... (W-17), XVII ს.

1180. ვთქუი თუ არცა რა მე ვიცი ამისი ჴორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი მაქუს არა მეცნიერობა მე და შენ ვკითხოთ ვინ არის ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ ქნას დიდი ლმობიერობა

1181. მივედით გუქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი გვედების შენგან ალისა გუითხარ რა არის წამალი მთვარისა შუქ ნამკრთალისა რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ ფერად მსგავსი ლალისა

1182. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცი ესმა ანუ არ ისმენდა ვარდნი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა გველნი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რადმცა გაგვითენდა

1183. ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხი ავაზა პირქუშად ზის წყრომა ვერ უგრძენითა კულავცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშუი ეს ოდენ გვითხრა ენითა

1184. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქვა შევინანეთ მეტი რამცა შევიწამეთ ძლივ ვიაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

1185. უსენ იტყვის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიჴოცნეს ესე ღაწვნი მზისად კმანან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერ მჭურეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან ღმერთმან იგი დამიხოცნეს

1186. მას უჭურიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდის სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით გული ჩუენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახი

1187. რა გამოხდა ხანი რამე გამოვიდა ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდიდგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ უდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღ~ო ბრძანებაა ეგე თქუენი

1188. უსენ დააწყო ტაბაკსა მარგალიტი და თვალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთვრალები ამა ქალისა ამბავსა მამკალ თუ არ ეკრძალები კულავ შემომფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ჴმალები

1189. იგი მოვიდა ჴელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა მეფეა მისი მდომელი წინა მიისუა შეიძღვნა ძღვენი მიართვა[ ...............] აწ ნახეთ მთვრალი ვაჭარი სიტყუა[......................]

1190. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი კულავ შესუეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდა იგი ფიცი რა მუსაფნი რა მაქანი მართლა თქმულა არა მართებს ყუავსა ვარდი ვირსა რქანი

1191. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან უჭკვოსა უსენ მთურალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა უმსგავსოსა ჰპოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან ძღვენთა შენთა ნაათალსა

უსენისაგან ნესტან დარეჯანის გამჟღავნება მეფის წინაშე

1192. თაყუანი სცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ჴელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქუს ვისი არის ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამამყვა მბოძებია თქუენგან მეო

1193. ამას გკადრებ თავმან თქუენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა [....]მითქს სასძლო თქუენი შესართავი თქუენის ძისა [......... ]დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მგზავსი მზისა [..........] გაამრავლოთ თქუენ ბრძანება ნეტარძისა

1194. [...............]დე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა [...........] ქალისა მჭურეტთაგან მზედ სახულისა [................................................]მიეცა ძალი გულისა [..........]ზს მოყვანა სრულქმნა უსენის თქმულისა

1195. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე მუნამდის არ მიკუნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ჰყუა მონა სამოცი ვით ჴელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავჰკვირდი ვთქუი რამე საქმე ზესია

1196. მისალამეს მითხრეს ფატმან ბრძანებაა მზისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგუართვი წავიყვანოთ ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი რისხვით ეცა გორთა

1197. მე გაკვირვებით კვლა ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1198. შეველ ვჰკადრე ვნახე ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულად ავსტირდი თუ ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ იავარმყო ამფხურა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულმოკლულად