... (H-599), 1646 წ.

1151. ვაჭრის: ცოლთა: მხიარულმან: უმასპინძლე: ამოდ: დურად: სმასა: ზედან: უმიზეზო: გავხე: რამე: უგემურად: რა: შემატყვეს: გაიყარა: სხდომილ: იყო: რაცა: პურად: მარტო: დავრჩი: სევდა: რამე: შემომექცა: გულსა: მურად:

1152. უკუმოვახუენ: სარკმელნი: და: შევაქცივე: პირი: გზასა: ვიხედვიდი: ვიქარვებდი: კაეშნისა: ჩემგან: ზრდასა: შორს: ამიჩნდა: ცოტა: რამე: მოცურვიდა: შიგან: ზღვასა: მფრინველად: ვთქვი: ანუ: მხეცად: სხვას: ვამგზავსე: მემცა: რასა:

1153. მაშორვიდა: ვერად: ვიცან: მომეახლა: იყო: ნავი: ორთა: კაცთა: ტანად: შავთა: თვით: პირიცა: ედგა: შავი: იქით: აქათ: მოსდგომოდეს: ახლოს: უჩნდა: ოდენ: თავი: გამოიღეს: გამიკვირდა: იგი: უცხო: სანახავი:

1154. გამოზიდნეს: იგი: ნავი: გამოიღეს: ბაღსა: წინა: მიიხედნეს: მოიხედნეს: ვინ: გვიჭვრეტსო: სადა: ვინა: ვერა: ნახეს: სულიერი: ვერცა: რამან: შეაშინა: მე: იდუმალ: ვიხედვიდი: და: სულღებული: ვიყავ: შინა:

1155. მით: ნავიდაღმან: მათ: რომე: გარდმოსვეს: კიდობანითა: ახადეს: ქალი: გარდმოხდა: უცხოთა: რამე: ტანითა: თავსა: რიდითა: შავითა: ქვეშეთ: მოსილი: მწვანითა: მზესა: სიტურფით: ეყოფის: იყოს: მისითა: გვანითა:

1156. რა: მობრუნდა: ქალი: ჩემკე: შემოადგეს: სხივნი: კლდესა: ღაწვთა: მისთა: ელვარება: უფრო: ელვარებდა: მისა: დავიხუჭენ: თვალნი: ყოლა: ვერ: შევადგენ: ვითა: მზესა: უკმოვიხარჩ: კარი: ჩემგკე: ჩემი: ჭვრეტა: ვერა: ცნესა:

1157. მოვიხმენ: ოთხნი: მონანი: ჩემსა: წინაშე: მდგომელნი: უჩვენე: ხედავთ: ინდოთა: ტყვედ: ჰყვანან: შუქნი: რომელნი: ჩაეპარენით: ჩაედით: წყნარად: ნუ: ჩქარად: მხლტომელნი: მოგყიდონ: ფასი: მიეცით: რისაცა: იყვნენ: მდომელნი:

1158. თუ: არ: მოგცენ: ნუღა: მისცემთ: წაგვარეთ: და: დახოცენით: მოიყვანეთ: ისი: მთვარე: ქენით: კარგად: ეცადენით: ჩემნი: ყმანი: ზედადაღმან: ჩაეპარნეს: ვითა: ფრენით: დაევაჭრნეს: არ: მოჰყიდეს: შავნი: ვნახენ: მეტად: წყენით:

1159. მე: სარკმელთა: გარდავადეგ: რა: შევიგენ: არ: მოჰყიდეს: შევუზახენ: დახოცენით: დაიპყრნეს: და: თავსა: სჭრიდეს: იგი: ზღვასა: შეასრივნეს: შემოადგეს: ქალსა: სცვიდეს: ჩავეგებე: გამოვგვარე: ზღვის: პირს: ხანსა: არ: დაზმიდეს:

1160. რა: გიამბო: ქება: მისი: რა: სიტურფე: რა: ნაზობა: ვფიცავ: რომე: იგი: მზეა: არა: მართებს: მზესა: მზობა: ვინ: გაიცდის: შუქთა: მისთა: ვინმცა: ვით: ქნა: ნახაზობა: მე: თუ: დამწვავს: აჰა: მზა: ვარ: არღა: უნდა: ამას: მზობა:

