... (Q-779), XVIII ს.

1426. ამ჻ საქმესა჻ დაფარულსა჻ ბრძენ჻ დიონოს჻ გააცხადებს ღ~თი჻ კარგსა჻ მოავლინებს჻ და჻ ბოროტსა჻ არ჻ დაბადებს ავსა჻ წამერთ჻ შეამოკლებს჻ კარგსა჻ ხანგრძლად჻ გააკულადებს თავსა჻ მისსა჻ უკეთესსა჻ უზადო჻ ჰყოფს჻ არ჻ აზადებს

1427. ფრიდონისით჻ გაემართნეს჻ იგი჻ ლომნი჻ იგი჻ მზენი თანა჻ მიჰყავს჻ პირი჻ მზისა჻ ქალი჻ მჭურეტთა჻ ამაზრზენი ჰკიდავს჻ ბროლსა჻ ყორნის჻ ბოლო჻ დაწყობილი჻ დანათხზენი მუნ჻ ბადახშსა჻ აშუენებდეს჻ სინატიფე჻ სინაზენი

1428. იგი჻ მზე჻ უჯდა჻ კუბოსა჻ და჻ აგრე჻ არონინებდეს მინადირობდეს჻ ნადირსა჻ მუნ჻ სისხლსა჻ დაადინებდეს სადაცა჻ დახუდეს჻ ქუეყანა჻ მჭურეტელთა჻ მოალხინებდეს მოეგებნიან჻ სძღნობდიან჻ აქებდეს჻ არ჻ აგინებდეს

1429. მას჻ ჰგუანდეს჻ თუმცა჻ სამყაროს჻ მზე჻ უჯდა჻ შუა჻ მთუარეთა იარნეს჻ დღენი჻ მრავალნი჻ ლაღთა჻ ბრძნად჻ მოუბარეთა შიგან჻ მათ჻ დიდთა჻ მინდორთა჻ ყოვლგნით჻ კაც მიუმცუდარეთა სად჻ ყოფილ჻ იყო჻ ტარიელ჻ მიხუდეს჻ მის჻ კლდისა჻ არეთა

1430. ტარიელ჻ ბრძანა჻ მე჻ მმართებს჻ დღეს჻ თქუენი჻ მასპინძელობა მუნ჻ მივალ჻ სადა჻ ყოფილ჻ ვარ჻ მჭირდა჻ სადამდის჻ ხელობა მუნ჻ გუიმასპინძლოს჻ ასმათმან჻ მას჻ უც჻ ჴორცისა჻ ჴმელობა მე჻ რომე჻ გიძღუნი჻ ტურფათა჻ აქოთ჻ ლარისა჻ ჭრელობა

1431. მივიდეს჻ შიგან჻ გარდაჴდეს჻ ქუაბსა჻ მას჻ დიდთა჻ კლდეთასა ასმათს჻ უც჻ ჴორცი჻ ირმისა჻ იქს჻ მასპინძლობა კუეთასა ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ წასულასა჻ მათ჻ საქმეთასა ღ~თსა჻ ჰმადლობდეს჻ შეცვლასა჻ ლხინად჻ ჭირისა჻ დღეთასა

1432. მოიარეს჻ ქუაბოვანი჻ თამაშობდეს჻ მხიარულნი პოვნეს჻ იგი჻ საჭურჭლენი჻ ტარიასგან჻ დაბეჭდულნი ვერცა჻ ვისგან჻ დანათუალნი჻ ვერცა჻ ვისგან჻ შეგებულნი არ჻ იტყუიან჻ თუ჻ არა჻ გუაქვსო჻ იგ჻ ამისთვის჻ გულნაკლულნი

1433. უბოძა჻ ტურფა჻ მრავალი჻ მათ჻ მათი჻ შესადარები კულა჻ ფრიდონისნი჻ აავსნა჻ სპა჻ ჰყუა჻ თუ჻ სპასალარები აივსო჻ კაცი჻ ყუელაი჻ მაშინ჻ მათ჻ თანა჻ ნარები მაგრა჻ ძეს჻ რომე჻ საჭურჭლე ჰგუანდა჻ კაც დაუკარები

1434. ფრიდონს჻ უთხრა჻ ვალი჻ შენი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების მაგრა჻ თქმულა჻ კარგის჻ მქმნელი჻ კაცი჻ ბოლოდ჻ არ჻ წაჴდების აწ჻ საჭურჭლე჻ რაზომიცა჻ აქა჻ ძეს჻ და჻ ან჻ იდების შენი჻ იყოს჻ ყუელაკაი჻ შენ჻ წაიღე჻ ვითა჻ გხუდების

