... (Q-779), XVIII ს.

1331. რა჻ გახვიდოდე჻ გუშაგთა჻ ესმას჻ აბჯრისა჻ ჩხერება გიგრძნობენ჻ თოკსა჻ მოჰკუეთენ჻ ამისი჻ ჴამს჻ დაჯერება წაგიჴდეს჻ ცუდად჻ ყუელაი჻ დაგრჩეს჻ ცუდიღა჻ ფერება ეგე჻ თათბირი჻ არ჻ ვარგა჻ სხუაებრ჻ ვქნათ჻ თავის჻ ტერება

1332. სჯობს჻ დადეგით჻ დამალულნი჻ თქუენ჻ ადგილსა჻ იდუმალსა ისი჻ კაცნი჻ არ჻ იჭირვენ჻ მგზავრსა჻ ქალაქს჻ შემავალსა სავაჭროდა჻ მოვეკაზმი჻ ვიქ჻ საქმესა჻ მე჻ მუხთალსა ერთსა჻ ჯორსა჻ გარდავჰკიდებ჻ მუზარადსა჻ ჯაჭუსა჻ ჴრმალსა

1333. სამთავე჻ შესულა჻ არ჻ ვარგა჻ თუ჻ გუიგრძნან჻ არს჻ სათუები მე჻ მარტო჻ შევალ჻ ვაჭრულად჻ და჻ კარგად჻ შევეტყუები მალვით჻ ჩავიცუამ჻ აბჯარსა჻ გავჩნდები჻ გავეცრუები ღ~თნ჻ ქნას჻ უხუად჻ ვადინო჻ შიგნით჻ სისხლისა჻ რუები

1334. შიგნითა჻ მცველთა჻ მოვიცლი჻ მე჻ უნახავად჻ ჭირისად თქუენ჻ გარეთ჻ კართა჻ ეცენით჻ ყოველნი჻ მსგავსად჻ გმირისად კლიტეთა჻ დავლეწ჻ გავახუამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისად თუ჻ რა჻ სხუა჻ გვიჯბს჻ თქუენ჻ ბრძანეთ჻ ვარ჻ მრჩევლად჻ ამა჻ პირისად

თათბირი ტარიელისა჻

1335. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ თქუენი჻ ვცან჻ გმირთა჻ მეტი჻ გმირობა თქუენსა჻ ძალგულსა჻ თქუენივე჻ ჰგავს჻ თათბირობა჻ პირობა ვიცი჻ გწადს჻ ომი჻ ფიცხელი჻ არ჻ ცუდი჻ ჴრმალთა჻ ღირობა კაციმცა჻ მაშინ჻ თქუენ჻ გახლავს჻ რა჻ ომმან჻ ქნას჻ გაჭირობა

1336. მაგრა჻ იყუენით჻ ჩემთუისცა჻ საქმისა჻ რასმე჻ რჩევითა ჴმა჻ ესმას჻ ჩემსა჻ ხელმქმნელსა჻ ზედა჻ გარდმოდგეს჻ მზე჻ ვითა თქუენ჻ გქონდეს჻ ომი჻ ფიცხელი჻ უომრად჻ მნახოს჻ მე჻ ვითა ესე჻ მე჻ დამსურის჻ ნუ჻ უბნობთ჻ სიტყუითა჻ თქუენ჻ სათნევითა

1337. მაგა჻ თათბირსა჻ ესე჻ სჯობს჻ ვქმნათ჻ ჩემი჻ მონახსენები გავიყოთ჻ კაცი჻ ასასი჻ რა჻ ღამე჻ ჩნდეს჻ ნათენები სამთავე჻ სამგნით჻ მივმართოთ჻ ფიცხლად჻ დავსხლიტოთ჻ ცხენები მოგუეგებვიან჻ ვემცრობით჻ ჩუენ჻ ჴრმალსა჻ მივსცემთ჻ მძლედ჻ ნები

1338. ვინცა჻ შეუსწრას჻ ჰფარავსმცა჻ მას჻ ღ~თისა჻ საფარველია კარნი჻ დალეწნეს჻ დაჴოცნეს჻ ყოველი჻ კართა჻ მცველია სამთავე჻ იქით჻ მივმართოთ჻ მაშინ჻ აღარა჻ ძნელია ძლევა჻ მან჻ მოგუცეს჻ რომელი჻ სათქმლადცა჻ საზარელია

1339. ფიცხლად჻ შევებნეთ჻ შევსჯარნეთ჻ ვერ჻ მოგუასწრებენ჻ კარებსა სამთაგან჻ ერთი჻ შევუვალთ჻ სხუა჻ გარეთ჻ ვსცემდეთ჻ გარებსა მან჻ ერთმან჻ შიგნით჻ შიგანნი჻ მივსცნეთ჻ სისხლისა჻ ღუარებსა ჴელი჻ კულა჻ ვჰხადოთ჻ აბჯარსა჻ მას჻ ჩუენგან჻ მძლედ჻ ნაჴმარებსა