1161. ესე: სიტყვა: დაასრულა: ფატმან: იკრნა: პირსა: ხელი: ავთანდილსცა: აეტირნეს: გარდმოყარნა: ცრემლნი: ცხელი: ერთმანერთი: დაავიწყდა: მისთვის: გახდეს: ვითა: ხელი: ღვარმან: ზედათ: მონადენმან: გააწყალნა: ფიფქნი: თხელი:

1162. მოიტირეს: ყმამან: უთხრა: ნუღარ: გასწყვედ: გაასრულე: ფატმან: იტყვის: მივეგებე: გული: მისთვის: ვაერთგულე: გარდუკოცნე: ყოვლი: ასო: თავი: ამად: მოვაძულე: ზედა: დავსვი: ტახტსა: ჩემსა: შევეკვეთე: გავესულე:

1163. ვჰკადრე: მითხარ: ვინ: ხარ: მზეო: ანუ: შვილი: ვისთა: ტომთა: იმა: ზანგთა: სით: მოჰყვანდი: შენ: პატრონი: ცისა: ხომთა: მან: პასუხი: არა: მითხრა: მე: სიტყვათა: ესე: ზომთა: ასნაკეცი: წყარო: ვნახე: ცრემლთა: მისთა: მონაწთომთა:

1164. რა: მივაჭირვე: კითხვითა: მეტითა: საუბარითა: გულამოხრჩვინით: ატირდა: მით: რამე: ხმითა: წყნარითა: ბროლ: ლალსა: ღვარი: ნარგისთა: მოსდის: გიშრისა: ღარითა: მისი: მჭვრეტელი: დავიწვი: გავხე: გულითა: მკვდარითა:

1165. მითხრა: შენ: ჩემთვის: დედაო: ხარ: უმჯობესი: დედისა: რას: აქნევ: ჩემსა: ამბავსა: ზღაპარი: არის: ყბედისა: ღარიბი: ვინმე: შემსწრობი: ვარ: უბედოსა: ბედისა: თუ: რაცა: მკითხო: ძალიმცა: გიგმია: არსთა: მხედისა:

1166. ვთქვი: უჟამოდ: არ: წესია: მოყვანა: და: მზისა: ხმობა: მომყვანელი: გაშმაგდების: და: წაუვა: ერთობ: ცნობა: ხმობა: უნდა: ჟამიერად: სააჯოსა: ყოვლსა: თხრობა: რად: არ: ვიცი: ამა: მზისა: საუბრისა: უჟამობა:

1167. ავიყვანე: იგი: პირმზე: ნაქები: და: ვერ: ვთქვი: უქი: სურვილმან: და: მზემან: მისმან: ძლივ: დავმალე: მისი: შუქი: ჩამოვბურე: მრავალკეცი: სტავრა: მძიმე: არ: სუბუქი: ცრემლსა: სეტყვს: და: ვარდსა: აზრობს: წამწამთაგან: მოქრის: ბუქი:

1168. მოვიყვანე: შინა: ჩემსა: იგი: პირმზე: ტანით: ალვით: მოუკაზმე: სახლი: ერთი: შიგან: დავსვი: მეტად: მალვით: არვის: უთხარ: სულიერსა: შევინახე: ფარვით: კრძალვით: ერთი: ზანგი: ვამსახურე: მე: შევიდი: ვნახი: ხალვით:

1169. ვით: გიამბო: საკვირველი: მე: გლახ: მისი: ყოფაქცევა: დღე: და: ღამე: გაუწყვედლად: ტირილი: და: ცრემლთა: ფრქვევა: შევეხვეწი: დადუმდიო: წამერთ: ჰქონდა: ჩემი: თნევა: აწ: უმისოდ: ვით: ცოცხალ: ვარ: აჰი: ჩემთვის: ვაგლახ: მე: ვა:

1170. შინა: შევიდი: მას: წინა: ედგის: ცრემლისა: გუბები: შიგან: მელნისა: მორევსა: ეყრდნის: გიშრის: შუბები: მელნისა: ტბათათ: იღვრების: სავსე: სათისა: რუბები: შუა: ძოწსა: და: აკიკსა: სჭვირს: მარგალიტი: ტყუბები: