... (Q-779), XVIII ს.

1407. რა჻ ფრიდონ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა მას჻ გაეცინნეს჻ გაღიმდა჻ ჰშვენოდა჻ მხიარულობა თქუა჻ თუ჻ მეშველი჻ რად჻ მინდა჻ მჭირს჻ არავისგან჻ წყლულობა ჩემი჻ მზე჻ არცა჻ ქაჯთა჻ ჰყავს჻ არცა჻ სჭირს჻ ლხინნაკლულობა

1408. ჩემი჻ მზე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ ღ~თისა჻ ნებითა საკრძალავი჻ და჻ უკადრი჻ ლაღი჻ არვისგან჻ ვნებითა არცა჻ რა჻ უმძიმს჻ ქაჯთაგან჻ არცა჻ გრძნეულთა჻ გრძნებითა მას჻ ზედა჻ შუელა჻ რად჻ მინდა჻ რად჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებითა

1409. რა჻ მოვა჻ ჩემთუის჻ განგება჻ ზეცით჻ მოსრულნი჻ ზენანი ღ~თი჻ იწადებს჻ მომივლენ჻ გულის჻ საჴუმილთა჻ ლხენანი მაშინღა჻ მომხუდენ჻ მოკუდავსა჻ მზისა჻ ელვათა჻ ფენანი უმისჟამისოდ჻ ცუდია჻ ჩემგან჻ მიდამო჻ რბენანი

1410. მიდი჻ და჻ ჰკადრე჻ ტარიელს჻ პასუხი჻ ჩემგან჻ თხრობილი მადლი჻ რად჻ უნდა჻ მეფეო჻ ხარ჻ რაზომ჻ გინდა჻ ლმობილი ვარ჻ მუცლითგანვე჻ დედისა჻ თქუენად჻ სამონოდ჻ შობილი ღ~თნ჻ მუნამდის჻ მიწა჻ მყოს჻ ვირ჻ მეფე჻ იყო჻ ცნობილი

1411. გებრძანა჻ შეყრა჻ მწადიან჻ საყუარელისა჻ შენისა ეგე჻ არს჻ მგზავსი჻ გულისა჻ ლმობიერისა჻ თქუენისა მუნა჻ მე჻ ჴრმალი჻ არ჻ მიკუეთს჻ არცა჻ სივრცელე჻ ენისა მიჯობს჻ მოლოდნა჻ საქმისა჻ მის჻ განგებისა჻ ზენისა

1412. ესეა჻ ჩემი჻ საწადი჻ და჻ ჩემი჻ მოსანდომარე ჰინდოეთს჻ გნახო჻ მორჭმული჻ საჯდომთა჻ ზედა჻ მჯდომარე გუერდსავე჻ გიჯდეს჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომარე მებრძოლნი჻ თქუენნი჻ მოგესრნეს჻ არვინ჻ ჩნდეს჻ მუნ჻ მეომარე

1413. რა჻ გამისრულდენ჻ ესენი჻ ჩემნი჻ გულისა჻ ნებანი მაშინღა჻ მივალ჻ არაბეთს჻ მომხუდენ჻ მის჻ მზისა჻ ხლებანი ოდისაც჻ სწადდეს჻ დამივსნეს჻ ამა჻ ცეცხლისა჻ დებანი სხუა჻ თქუენგან჻ არა჻ არ჻ მინდა჻ მძულან჻ ცუდნიღა჻ თნებანი

1414. რა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყუანი჻ ყმისანი მან჻ ბრძანა჻ მაგას჻ არა჻ ვიქ჻ ამას჻ არ჻ უნდა჻ მისანი ვითა჻ მან჻ პოვნა჻ მიზეზნი჻ ჩემისა჻ სულთა჻ დგმისანი ეგრევე჻ მანცა჻ სამისოდ჻ ნახნეს჻ ძალგულნი჻ ძმისანი

1415. მიდი჻ უთხარ჻ ჩემაგიერ჻ სიტყუა჻ ჩემგან჻ არ჻ ნათნები მე჻ შენისა჻ გამზრდელისა჻ უნახავად჻ არ჻ დავდგები ვეჭუ჻ მრავალი჻ დამეხოცოს჻ მონა჻ მისგან჻ საყუარლები ვითხოვ჻ ხოლო჻ შენდობასა჻ ეგეთივე჻ მოვბრუნდები

1416. ესე჻ უთხარ჻ ამის჻ მეტსა჻ ჰმოციქულობ჻ ნურას჻ ნუო ხვალე჻ წასულა჻ არ჻ დავშალო჻ არცა჻ საქმე჻ გავათუო მე჻ არ჻ მიზამს჻ არაბთ჻ მეფე჻ რომე჻ სიტყუა჻ გავაცრუო ამოდ჻ ვსთხოვო჻ ქალი჻ მისი჻ შევეხვეწო჻ შევაგუო

1417. უამბო჻ ფრიდონ჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა არ჻ დადგებისო჻ ცუდია჻ შენგან჻ ცდისაღა჻ თქმულობა მას჻ დაუმძიმდა჻ მოედვა჻ კულა჻ გულსა჻ კუამლალმულობა ასრე჻ ჴამს჻ რიდი჻ მეფეთა჻ ყმათაგან჻ მოკრძალულობა

1418. ავთანდილ჻ მივა჻ მუჴლმოყრით჻ ტარიას჻ შესახუეწელად ფერჴთა჻ ეხუევის჻ აკოცებს აღარ჻ შეხედავს჻ ზე჻ წელად ეტყუის჻ კმა჻ რაცა჻ შევსცოდე჻ როსტანს჻ წლეულად჻ მე჻ წელად კულა჻ ნუ჻ მიქ჻ ერთგულობისა჻ გამტეხლად჻ დაცამლეწელად

1419. რასაცა჻ ჰლამი჻ არ჻ მოგცემს჻ მას჻ ღმრთისა჻ სამართალია გამზრდელსა჻ ჩემსა჻ ვით჻ ვჰკადრო჻ მე჻ საქმე჻ სამუხთალია მე჻ მისთუის჻ ჴელი჻ ვით჻ გავსძრა჻ ვინ჻ ჩემთუის჻ ფერნამკრთალია ვით჻ მოიჴმაროს჻ მონამან჻ პატრონსა჻ ზედა჻ ჴრმალია

1420. ეგე჻ საქმე჻ მე჻ და჻ ჩემსა჻ საყუარელსა჻ შეგუამდურვებს ვაი჻ თუ჻ გაწყრეს჻ გაგულისდეს჻ კუშტი჻ გულსა჻ შეაურვებს ამბავსაცა჻ დამიძუირებს჻ ჭურეტისათვის჻ მომასურვებს შენდობასა჻ ჴორციელი჻ კაცი჻ ვერა჻ დამიურვებს

1421. ტარიელ჻ უთხრა჻ სიცილით჻ მან჻ მზემან჻ შუქნაფენამან ჴელი჻ მოჰკიდა჻ ავთანდილს჻ აჰმართა჻ ააყენა჻ მან მიყოო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მომართებამან჻ შენამან მაგრა჻ სჯობს჻ შენცა჻ გალხინოს჻ ჩემმან჻ შენითა჻ ლხენამან

1422. დია჻ მძულს჻ მეტი჻ მოყურისა჻ შიში჻ კრძალვა჻ და჻ რიდობა მძულს჻ გაუწყუედლად჻ კუშტობა჻ და჻ სულმძიმობა჻ დიდობა თუ჻ მოყუარეა჻ გულისა჻ ქნას჻ ჩემკენ჻ მონაზიდობა თუარა჻ მე჻ ჩემდა჻ იგ჻ მისდა჻ დია჻ სჯობს჻ კიდის჻ კიდობა

1423. მე჻ ვიცი჻ გული჻ საშენოდ჻ შენისა჻ საყუარელისა არ჻ ეწყინების჻ სტუმრობა჻ შენისა჻ მე჻ შემყრელისა რადმცა჻ რა჻ ვჰკადრე჻ მეფესა჻ თხრობა჻ რასაცა჻ ჭრელისა ოდენ჻ ნახვისა჻ მათისა჻ ნატრა჻ მაქუს჻ სანატრელისა

1424. ამას჻ ოდენ჻ მოვაჴსენებ჻ მუდარით჻ და჻ შეპოვნებით რომე჻ მოგცეს჻ ქალი჻ მისი჻ მან჻ მისითა჻ მოგონებით რადგან჻ ბოლო჻ შეყრავეა჻ სიშორესა჻ ვით჻ ეთნებით დააშუენეთ჻ ერთმანერთი჻ თავისთავის჻ ნუ჻ დასჭკნებით

1425. რა჻ ავთანდილ჻ ტარიასგან჻ ცნა჻ წასულასა჻ არ჻ დაშლიდა არა჻ ჰკადრა჻ შეცილება჻ საუბარსა჻ ზედა჻ ჰრთვიდა ფრიდონ჻ კაცსა჻ დარჩეულსა჻ სათანაოდ჻ გარდასთულიდა თანა჻ წაჰყუა჻ განაღამცა჻ მას჻ თანავე჻ გზასა჻ ვლიდა

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა მეორედ჻