... (H-599), 1646 წ.

1171. ჟამი: ვერ: ვპოვე: კითხვისა: ნიადაგ: ცრემლთა: ღვრისაგან: თუმცა: მეკითხა: ვინა: ხარ: და: ეგრე: გასრული: რისაგან: მჩქეფრად: სისხლისა: ნაკადი: მოსდის: ალვისა: ხისაგან: მას: ხორციელი: ვინ: გასძლებს: სხვა: კიდეგანი: ქვისაგან:

1172. არად: უნდის: საბურავი: არცა: წოლა: საგებლითა: მიწყივ: იყვის: რიდითა: და: მით: ერთითა: ყაბაჩითა: მკლავი: მისი: სასთაულად: მიიდვის: და: მიწვის: მითა: ძლივ: ვაჭამი: ცოტა: რამე: ათასითა: შეხვეწითა:

1173. სხვა: გიამბო: საკვირველი: რიდისა: და: ყაბაჩისა: ვარ: მნახავი: ყოვლისავე: უცხოსა: და: ძვირფასისა: მაგრა: მისი: არა: ვიცი: ქნილი: იყო: რაგვარ: რისა: სილბო: ჰქონდა: ნაქსოვისა: და: სიმტკიცე: ნაჭედისა:

1174. მან: ტურფამან: სახლსა: ჩემსა: ეგრე: დაყო: ხანი: დიდი: ვერ: გავანდევ: ქმარსა: ჩემსა: შესმენისა: მქონდა: რიდი: ვთქვი: თუ: უთხრობ: ვიცი: დარბაზს: გამამჟღავნებს: ისი: ფლიდი: ესე: მეყო: საგონებლად: კვლა: შევიდი: კვლა: გავიდი:

1175. ვთქვი: თუ: არ: ვუთხრა: რა: უყო: ჩემგან: რა: მოეგვარების: არცა: რა: ვიცი: რა: უნდა: რა: ვისგან: მოეხმარების: ქმარი: რა: მიგრძნობს: მოცამკლავს: ვეღარა: მომეფარების: ვითა: დავმალო: ნათელი: ვინ: მზესა: დაედარების:

1176. მე: გლახ: მარტომან: რა: ვუყო: მიმატებს: ცეცხლთა: დებასა: მო: და: გავანდო: ნუ: შევალ: უსენის: შეცოდებასა: არ: გამამჟღავნოს: ვაფიცო: თუ: მომცემს: იმედებასა: სულსა: ვერ: წასწყმედს: ვერა: იქს: ფიცისა: გაცუდებასა:

1177. მივე: მარტო: ქმარსა: ჩემსა: ველაღობე: ველაციცე: მერმე: უთხარ: გითხრობ: რასმე: მაგრა: პირველ: შემომფიცე: არვის: უთხრა: სულიერსა: საფიცარი: მომეც: მტკიცე: ფიცი: ფიცა: საშინელი: თავიცაო: კლდეთა: ვიცე:

1178. რაცა: მითხრა: სიკვდილამდის: არვის: უთხრა: სულიერსა: არა: ბერსა: არა: ყმასა: მოყვარესა: არცა: მტერსა: მერე: უთხარ: ყველაკაი: უსენს: კაცსა: მლმობიერსა: მოდი: მომყევ: აქა: სამე: მე: გიჩვენებ: მზისა: ფერსა:

1179. ადგა: ამყვა: და: წავედით: შევლენით: კარნი: სრისანი: უსენ: გაჰკვირდა: გაცაკრთა: რა: შუქნი: ნახნა: მზისანი: თქვა: რა: მიჩვენე: რა: ვნახე: რანია: ნეტარ: რისანი: თქვა: თუ: ეს: ხორციელია: თვალნიმცა: მრისხვენ: ღმრთისანი:

1180. ვთქვი: თუ: არცა: რა: მე: ვიცი: ამისი: ხორციელობა: რაცა: არ: გითხარ: მის: მეტი: არა: მაქვს: მეცნიერობა: მე: და: შენ: ვჰკითხოთ: გვიამბიბს: ვისგან: სჭირს: ისი: ხელობა: ეგების: გვითხრას: მართალი: ქნას: დიდი: მეცნიერობა:

1181. მივედით: გვქონდა: ორთავე: კრძალვა: მისისა: კრძალისა: ვჰკადრეთ: თუ: მზეო: სახმილი: შენგან: გვედების: ალისა: გვითხარ: რა: არის: წამალი: მთვარისა: შუქნამკრთალისა: რას: შეუქნიხარ: ზაფრანად: შენ: მგზავსი: ფერად: ლალისა:

1182. რაცა: ვჰკითხეთ: არა: ვიცი: ესმა: ანუ: არ: ისმენდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აჩენდა: გველნი: მოშლით: მოეკეცნეს: ბაღი: შეღმა: შერაშენდა: მზე: ვეშაპსა: დაებნელა: ზედა: რადმცა: გაგვითენდა:

1183. ვერა: დავჰყარეთ: პასუხი: ჩვენ: საუბრითა: ჩვენითა: ვეფხიავაზა: პირქუშად: ზის: წყრომა: ვერ: უგრძენითა: კვლაცა: ვაწყინეთ: ატირდა: მჩქეფრად: ცრემლისა: დენითა: არა: ვიციო: მიმიშვი: ეს: ოდენ: გვითხრა: ენითა:

1184. დავსხედით: და: მის: თანავე: ვიტირეთ: და: ცრემლი: ვლამეთ: რაცა: გვეთქვა: შევინანეთ: სხვამცა: რაღა: შევიწამეთ: ძლივ: ვიაჯეთ: დადუმება: დავადუმეთ: დავაამეთ: ჩვენ: მივართვით: ხილი: რამე: მაგრა: ვერა: ვერ: ვაჭამეთ:

1185. უსენ: იტყვის: ბევრ: ათასნი: ჭირნი: ამან: ამიხოცნეს: ესე: ღაწვნი: მზისად: კმანან: კაცთაგანმცა: ვით: იკოცნეს: უმართლეა: ვერმჭვრეტელმან: თუ: პატიჟნი: იასოცნეს: მე: თუ: შვილნი: მირჩევნიან: ღმერთმან: იგი: დამიხოცნეს:

1186. მას: უჭვრიტეთ: დიდი: ხანი: წამოვედით: სულთქმით: ახით: შეყრა: გვიჩნდის: სიხარულად: გაყრა: დიდად: ვივაგლახით: ვაჭრობისა: საქმისაგან: მოვიცალით: იგი: ვნახით: გული: ჩვენი: გაუშვებლად: დაეტყვევნეს: მისით: მახით:

უსენისაგან მეფის ძღვნის მიღება და ნესტან დარეჯნის პოვნის გამჟღავნება და წაყვანა:

1187. რა: გამოხდა: ხანი: რამე: გამოვიდა: ღამე: დღენი: უსენ: მითხრა: არ: მინახავს: ძოღანდიდგან: მეფე: ჩვენი: მივაზირებ: წავალ: ვნახავ: უდარბაზო: უძღვნა: ძღვენი: მოვახსენე: დია: ღმერთო: ბრძანებაა: ეგე: თქვენი:

1188. უსენ: ტაბაკსა: დააწყო: მარგალიტი: და: თვალები: დავვედრე: დარბაზს: დაგხვდების: დარბაზის: ერი: მთვრალები: ამა: ქალისა: ამბავსა: მომკალ: თუ: არ: ეკრძალები კვლა: შემომფიცა: არ: ვიტყვი: თავსაცა: მეცეს: ხრმალები

1189. უსენ: მოვიდა: ხელმწიფე: დახვდა: ნადიმად: მჯდომელი: უსენ: არიფი: მეფისა: მეფეა: მისი: მდომელი: წინა: მიისვა: შეიძღვნა: ძღვენი: მიართვა: რომელი: აწ: ნახეთ: მთვრალი: ვაჭარი: ცქაფი: უწრფელი: რომელი: