... (Q-779), XVIII ს.

1313. ფრიდონ჻ ფიცხლა჻ გარდაიჭრა჻ დავარდა჻ და჻ თაყუანისსცა იგინიცა჻ გარდაუხდეს჻ მოეხუივნეს჻ აკოცესცა ფრიდონ჻ ღ~თსა჻ ჴელ჻ აბყრობით჻ უსაზომო჻ მადლი჻ მისცა დიდებულნი჻ აკოცებდეს჻ იცნობდიან჻ იგი჻ ვისცა

1314. ფრიდონ჻ უთხრა჻ რასა჻ სდეგით჻ მოგელოდი჻ უწინარე მე჻ მზა჻ ვარო჻ სამსახური჻ თქუენი჻ რამცა჻ დავიზარე ჰგუანდა჻ თუცა჻ შეყრილ჻ იყუნეს჻ ორნი჻ მზენი჻ ერთი჻ მთუარე ერთმანერთი჻ დააშუენეს჻ გაემართნეს჻ იქცეს჻ გარე

1315. ფრიდონის჻ სახლსა჻ გარდაჴდეს჻ ორნივე჻ ტურფად჻ გებულსა ახლოს჻ დაისუამს჻ ავთანდილს჻ მისსა჻ ძმად შეფიცებულსა ტარიელ჻ დაჯდა჻ საჯდომსა჻ ოქსინო გარდაგებულსა მათ჻ უძღუნეს჻ იგი჻ აბჯარი჻ ფრიდონს჻ ჭაბუკად჻ ქებულსა

1316. უთხრეს჻ ჯერთ჻ ჟამად჻ არა჻ გუაქვს჻ სხუა჻ შენთვის჻ არმაღანია მაგრა჻ ტურფანი჻ მრავალნი჻ ქუე჻ სამე჻ გუისხენ჻ სხუანია მან჻ დასდვა჻ პირი჻ მიწასა჻ არ჻ დაიყოვნა჻ ხანია ჩემთუის჻ ამისი჻ ბოძება჻ არს჻ თქუენი჻ შესაგუანია

1317. გამოისუენეს჻ მას჻ ღამით჻ ფრიდონის჻ მასპინძლობითა აბანოს჻ ბანნა჻ აავსნა჻ შესამოსლისა჻ ძღუნობითა დამოსნა჻ ტურფა ტურფითა჻ ერთმანერთისა჻ მჯობითა თუალმარგალიტი჻ ღარიბი჻ უძღუნა჻ ოქროსა჻ გობითა

1318. უთხრა჻ თქუა჻ ესე჻ სიტყუაა჻ ავისა჻ მასპინძელისა჻ ჰგავს჻ მომწყენოდეს჻ სტუმრობა჻ თქუენ჻ ბრძნისა჻ ვითა჻ ხელისა მაგრა჻ აწ჻ ყოფნა჻ არ჻ ვარგა჻ წავლა჻ სჯობს჻ გზისა჻ გრძელისა თუ჻ ქაჯნი჻ მოგვესწრებიან჻ საეჭუი჻ არს჻ სიძნელისა

1319. დიდთა჻ რას჻ ვაქნევთ჻ ლაშქართა჻ კარგნი჻ გუინდან჻ და჻ ცოტანი სამასი჻ კაცი჻ გუეყოფის჻ წავიდეთ჻ მართ჻ მეოტანი ჩუენ჻ ქაჯეთს჻ ქაჯთა჻ საომრად჻ დავაგნეთ ჴრმალთა჻ კოტანი მას჻ ადრე჻ ვჰპოებთ჻ ვისიცა჻ მოგუკლავს჻ ალვისა჻ მოტანი

1320. ქაჯეთს჻ ერთხელ კულაც ვყოფილვარ჻ ნახავთ჻ თქუენცა჻ გემაგრების ყოვლგნით჻ კლდეა჻ გარეშემო჻ მტერი჻ ვერა჻ მოადგების თუ჻ იდუმალ჻ არ჻ შეუვალთ჻ ცხადად჻ შებმა჻ არ჻ ეგების მით჻ ლაშქარი჻ არად჻ გუინდა჻ რაზმი჻ მალვით჻ ვერ჻ მოგუყუების

1321. იგინიცა჻ დაემოწმნეს჻ ამა჻ მისსა჻ ნაუბარსა მუნ჻ დააგდეს჻ ქალი჻ ასმათ჻ ფრიდონ჻ მისცემს჻ საჩუქარსა თუით჻ სამასსა჻ ცხენოსანსა჻ წაიტანდეს჻ გმირთა჻ დარსა ბოლოდ჻ ღ~თი჻ გაუმარჯვებს჻ ყოვლსა჻ პირველ჻ შენაზარსა

1322. ზღუა჻ გაიარეს჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შეფიცებულთა ფრიდონ჻ გზა჻ იცის჻ იარეს჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ რებულთა ფრიდონ჻ თქუა჻ ვახლავთ჻ არეთა჻ ჩუენ჻ ქაჯეთს჻ მიახლებულთა აქათგან჻ ღამით჻ ვლა჻ გუინდა჻ მით჻ არას჻ გამჟღავნებულთა

1323. ამა჻ ფრიდონის჻ თათბირთა჻ სამნივე჻ ერთგან჻ ზმიდიან რა჻ გაუთენდის჻ დადგიან჻ და჻ ღამით჻ ფიცხლა჻ ვლიდიან მივიდეს჻ აჩნდა჻ ქალაქი჻ მცველთა჻ ვერ჻ დასთუალვიდიან გარე჻ კლდე჻ იყო჻ გუშაგთა჻ ჴმა჻ ჯარვით჻ გაადიდიან

1324. ყოვლგნით჻ მრგუალი჻ შეუვალი჻ არსით჻ იყო჻ ყოლა჻ პირი სამთა჻ კართა჻ ცხრა჻ ათასი჻ ზედა჻ სცუიდა჻ მოყმე჻ გმირი შუა჻ ციხე჻ ამართული჻ კლდე჻ კეკლუცი჻ არ჻ დუხჭირი გუირაბითა჻ შესავალი჻ ახურეტილი჻ ვითა჻ სტუირი

1325. გუირაბის჻ კარსა჻ ჭაბუკი჻ ათი჻ ათასი჻ მცველია მათ჻ ლომთა჻ ნახეს჻ ქალაქი჻ მთუარე჻ დგას჻ მუნ჻ ნათელია თქუეს ვითათბიროთ჻ ვითა჻ ვთქუათ჻ აწ჻ გამორჩევა჻ ძნელია ასი჻ ათასსა჻ აჯობებს჻ თუ჻ გამორჩევით჻ მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა჻

1326. ფრიდონ჻ თქუა჻ ვიტყუი჻ სიტყუასა჻ ვეჭუ჻ ჩემი჻ არ჻ დამცდარია ჩუენ჻ ცოტანი჻ ვართ჻ ქალაქი჻ დიდთაგან჻ საომარია პირისპირ჻ ომი჻ არ჻ ძალ გუაქვს჻ არჟამი჻ საკუეხარია ათას჻ წელ჻ ვერსით჻ შევუვალთ჻ თუ჻ ზედ჻ დაგუიჴშან჻ კარია

1327. ჩემსა჻ სიმცროსსა჻ გამზრდელნი჻ სამუშაითოდ჻ მზრდიდიან მასწავლნეს჻ მათი჻ საქმენი჻ მახლტუნებდიან჻ მწურთიდიან ასრე჻ გავიდი საბელსა჻ რომ჻ თუალნი჻ ვერ჻ მომკიდიან ვინცა჻ მჭურეტდიან჻ ყმაწვილნი჻ იგიცა჻ ინატრიდიან

1328. აწ჻ ვინცა჻ ვიცით჻ უკეთუ჻ შეტყორცა჻ საგდებელისა მან჻ ერთსა჻ ბურჯსა჻ გარდვაგდოთ჻ წუერი჻ საბლისა჻ გრძელისა მას჻ ზედა჻ გავლა჻ ადვილად჻ მიჩანს჻ მართ჻ ვითა჻ ველისა თქუენ჻ ჭირად჻ გაყო჻ შიგანთა჻ პოვნა჻ კაცისა჻ მრთელისა

1329. საბლითა჻ გავლა჻ არად჻ მიჩს჻ ჭირად჻ გატანა჻ ფარისა შიგან჻ ჩავხტები჻ კისკასად჻ ვეცემი჻ მსგავსად჻ ქარისა ლაშქართა჻ დავჰხოც჻ გავახუამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისა თქუენცა჻ მუნ჻ მოდით჻ სადაცა჻ გესმას჻ ზრიალი჻ ზარისა

თათბირი ავთანდილისა჻

1330. ავთანდილ჻ უთხრა჻ ჰე჻ ფრიდონ჻ მოყუასნი჻ ვერ჻ გიჩივიან ლომთა჻ მკლავთაგან჻ იმედი჻ გაქუ჻ არა჻ წყლულნი჻ გტკივიან სთათბირობ჻ ძნელთა჻ თათბირთა჻ მტერთა჻ ივაგლახივიან მაგრა჻ თუ჻ გესმის჻ გუშაგნი჻ რა჻ ახლო ახლო჻ ყივიან