... (Q-779), XVIII ს.

1273. ტარიელს჻ ეგრე჻ გასულა჻ მზე჻ დასტირს჻ იტყუისახა჻ ვა ღ~თო჻ ნუ჻ მოჰკლავ჻ ჯერ჻ ჟამად჻ თქვა჻ ბრალ჻ არს჻ დასამარხავა ნუ჻ გუწუავ჻ ცეცხლითა჻ ცხელითა჻ ნუ჻ გაგვხდი჻ სხუათა჻ მზრახავა სოფელო჻ მოგუეც჻ სიახლე჻ ვისთუის჻ გუაქვს჻ გული჻ მჭმახავი

1274. პირსა჻ იხოკს჻ ღაწუთა჻ სისხლი჻ ჩასდიოდა჻ მისსა჻ მჭურეტსა რაცა჻ ვქენო჻ არ჻ უქმნია჻ არცა჻ შმაგსა჻ არცა჻ რეტსა წყალი჻ სწრაფით჻ რას჻ დავასხი჻ ცეცხლსა჻ ძნელად჻ დასაშრეტსა ჩქარად჻ ეცეს჻ ვერ჻ გაუძლებს჻ გული჻ ლხინსა჻ მეტის჻ მეტსა

1275. მე჻ მოვკალ჻ ჩემი჻ მოყუარე჻ რა჻ მმართებს჻ გაწბილებულსა თავსა჻ ვაბრალობ჻ საქმესა჻ არ჻ დასუმით჻ გაგონებულსა ცრუ჻ კაცი჻ კარგად჻ ვერა჻ იქს჻ საქმესა჻ გაძნელებულსა თქმულა჻ სიწყნარე჻ გმობილი჻ სჯობს჻ სიჩქარესა჻ ქებულსა

1276. უცნობო჻ ქმნილი჻ ტარიელ჻ ძეს჻ მსგავსად჻ ნატუსალისად ავთანდილ჻ ადგა჻ გამოვლნა჻ შამბნი჻ საძებრად჻ წყალისად მან჻ პოვა჻ სისხლი჻ ლომისა჻ მოაქუს჻ სავსებლად჻ ალისად მკერდსა჻ დაასხა჻ გავეჴდა჻ ლაჟვარდი჻ ფერად჻ ლალისად

1277. ავთანდილ჻ მკერდსა჻ დაასხა჻ მას჻ ლომსა჻ სისხლი჻ ლომისა ტარიელ჻ შეჰკრთა჻ შეიძრა჻ რაზმი჻ ჰინდოთა჻ ტომისა თუალნი჻ აახუნა჻ მიეცა჻ ძალი჻ ზე჻ წამოჯდომისა ლურჯათ ჩანს჻ შუქი჻ მთუარისა჻ მზისგან჻ შუქ ნაკრთომისა

1278. ზამთარი჻ ვარდთა჻ გააჴმობს჻ ფურცელნი჻ შთამოსცვივიან ზაფხულის჻ მზისა჻ სიახლე჻ დასწუავს჻ გუალვასა჻ ჩივიან მაგრა჻ მას჻ ზედა჻ ბულბულნი჻ ტურფასა჻ ჴმასა჻ ჰყივიან სიცხე჻ სწუავს჻ ყინვა჻ დააზრობს჻ წყლულნი჻ ორჯელვე჻ სტკივიან

1279. აგრევე჻ გული჻ კაცისა჻ მოსაგუარებლად჻ ძნელია ჭირსა჻ და჻ ლხინსა჻ ორსავე჻ ზედა჻ მართ჻ ვითა჻ ხელია მიწყივ჻ წყლულდების჻ საწუთრო჻ მისი჻ აროდეს჻ მრთელია იგი჻ მიენდოს჻ სოფელსა჻ ვინცა჻ თავისი჻ მტერია

1280. ტარიელ჻ ნახა჻ ნაწერი჻ კულაცა჻ მკულელისა჻ მისისა იკითხავს჻ თუცა჻ აშეთებს჻ კითხუა჻ წიგნისა჻ მისისა დაუყუის჻ ცრემლმან჻ სინათლე჻ ბნელად჻ ჩანს჻ შუქი჻ დღისისა ავთანდილ჻ ადგა჻ დაუწყო჻ თხრობა჻ სიტყუისა჻ მქისისა

1281. მიკუირს჻ თუ჻ რად჻ ნამუსად჻ გიჩს჻ ცრემლნი჻ მიდგიან჻ მორევად მზე჻ პატიმრად჻ გყავს჻ სოფელი იჭირვის჻ ჩუენდა჻ მორევად ფრიდონ჻ მოვიჴმოთ჻ ლომ჻ გულო჻ ძმადფიცი჻ ჩუენდა჻ სწორევად მან჻ მოგუაშველოს჻ ლაშქარი჻ მათ჻ გრძნეულთათუის჻ მორევად

1282. იტყუის჻ თუ჻ ნაქმრად჻ არ჻ ვარგა჻ კაცისა჻ გასწავლილისად აწ჻ რადღა჻ გუმართებს჻ ტირილი჻ ჴამს჻ დავსხდეთ჻ ქნად჻ ღიმილისა ადეგ჻ წავიდეთ჻ საძებრად჻ მის჻ მზისა჻ წაჴდომილისა ადრე჻ მიგიყუან჻ მიყუანა჻ არს჻ შენგან჻ მონდომილისა

1283. ვითა჻ გუმართებს჻ გახარება჻ პირველ჻ აგრე჻ გავიხარნეთ მერმე჻ შევსხდეთ჻ გავემართნეთ჻ ქაჯეთისკენ჻ თავნი჻ ვარნეთ ჴრმალნი჻ ჩუენნი჻ ვიწინამძღვრნეთ჻ მათნი჻ ზურგით჻ დავიყარნეთ უჭირველნი჻ შემოვიქცეთ჻ იგი჻ მძორთა჻ დავადარნეთ

1284. მერმე჻ ტარიელ჻ ამბავსა჻ ჰკითხავს჻ აღარა჻ ბნდებოდა შეხედნის჻ თუალნი჻ აჰმართნის჻ შავ჻ თეთრი჻ ელვა჻ ჰკრთებოდა მართ჻ ვითა჻ ლალსა჻ მზისაგან჻ მას჻ ფერი჻ ეზარდებოდა ვინ჻ ღირსა჻ თუმცა჻ წყალობით჻ ცა჻ მიწყივ჻ მობრუნდებოდა

1285. ავთანდილს჻ მადლი჻ უბრძანა჻ ქნა჻ უყო჻ საუბარისა მე჻ შენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქუა჻ ბრძენთაგან჻ საქებარისა ვითა჻ ზე მთისა჻ წყარომან჻ მომრწყე჻ ყუავილი჻ ბარისა დამწყუიტე჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთა჻ ნაგუბარისა

1286. მე჻ ვერა჻ გიყო჻ ნაცვალსა჻ ღმერთი჻ გარდგიხდის჻ ციერი ზეგარდმო჻ მისით჻ შემოგზღოს჻ მუქაფა჻ ჩემმაგიერი შესხდეს჻ და჻ შინა჻ წავიდეს჻ მათ჻ ლხინი჻ ჰქონდა჻ ძლიერი აწ჻ გავეაძღო჻ სოფელმან჻ ასმათ჻ ადრითგან჻ მშიერი

1287. [..................................................................]჻ არ ბარგოსანი [......................................................]თანა჻ ყმა჻ ჭარმაგოსანი ორნივე჻ ტურფად჻ იმღერდეს჻ ვით჻ იადონი჻ მგოსანი მაშინვე჻ იცნა჻ ავარდა჻ მოშლილი჻ პერანგოსანი

1288. აქამდის჻ მიწყივ჻ ენახა჻ ქუაბს჻ მისულა჻ მოტირალისა აწ჻ გაუკვირდა჻ დანახვა჻ სიცილით჻ მომღერალისა ზარაღებული჻ ავარდა჻ ცნობა჻ უც჻ ვითა჻ მთურალისა არ჻ იცის჻ სმენა჻ ამბვისა჻ ჯერთ჻ მისგან჻ სასურვალისა

1289. მათ჻ რა჻ ნახეს჻ შემოჰყივლეს჻ სიცილით჻ და჻ კბილთა჻ ჩენით ჰე჻ ასმათო჻ მოგუივიდა჻ მოწყალება჻ ღ~თისა჻ ზენით ვჰპოვეთ჻ მთუარე჻ დაკარგული჻ რაცა჻ გწადდა჻ იგი჻ ვქენით აწ჻ გავჴედით჻ ბედისაგან჻ ცეცხლთა჻ შრეტით჻ ჭირთა჻ ლხენით

1290. ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ასმათის჻ მოსახვეველად მან჻ მიჰყო჻ ხელი჻ ალვასა჻ შტო჻ მოჰყვა჻ მოსარხეველად ყელსა჻ და჻ პირსა჻ აკოცებს჻ არის჻ ცრემლისა჻ მფრქვეველად რა჻ სცანო჻ რა჻ ჰქენ჻ მიამბე჻ ვტირ჻ შენი჻ მოაჯე჻ ველად

1291. ავთანდილ჻ ასმათს჻ უსტარი[჻ .......................] ალვისა჻ შტო დამჭკნარისა჻ მთუარისა჻ [................] უთხრა჻ თუ჻ ნახე჻ ნაწერი჻ მის჻ პატიჟ჻ გარდაჴდილისა მზე჻ მოგუეახლა჻ მოგუეცა჻ ჩუენ჻ მოშორვება჻ ჩრდილისა

1292. ასმათ჻ რა჻ ნახა჻ უსტარი჻ ცნა჻ მისი჻ დანაწერობა გაჰკუირდა჻ ზარმან჻ აიღო჻ ათრთოლებს჻ ვითა჻ ხელობა ტერფით჻ თხემამდის჻ გაუჴდა჻ მას჻ მეტი჻ საკუირველობა იტყუის჻ რა჻ ვნახე჻ რა჻ მესმის჻ არსცა჻ ამისი჻ მრთელობა