1435. ფრიდონ჻ მდაბლად჻ თაყვანი჻ სცაჰკადრა჻ მადლი჻ მეტისმეტი მე჻ მეფეო჻ რად჻ გგონივარ჻ უჭკუო჻ და჻ აგრე჻ რეტი მტერი჻ ყოვლი჻ ჩალად჻ გიჩანს჻ ვინმცა჻ იყო჻ ვითა჻ კეტი ჩემი჻ ლხინი჻ მუნამდის჻ ა჻ ვირე჻ ვიყო჻ შენი჻ მჭურეტი

1436. ფრიდონ჻ კაცნი჻ დააბრუნნა჻ მოსასხმელად჻ აქლემისად სახლსა჻ მისსა჻ მისაღებლად჻ მის჻ ყუელასა჻ საჭურჭლისად აწ჻ მუნითგან჻ გაემართნეს჻ არაბეთით მივლად გზისად ავთანდილა჻ გალეული჻ შესაყრელად჻ მთუარე჻ მზისად

1437. მიხუდეს჻ არაბთა჻ საზღუარსა჻ რა჻ ვლეს჻ მრავალნი჻ ხანები დახუდა჻ სოფლები჻ ციხები჻ ჴშირ ჴშირად჻ თანისთანები მუნ჻ შიგა჻ მყოფსა჻ ემოსა჻ ტანსა჻ ლურჯი჻ და჻ მწუანები ავთანდილისთუის჻ ყუელაი჻ ცრემლითა჻ არს჻ ნაბანები

1438. ავთანდილ჻ იცნეს჻ გაისმა჻ ჴმა჻ მათგან჻ სიხარულისა჻ დაიწყეს჻ ყოვლგნით჻ ლაშქართა჻ ქნა჻ მათკენ჻ სიარულისა჻ თაყუანისსცემდა჻ სიმრავლე჻ სპისა჻ პირმხიარულისა ქალი჻ ნახიან჻ შუენება჻ თქუიან჻ არს჻ მზისა჻ სრულისა

1439. [................................]გაგზავნა჻ წინაშე჻ როსტან჻ მეფესა [............]ვალა჻ გკადრებ჻ მეფეო჻ სურვილთა჻ სიიეფესა [...]მოვალ჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ დარბაზსა჻ თქუენსა჻ სეფესა გიჩუენებ჻ ვარდსა჻ კოკობსა჻ უფრჭუნელსა჻ მოუკრეფესა

1440. მაშინ჻ თქუენ჻ ჩემი჻ გეწყინა჻ ნახვა჻ მიწისა჻ შენისა ცდა჻ შეპყრობისა჻ ავი჻ ჰქმენ჻ შემოტეობა჻ ცხენისა მე჻ შენთა჻ სპათა჻ ვაჩუენე჻ ნიშანი჻ რამე჻ წყენისა დავჰჴოცე჻ მონა჻ მრავალი჻ მსახურნი჻ სრისა჻ თქუენისა

1441. აწ჻ ამად჻ მოვალ჻ წინაშე჻ დავყარენ჻ ჩემნი჻ გზანია [....................................]ჰქნნეთ჻ გაწყრომისა჻ კმანია [.....................................]჻ ფრიდონ჻ და჻ მისნი჻ ყმანია [...............]჻ ავთანდილ჻ მე჻ თქუენთვის჻ მომიტანია

1442. [....................................................................]ელი჻ ჟამისა [.......................................................]჻ ენა჻ ერთისა჻ წამისა [............................................................]ვა჻ შუქისა჻ სამისა [.............................................. ]ჩრდილი჻ წარბწამწამისა

1443. [...................]჻ და჻ გაისმა჻ ხმა჻ მაშინ჻ თქართქარებისა [............]჻ რბოდეს჻ მი჻ და჻ მო჻ ქნა჻ სწადდა჻ მათკენ჻ რებისა [.......]ყეს჻ მოსხმა჻ ცხენისა჻ მოღება჻ უნაგრებისა შესხდა჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ მკლავფიცხელ჻ გულმაგრებისა

1444. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგებნეს჻ თავადნი჻ და჻ სრულად჻ სპანი ვისცა჻ ესმის჻ მოვიდიან჻ მას჻ წინაშე჻ სხუაგნით჻ სხუანი ყუელაკაი჻ ღ~თსა჻ ჰმადლობს჻ გაამაღლნეს჻ მათნი჻ ჴმანი თქუეს჻ ბოროტსა჻ უმყოფოო჻ კეთილნია჻ შენთუის჻ მზანი

1445. [... ]ერთმანერთი჻ აუჩნდა჻ მიგებულ჻ მოსაგებავთა ავთანდილ჻ ეტყუის჻ ტარიელს჻ სიტყუათა[ ............] [......]჻ ხედავთ჻ მინდორთა჻ მტუერითა჻ შენაღებავთა ამად჻ მედების჻ საჴუმილი჻ გულსა[჻ .............................]