ არს჻ დღეს჻ რაცა჻ მლხენია ყოველი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მინახავს჻ ნახვა჻ შენია სხუად჻ ნუ჻ ყოს჻ ღ~თნ჻ წამალი჻ არცა჻ რა჻ მოგისმენია კაცმანმცა჻ სოფელს჻ ვით჻ პოა჻ რაცა჻ რა჻ საქმე჻ ზენია

1269. რა჻ ტარიელ჻ არ჻ შესჯერდა჻ ავთანდილცა჻ არ჻ დასწყნარდა მის჻ ამბისა჻ დაყოვნება჻ ვეღარ჻ გასძლო჻ აუჩქარდა გამოიღო჻ რიდე჻ მისი჻ ვინ჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ ვარდა რა჻ ტარიელ჻ ნახა჻ იცნა჻ გამოუღო჻ შემოვარდა

1270. წიგნი჻ და჻ კიდე჻ რიდისა჻ იცნა჻ და჻ გაცაშალა჻ მან პირსა჻ დაიდვა჻ დაეცა჻ ვარდმან჻ ფერითა჻ მკრთალამან სულნი჻ გაიქცნეს჻ მოდრიკა჻ თავი჻ გიშრისა჻ ტალამან მისნი჻ ვერ჻ გასძლნეს჻ პატიჟნი჻ ვერ჻ ყაენ჻ ვერცა჻ სალამან

1271. ავთანდილ჻ უჭვრეტს჻ ტარიელს჻ უსულოდ჻ ქუე მდებარესა შეფრინდა჻ შუელად჻ მიმართა჻ მას჻ ტკბილად჻ მოუბარესა ვერა჻ ვერ჻ არგო჻ დამწუარსა჻ სრულად჻ ცეცხლნადებარესა მისთა჻ ნიშანთა჻ სიცოცხლე჻ მართ჻ მისი჻ მიებარესა

1272. ავთანდილ჻ დაჯდა჻ ტირილად჻ ტირს჻ ჴმითა჻ შუენიერითა ყორანსა჻ გაგლეჯს჻ ჴშირ ჴშირად჻ აფრთხობს჻ ბროლისა჻ ჭერია გახეთქა჻ ლალი჻ გათლილი჻ ანდამატისა჻ კუერითა მუნით჻ წყარონი჻ გამოჰჴდეს჻ ძოწსა჻ ვამსგავსე჻ ფერია