1340. ფრიდონ჻ უთხრა჻ შემიგიან჻ გამიგია჻ ვიცი჻ მე჻ რა მაგა჻ ცხენსა჻ ჩემეულსა჻ წამოასწრობს჻ კართა჻ ვერა ოდეს჻ გიძღუენ჻ არ჻ ვიცოდი჻ ქაჯეთს჻ გუინდა჻ ქაჯთა჻ მზერა თუარა჻ ყოლა჻ არ჻ გიძღუნიდი჻ ჩემი჻ გითხრა჻ სიძუნწე჻ რა

1341. ფრიდონ჻ ლაღი჻ ამხაანგობს჻ საუბართა჻ ესოდენთა ამაზედან჻ გაიცინნეს჻ მათ჻ წყლიანთა჻ სიტყუა ბრძენთა ერთმანეთსა჻ ელაღობნეს჻ ლაღობათა჻ მათთა჻ მშუენთა გარდაჴდეს჻ და჻ დაეკაზმნეს჻ უკეთესთა჻ შესხდეს჻ ცხენთა

1342. კულავ჻ ერთმანერთსა჻ მიუგეს჻ სიტყვები჻ არ჻ პირმკუახები დაასკუნეს჻ იგი჻ თათბირი჻ ტარიას჻ განაზრახები გაიყუეს჻ კაცი჻ ასასი჻ ყუელაი჻ გმირთა჻ სახები ცხენებსა჻ შესხდეს჻ აიღეს჻ მათ჻ მათი჻ ჩაბალახები

1343. იგი჻ ჭაბუკნი჻ შუქითა჻ ვნახენ჻ მზისაცა჻ მეტითა მათ჻ სამთა჻ შუიდნი჻ მნათობნი჻ ჰფარვენ჻ ნათლისა჻ სვეტითა ტარიელ჻ შავსა჻ ზედა჻ ზის჻ ტანითა჻ მით჻ წერწეტითა დალივნეს჻ მტერნი჻ ომითა჻ ვითა჻ მჭურეტელნი჻ ჭურეტითა

1344. ჩემი჻ აწ჻ ესე჻ ნათქუამი჻ მათი჻ სახე჻ და჻ დარია რა჻ ზედა჻ წუიმდეს჻ ღრუბელნი჻ და჻ მთათა჻ აღტყდეს჻ ღუარია მოვა჻ და჻ ჴევთა჻ მოგრაგნის჻ ისმის჻ ზათქი჻ და჻ ზარია მაგრა჻ რა჻ ზღუათა჻ შეერთუის჻ მაშინ჻ ეგრეცა჻ წყნარია

1345. თუცა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიკეთე჻ მიუწდომნია მაგრა჻ ტარიას჻ შემბმელნი჻ არვისგან჻ მოსანდომნია მზე჻ მნათობთაცა჻ დაჰფარავს჻ არცაღა჻ ნათლად჻ ჴომნია აწ჻ იყურებდით჻ მსმენელნო჻ გესმნენ჻ ფიცხელი჻ ომნია

1346. სამთავე჻ სამად჻ გაიყუეს჻ თუითომან჻ თუითო჻ კარები თანა჻ ჰყუა჻ კაცი჻ სამასი჻ ყუელაი჻ გმირთა჻ დარები მას჻ ღამით჻ უქნეს჻ სადარნო჻ უცრთუო჻ ანაჩქარები გათენდა჻ გაჩნდეს჻ მიმართეს჻ თავისთავ჻ ჰქონდა჻ ფარები

1347. პირველ჻ ამოდ჻ მიდიოდეს჻ მგზავრთა჻ რათმე჻ მაგიერად მათ჻ შიგანთა჻ ვერა჻ უგრძნეს჻ ვერცა჻ დახუდეს჻ გულხმიერად გულსა჻ შიში჻ არა჻ ჰქონდა჻ ამოდ჻ დგეს჻ და჻ ნებიერად მიდგეს჻ გარე჻ მუზარადნი჻ დაიხურნეს჻ ჟამიერად

1348. ანაზდად჻ ცხენი჻ გაქუსლეს჻ მათრაჴმან჻ შექნა჻ წრიალი რა჻ ნახნეს჻ კარნი჻ გაახუნეს჻ ქალაქით჻ გაჰჴდა჻ ზრიალი სამთავე჻ სამგნით჻ მიჰმართეს჻ თავსა჻ მით჻ უყუეს჻ რიალი იკრეს჻ ნობსა჻ და჻ დაბდაბსა჻ შეიქნა჻ ბუკთა჻ ტკრციალი

1349. მაშინ჻ ქაჯეთს჻ მოიწია჻ უსაზომო჻ რისხუა჻ ღმრთისა კრონოს჻ წყრომით჻ შემხედველმან჻ მოიშორვა჻ სიტკბო჻ მზისა მათვე჻ რისხუით჻ გარდუბრუნდა჻ ბორბალი჻ და჻ სიმგრგულე჻ ცისა ველნი჻ მკუდართა჻ ვერ჻ იტევდა჻ გადიადდა჻ ჯარი჻ მკუდრისა