... (S-2829), 1688 წ.

1197. მე: გაკვირვებით: კვლა: ვკითხე: რა: ქალი: გინდა: რომელი: მათ: მითხრეს: უსენ: შემოსძღუნაო: პირი: ელვათა: მკრთომელი: არას: მარგებდა: დაესკვნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი: ავდეგ: ავთრთოლდი: ვერცაღა: ქვე: ვიყავ: ვერცა: მჯდომელი:

1198. შეველ: ვნახე: იგი: ტურფა: მტირალად: და: ცრემლ: დასხმულად: ვჰკადრე: მზეო: ბედმან: შავმან: ვით: მიმუხთლა: ხედავ: სრულად: ცა: მობრუნდა: რისხვით: ჩემკე: იავარმყო: ამფხურა: სრულად: შემასმინეს: მეფე: გითხოვს: ვარ: ამისთვის: გულ: მოკლულად:

1199. მან: მითხრა: დაო: ნუ: გიკვირს: ეგე: რაზომცა: ძნელია: ბედი: უბედო: ჩემზედა: მიწყივ: ავისა: მქნელია: კარგი: რამ: მჭირდეს: გიკვირდეს: ავი: რა: საკვირველია: სხვადასხვა: ჭირი: ჩემზედა: არ: ახალია: ძველია:

1200. თვალთათ: ვითა: მარგალიტი: გარდმოჰყარა: ცრემლი: ხშირი: ადგა: ასე: გულ: უშიშრად: ვეფხი: იყო: ანუ: გმირი: ლხინი: ლხინად: არად: უჩნდის: მართ: აგრევე: ჭირად: ჭირი: მთხოვა: გარე: აჯაღითა: მოიბურა: ტანი: პირი:

1201. შეველ: საჭურჭლეს: რომელსა: ფასი: არ: დაედებოდა: თვალ: მარგალიტი: ავიღე: რაც: ოდენ: ამეღებოდა: თვითო: და: თვითო: თვითოსა: ქალაქსა: ეფასებოდა: მიველ: მას: წელთა: შევარტყი: შავ: გული: ვისთვის: კვდებოდა:

1202. უთხარ: ჩემო: განღა: სადმე: გეჴმარების: ესე: გუჰარი: მათ: მონათა: ჴელთა: მივეც: იგი: ტურფა: მზისა: დარი: ცნა: მეფემან: მოეგება: ჰკრეს: ტაბლაკსა: გაჰჴდა: ზარი: იგი: მივა: თავ: მოდრეკით: წყნარი: არის: მოუბარი:

1203. ზედა: მოატყდა: მჭურეტელი: გაჰჴდა: ზათქი: და: ზარები: ვერ: იჭირვებდეს: სარანგნი: მუნ: იყო: არ: სიწყნარები: იგი: რა: ნახა: მეფემან: საროსა: მგზავსი: ნარები: გაკრთომით: უთხრა: ჰე: მზეო: აქა: ვით: მოიგვარები:

1204. ვით: მზემან: მისნი: მჭურეტელნი: შექნა: თვალისა: მფახველად: მეფემან: ბრძანა: გამჴადა: ნახული: მე: უნახველად: ღ~თისაგან: კიდე: ვინ: იყო: კაცი: ამისად: მსახველად: მართებს: ამისთა: მიჯნურსა: ხელნი: თუ: რბოდეს: ახ: ველად:

1205. გვერდსა: დაისვა: ეუბნა: ტკბილითა: საუბარითა: მითხარო: ვინ: ხარ: ვისი: ხარ: მოსრული: ვისთა: გვარითა: მან: არა: გასცა: პასუხი: პირითა: მზისა: დარითა: თავ: მოდრეკილი: დაღრეჯით: ქვე: ზის: ცნობითა: წყნარითა:

1206. არ: ისმენდა: მეფისასა: რასა: გინდა: უბრძანებდა: სხვაგან: იყო: გული: მისი: სხვასა: რასმე: იგონებდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აჩენდა: მჭურეტნი: მისნი: გააკვირვნა: რასამცა: ვინ: იაზრებდა:

1207. მეფე: ბრძანებს: რა: შევიგნათ: გული: ჩვენი: რათ: იხსნების: ამ: ორთა: კიდეგანთა: აზრი: არა: არ: იქნების: ან: ვისიმე: მიჯნურია: სიყვარული: ეგონების: მისგან: კიდე: არვისად: სცალს: არცაღა: ვის: ეუბნების:

1208. ანუ: არის: ბრძენი: ვინმე: მაღალი: და: მაღლად: მხედი: არცა: ლხინი: ლხინად: უჩანს: არცა: ჭირი: ზედა: ზედი: ვით: ზღაპარი: ასრე: ესმის: უბედობა: თუნდა: ბედი: სხვაგან: არის: სხვაგან: ფრინავს: გონება: უც: ვითა: ტრედი:

1209. ღ~თნ: ქნას: შინა: მოვიდეს: ძე: ჩემი: გამარჯვებული: მე: დავახვედრო: ისი: მზე: და: მისთვის: დამზადებული: მან: ათქმევინოს: ნუთუ: რა: ჩვენცა: ვცნათ: გაცხადებული: მუნამდის: მთვარე: შუქ: კრთომით: ჯდეს: მზისა: მოშორვებული:

1210. ჴელმწიფისა: შვილსა: გითხრობ: კარგსა: ყმასა: გულოვანსა: უებროსა: ზნე: და: თვალად: შვენიერსა: პირსა: ტანსა: მაშინ: ლაშქარს: წასრულ: იყო: მუნ: დაჰყოფდა: დიდსა: ხანსა: მამა: მისთვის: ამზადებდა: მას: მნათობთა: მზისა: გვანსა:

1211. მოიღეს: ტანსა: ჩააცვეს: შესამოსელი: ქალისა: მას: ზედა: შუქი: მრავალი: ჩნდა: მნათობისა: თვალისა: დაადგეს: თავსა: გვირგვინი: ერთობილისა: ლალისა: მუნ: ვარდსა: ფერი: აშვენებს: ბროლისა: გამჭვირვალისა:

1212. მეფემან: ბრძანა: მოჰკაზმეთ: საწოლი: უფლის: წულისა: დაუდგეს: ტახტი: ოქროსა: წითლისა: მაღრიბულისა: ადგა: თვით: დიდი: ჴელმწიფე: პატრონი: სრისა: სრულისა: მას: ზედა: დასვა: იგი: მზე: ლხინი: მჭურეტელთა: გულისა:

1213. უბრძანა: ცხრათა: ხადუმთა: დადგომლად: მცველად: კარისად: ჴელმწიფე: დაჯდა: ნადიმად: მგზავსად: მათისა: გვარისად: უბოძა: უსენს: უზომო: მუქფად: მის: მზის: დარისად: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: მოსამატებლად: ზარისად:

1214. გააგრძელეს: ნადიმობა: სმა: შეიქნა: მეტად: გრძელი: ქალი: პირ: მზე: ბედსა: ეტყვის: რა: ბედი: მიც: ჩემი: მრჯელი: სადაური: სად: მოსრულ: ვარ: ვის: მივხუდები: ვისთვის: ჴელი: რა: ვქნა: რა: ვყო: რა: მერგების: სიცოცხლე: მჭირს: მეტად: ძნელი:

1215. კვლაცა: იტყვის: ნუ: დავაჭკნობ: შვენებასა: ვარდთა: ფერსა: ვეცადო: რას: ნუთუ: ღ~თნ: მე: მამრიოს: ჩემსა: მტერსა: სიკვდილამდის: ვის: მოუკლავს: თავი: კაცსა: მეცნიერსა: რა: მისჭირდეს: მაშინ: უნდან: გონებანი: გონიერსა:

1216. ჴადუმნი: იჴმნა: უბრძანა: ისმინეთ: მოდით: ცნობასა: მოღორებულხართ: დამცდარხართ: თქვენ: ჩემსა: პატრონობასა: დამცდარა: თქვენი: ჴელმწიფე: ჩემსა: თუ: ლამის: რძლობასა: ჩემთვის: ბუკსა: და: ტაბლაკსა: ცუდად: გლახ: იცემს: ნობასა: