... (S-2829), 1688 წ.

1217. არ: ვარგ: ვარ: თქვენად: დედოფლად: ჩემი: გზა: კიდეგანია: მაშოროს: ღ~მ: მამაცი: პირად: მზე: სარო: ტანია: სხვასა: რას: მნუკეთ: საქმესა: ჩემნი: საქმენი: სხვანია: თქვენთანა: ჩემი: სიცოცხლე: არ: ჩემი: შესაგვანია:

1218. უცილოდ: თავსა: მოვიკლავ: გულსა: დავიცემ: დანასა: თქვენ: დაგჴოცს: თქვენი: პატრონი: სოფელს: ვერ: დაჰყოფთ: ხანასა: ესე: სჯობს: მოგცე: საჭურჭლე: მძიმე: მარტყია: ტანასა: მე: გამაპარეთ: გამიშვით: თვარა: დავიწყებთ: ნანასა:

1219. შემოიხსნა: მარგალიტი: შემოერტყა: რაცა: თვალი: მოიჴადა: გვირგვინიცა: გამჭვირვალი: ერთობ: ლალი: მისცა: უთხრა: გამომიღეთ: გეაჯები: გულ: მჴურვალი: მე: გამიშვით: ღ~თსა: თქვენსა: მიავალეთ: თქვენი: ვალი:

1220. მონათა: მიხუდა: სიხარბე: მის: საჭურჭლისა: მძიმისა: დაჰვიწყდა: შიში: მეფისა: ვითა: ერთისა: გზირისა: გამოპარება: დაასკვნეს: მის: უებროსა: პირისა: ნახეთ: თუ: ოქრო: რასა: იქს: კვერთხი: ეშმაკთა: ძირისა:

1221. რა: ოქრო: მისთა: მოყვასთა: აროდეს: მისცემს: ლხენასა: დღე: სიკვდილამდის: სიხარბე: შეაქნევს: კბილთა: ღრჭენასა: შესდის: და: გასდის: აკლია: ემდურვის: ეტლთა: რბენასა: კვლა: აქა: სულსა: დააბამს: დაუშლის: აღმაფრენასა:

1222. რა: ჴადუმთა: აღუსრულეს: საქმე: მისი: საწადელი: ერთმან: ტანსა: აიჴადა: მისცა: მისი: ჩასაცმელი: სხვანი: კარნი: გამოარნეს: იჯარვოდა: დარბაზს: მსმელი: დარჩა: მთვარე: გავსებული: გველისაგან: ჩაუნთქმელი:

1223. მონანიცა: გარდეხვეწნეს: გაიპარნეს: მასვე: თანა: ქალმან: კარსა: დამირეკა: ფატმანობა: ჩემი: ბრძანა: გავე: ვიცან: მოვეხვიე: გამიკვირდა: მემცა: განა: შინა: ყოლე: არ: შემომყვა: რად: მაწვეო: შემანანა:

1224. მიბრძანა: თავი: ვიყიდე: მოცემულითა: შენითა: მუქაფა: ღ~თნ: შემოგზღოს: მოწყალებითა: ზენითა: ვეღარ: დამმალავ: გამიშვი: ფიცხლად: გამგზავნე: ცხენითა: სადამდის: სცნობდეს: ჴელმწიფე: კაცთა: მამწევდეს: რბენითა:

1225. შეველ: ფიცხლად: საჯინიბოს: ავხსენ: ცხენი: უკეთესი: შეუკაზმე: ზედა: შევსვი: მხიარული: არა: მკვნესი: გვანდა: ოდეს: ლომსა: შეჯდეს: მზე: მნათობთა: უკეთესი: წაჴდა: ჩემი: ჭირნახული: ვერ: მოვიმკი: რაცა: ვსთესი:

1226. დღე: მიიყარა: ჴმა: გაჰჴდა: მოვიდა: მისი: მდევარი: მოიცვეს: შიგან: ქალაქი: შეიქმნა: მოსაწევარი: მე: მკითხეს: უთხარ: თუ: ჰპოოთ: მუნ: სახლსა: სადა: მე: ვარი: მეფეთა: ვიყო: შემცოდე: და: მათთა: სისხლთა: მზღვევარი:

1227. მონახეს: ვერა: შეიგნეს: შეიქცეს: დაწბილებულნი: მას: აქათ: იგლოვს: ჴელმწიფე: და: ყოვლნი: მისნი: ხლებულნი: დაჰხედენ: დარბაისელთა: შევლენ: ისფრითა: ღებულნი: მზე: მოგვეშორა: მას: აქათ: ჩვენ: ვართ: სინათლე: კლებულნი:

1228. მას: მთვარისა: სადაობა: კვლა: გიამბო: საქმე: კვლაცი: აწ: უწინა: ესე: გითხრა: რას: მექადდა: ისი: კაცი: მე: გლახ: ვიყავ: მისი: ნეზვი: იგი: იყო: ჩემი: ვაცი: კაცსა: დასურის: უგულობა: და: დიაცსა: ბოზი: ნაცი:

1229. მით: არ: ვჯერ: ვარ: ქმარსა: ჩემსა: მჭლე: არის: და: თვალად: ნასი: ისი: კაცი: ჩაშნაგირი: დარბაზს: იყო: მეტად: ხასი: ჩვენ: გვიყვარდა: ერთმანერთი: არ: მაცვია: თუცა: ფლასი: ნეტარძი: ვინ: სისხლი: მისი: შემახურიტა: ერთი: თასი:

1230. ესე: ამბავი: მასთანა: ვთქვი: დიაცურად: ხელურად: ჩემსავე: მოსლვა: მის: მზისა: და: გაპარება: მელურად: გამჟღავნებასა: მექადდის: არ: მოყვარულად: მტერულად: აწ: ისრე: მკვდარსა: ვიგონებ: იშ: თავი: ვიხსენ: მე: სრულად:

1231. დამექადის: რაზომჯერცა: წავიკიდნით: თავის: წინა: ოდეს: გიომე: არ: ვიცოდი: მე: იმისი: მოსვლა: შინა: მოსრულ: იყო: მოსლვა: ეთქვა: შენცა: მეჴმე: შემეშინა: ამად: გკადრე: ნუ: მოხვალო: მოგაგებე: მონა: წინა:

1232. აღარ: დაბრუნდით: მოხვედით: შუქნი: თქვენ: ჩემთვის: არენით: შეიყარენით: ორნივე: ჩემ: ზედა: დაიჯარენით: ამად: შევშინდი: ღონენი: ვეღარა: მოვაგვარენით: იმას: გლახ: ჩემი: სიკვდილი: გულითა: სწადდა: არ: ენით:

1233. თუმცა: ისი: არ: მოგეკლა: მისრულიყო: დარბაზს: ვითა: შემასმენდა: ჯავრიანად: გული: ედვა: ცეცხლებრ: სწვითა: მეფე: მწყრალი: აოჴრებდა: სახლსა: ჩემსა: გარდაგვითა: შვილთა: ღ~თო: დამაჭმევდა: დამქოლვიდა: მერმე: ქვითა:

1234. მუქაფა: ღ~თნ: შემოგზღოს: მადლსა: გკადრებდე: მე: რასა: რომელმან: დამხსენ: მშვიდობით: იმა: გველისა: მზერასა: აწ: ამას: იქით: ვნატრიდე: ჩემსა: ეტლსა: და: წერასა: აღარ: ვიშიშვი: სიკვდილისა: ჰაი: ქვე: ჩავიჭერ: რასა:

1235. ავთანდილ: უთხრა: მართლ: ხარ: წიგნსაცა: აგრე: სწერია: მოყვარე: მტერი: ყოვლისა: მტრისაგანც: უფრო: მტერია: არ: მიენდობის: გულითა: თუ: კაცი: მეცნიერია: ნუღარ: იშიშვი: იმისგან: აწ: იგი: მკვდართა: ფერია:

1236. იგივე: მითხარ: მას: აქათ: ქალი: გაგზავნე: შენ: ოდეს: რაცაღა: გეცნას: ამბავი: ანუ: რა: მისი: გსმენოდეს: კვლა: იტყვის: ფატმან: ტირილით: კვლა: თვალთა: ცრემლი: სდენოდეს: აწ: წაჴდეს: შუქნი: რომელნი: მზისაებრ: ველთა: ჰფენოდეს: