... (S-4997), XIX ს.

1257. მუნ ატირდეს ყუელაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისრა დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს რასათვისმცა ივაგლახეს

1258. ვინ ღირსა თქუენგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკუდილი დია სჯობს მიწათა ზედან რებასა კულავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა ნურათ იქთ გამწარებასა ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1259. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1260. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გაჰხდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1261. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ჴელთა აქვთ მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯანია მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან სააჯარია

1262. გადახდეს ფრიდონისასა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფეხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

1263. საქორწილოდ ამზადებდნენ მათ ქალ ყმათა მზისა დარსა უცხო რიგათ იქცეოდნენ რაგვარ უნდა მათთა გვართა ქვეყანასა აშვენებდნენ ვითა ჰფერობს მზისა დართა იგი არე ააყვავნეს ვისა სცალდა კრეფად ვარდთა

1264. მუნ მრავალნი სათამაში სანახავი ცეცხლისანი სად წა უნდა წარავლინეს ყველგან კარგნი ცხენოსანი რა გაისმა ქორწილლბა მოდიოდნენ სხვაგნით სხვანი მაშინდელი ქება მათი მთქმელი უნდა რა მისანი

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1265. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ ძოწეული წითელ ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყჳთელი და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი ვსცან მათი სული ლეული

1266. მგოსანნი მოდგეს ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტან დარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა

1267. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა კვლავ ერთი თვალი სამგზავსო მზისა შუქ მონამატისა მას წინა ღამით ძალ ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა

1268. კულავ უძღუნა თვითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა მრგულად გათლილისა თვალისა იაგუნდისა მრთელისა კულავ მოაქუს ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ჴელისა ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქუელისა

1269. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა ავთანდილს უძღუნა ყუელაი არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1270. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვეტდის ჩაღანა და ჩანგი ჴმასა აჰა მიხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1271. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთისა სიტყვებისა არს გული თქუენი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1272. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა მან ქნას ამისი ცხადება ვითა დამივსო სახმილი ეგრე მისიცა კმა დება

1273. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა ღ~თი მოგცემს წყალობასა მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა

1274. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები

1275. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა მას გაეცინნეს გაღიმდა შვენოდა მხიარულობა თქვა თუ მეშველი რად მინდა მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა