... (Q-779), XVIII ს.

1158. როშაქ჻ გუიბრძანა჻ ნუ჻ ჰკითხავთ჻ აწ჻ თურე჻ არ჻ სათქმელია ამისა჻ საქმე჻ უცხოა჻ საამბობლადცა჻ ძნელია ბედი჻ მეფისა჻ ჩუენისა჻ არსთაგან჻ სანატრელია მით჻ რომე჻ ღ~თი჻ მას჻ მისცემს჻ რაც჻ უფრო჻ საკუირველია

1159. ესე჻ ღმერთსა჻ მისაგურელად჻ მისად჻ ჩუენთვის჻ მოუცდია მიუტანოთ჻ არმაღანად჻ დაგვიმადლებს჻ მეტად჻ დია თუ჻ დავმალავთ჻ გავმჟღავნდებით჻ მეფე჻ ჩუენი჻ ამაყია პირველ჻ მათი჻ შეცოდება჻ მერმე჻ დიდი჻ აუგია

1160. მივემოწმენით჻ თათბირნი჻ არ჻ კიდე჻ გავაკიდენით დავბრუნდით჻ ქაჯეთს჻ მივმართეთ჻ მას჻ წინა჻ მოვეკიდენით არცა჻ რა჻ ვჰკადრეთ჻ ჴელდაჴელ჻ არცა჻ თუ჻ წავეკიდენით იგი჻ ტირს჻ ღაწუსა჻ გულმდუღრად჻ ჩარცხის჻ ცრემლისა჻ კი჻ დენით

1161. მე჻ როშაქს჻ ვჰკადრე჻ გამიშვი჻ კულა჻ ადრე჻ თქუენი჻ მხლებელი აწ჻ გულანშაროს჻ ქალაქსა჻ ვარ჻ საქმის჻ რასმე჻ მდებელი მან჻ გამომიშვა჻ აქ჻ სადმე჻ ლარი჻ მიც჻ წასაღებელი თანა჻ წავიტან჻ წაცავალ჻ მე჻ მათი჻ ზედა მსწრებელი

1162. მათ჻ კაცთა჻ დიდად჻ იამა჻ ესე჻ ამბავი჻ მონისა მე჻ გავიგონე჻ შერემშრა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ ფონისა მენიშნა჻ ყოვლი჻ ნიშანი჻ ვიცან჻ ჩემისა჻ ღონისა ცოტაი჻ ლხინი჻ მომეცა჻ მსგავსი჻ დრამისა჻ წონისა

1163. მოვიყუანე჻ იგი჻ მონა჻ ახლოს჻ დავსუი჻ ჩემსა჻ წინა ვჰკითხე჻ მითხარ჻ რას჻ იტყოდი჻ გაგონება჻ მეცა჻ მინა მან჻ იგივე჻ კულა჻ მიანბო჻ რაცა჻ მუნით჻ მომესმინა მან჻ ამბავმან჻ გამაცოცხლა჻ სულმობრძავი჻ დამარჩინა

1164. მე჻ ორნი჻ შავნი჻ მონანი჻ მყუანან჻ სავსენი჻ გრძნებითა უჩინოდ჻ წავლენ წამოვლენ჻ მათითა჻ ჴელოვნებითა მოვასხენ჻ ქაჯეთს჻ გავგზავნენ჻ ვარქუი჻ თუ჻ ნუ჻ დასდგებითა მაცნობეთ჻ მისი჻ ამბავი჻ თქუენითა჻ მოქმედებითა

1165. სამ჻ დღე჻ მოვიდეს჻ მიამბეს჻ ფიცხლა჻ ებიჯა჻ გზისადა მიუგურიაო჻ მეფისა჻ ზღუათ იქით჻ წამავლისადა ვერვის჻ შეუდგმან჻ საჭურეტად჻ თუალნი჻ მართ჻ ვითა჻ მზისადა ქუე჻ დაუწინდავს჻ საცოლედ჻ როსან჻ ცოტასა჻ ყმისადა

1166. როსანს჻ შევრთოთო჻ დულარდუხტს჻ მეფესა჻ უბრძანებია ჯერ჻ ქორწილობად჻ არა჻ მცალს჻ აწ჻ გული჻ ცეცხლნადებია შემოვიქცევი჻ შევისძლობ჻ ვინ჻ ცისა჻ მზედ჻ ნაქებია჻ ციხეს჻ დაუსუამს჻ ხადუმი჻ ერთაი჻ უახლებია

1167. ყოვლი჻ მცოდნელი჻ გრძნებისა჻ მას჻ თანა჻ წაუტანია მით჻ რომე჻ გზაა჻ საჭირო჻ მტერნი჻ საომრად჻ მზანია ქუე჻ დაუყრია჻ მოყმები჻ ვინც჻ უფრო჻ გულოვანია დაეყოვნების჻ წასრულა჻ ჯერთო჻ ცოტაი჻ ხანია

1168. ქაჯთა჻ ქალაქი჻ აქამდის჻ მტერთაგან჻ უბრძოლველია ქალაქსა჻ შიგან჻ მაგარი჻ კლდე჻ მაღალი჻ და჻ გრძელია მას჻ კლდესა჻ შუა჻ გუირაბი჻ ასაძრომელი჻ ჴურელია მუნ჻ არის჻ მარტო჻ მნათობი჻ მისთა჻ შემყრელთა჻ მწუელია

1169. გუირაბის჻ კარსა჻ ნიადაგ჻ მოყმე჻ სცავს჻ არ჻ პირნასები ათი჻ ათასი჻ ჭაბუკი჻ დგას჻ ყუელაკაი჻ ხასები ქალაქის჻ კართა჻ სამთავე჻ სამათას სამათასები გულო჻ გაგსაჯა჻ სოფელმან჻ არ჻ ვიცი჻ და჻ გლახ჻ რას჻ ები

1170. ესე჻ ამბავი჻ ავთანდილ჻ პირმზემან჻ მაგარ ვადამან რა჻ მოისმინა჻ იამა჻ სხუად჻ არად გაუცხადა჻ მან შესწირა჻ ღ~თსა჻ მადლობა჻ ტურფამან჻ დანაბადამან ამბავი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მითხარო჻ ვისმანღა჻ დამან

1171. ფატმანს჻ უთხრა჻ საყუარელო჻ კმა჻ ხარ჻ ჩემთუის჻ სასურველად მე჻ ამბავი჻ სანატრელი჻ მომასმინე჻ არ჻ პირბნელად მაგრა჻ საქმე჻ ქაჯეთისა჻ გამაგონე჻ უფრო჻ მრთელად ქაჯნი჻ ყუელა჻ უჴორცოა჻ რამან჻ შექმნა჻ ჴორციელად

1172. მის჻ ქალისა჻ სიბრალული჻ ამანთებს჻ და჻ მიდებს჻ ალსა მაგრა჻ ქაჯნი჻ უჴორცონი჻ რას჻ აქნევენ჻ მიკუირს჻ ქალსა ფატმან჻ უთხრა჻ მომისმინე჻ მართლად჻ გხედავ჻ მანდა჻ მკრთალსა არ჻ ქაჯნია჻ კაცნიაო჻ მინდობიან჻ კლდესა჻ სალსა

1173. ქაჯნი჻ სახელად჻ მით჻ ჰქუიან჻ არიან჻ ერთად჻ კრებულნი კაცნი჻ გრძნებისა჻ მცოდნენი჻ ზედა჻ გაჴელოვნებულნი ყოველთა჻ კაცთა჻ მავნებნი჻ იგი჻ ვერვისგან჻ ვნებულნი მათნი჻ შემბმელნი჻ წამოვლენ჻ დამბრმალნი჻ დაწბილებულნი

1174. იქმენ჻ რასმე჻ საკუირველსა჻ მტერსა჻ თუალთა჻ დაუბრმობენ ქართა჻ აღსძვრენ჻ საშინელთა჻ ნავსა჻ ზღუა ზღუა჻ დაამხობენ ვითა჻ ჴმელსა჻ გაირბენენ჻ წყალსა჻ წმიდად჻ დააშრობენ სწადდეს჻ დღესა჻ ბნელად჻ იქმენ჻ სწადდეს჻ ბნელსა჻ ანათობენ

1175. ამისთუის჻ ქაჯად჻ უხმობენ჻ გარეშემონი჻ ყველანი თუარა჻ იგიცა჻ კაცნია჻ ჩვენებრვე჻ ჴორციელანი ავთანდილ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ცეცხლნი჻ დამივსენ჻ ცხელანი დიდად჻ მიამნეს჻ ამბავნი჻ სიტყუანი჻ აწინდელანი

1176. გულითა჻ ღ~თსა჻ ადიდებს჻ ავთანდილ჻ ცრემლთა჻ მდენელი თქუა჻ ღ~თო჻ გმადლობ჻ რომელი჻ ხარ჻ ჭირთა჻ მომალხენელი ყოფილი჻ მყოფი჻ უთქუმელი჻ ყურთაგან჻ მოუსმენელი წყალობა჻ თქუენი჻ იჩქითად჻ არს჻ ჩუენი჻ გარ჻ მომფენელი

1177. მის჻ ამბისა჻ ცნობისათვის჻ ცრემლით჻ ღ~თსა჻ ადიდებდა ფატმან჻ ეჭუდა჻ თავისათუის჻ ამად჻ ცეცხლსა჻ კულა჻ იდებდა ყმა჻ ნამუსსა჻ ინახევდა჻ სიყუარულსა჻ იფერებდა ფატმან჻ ყელსა჻ ეხუეოდა჻ პირსა჻ მზესა჻ აკოცებდა