... (S-4997), XIX ს.

1276. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღ~თისა ნებითა საკრძალავი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა მას ზედა შველა რად მინდარად მეჭვ რასაცა თნებითა

1277. რა მოვა ჩემთვის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი ღ~თი იწადებს მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი მაშინღა დამხვდნენ მოკუდავსა მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი

1278. მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა თქუენად სამონოდ შობილი ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს ვირ მეფე იყო ცნობილი

1279. გებრძანა შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა ეგე არს მზგავსი გულისა ლმობიერისა თქუენისა მუნა მე ხმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა

1280. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე ჰინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერცავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1281. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს მამხვდეს მის მზისა ხლებანი ოდისცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხვა თქვენგან არა არ მინდა მძულან რასაცა თნებანი

1282. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ ამას არ უნდა მისანი ვითა მან პოვა მიზეზი ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ გულნი ძმისანი

1283. მიდი უთხარ ჩემაგიერ სიტყვა ჩემგან არ სათნები მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები ვეჭვ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები ვითხოვ ხოლო შენდობასა ეგეთიღა მოვბრუნდები

1284. ესე უთხარ ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასლვა არ დავშალო არცა სიტყვა გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყვა გავიცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო

1285. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია თქვენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა კუამლ გულსა ალმულობა ასრე ხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა

1286. ავთანდილ მივა მუჴლ მოყრით ტარიას შესახვეწელად ფეხთა ეხვევის აკოცებს აღარ შეხედავს ზე წელად ეტყვის კმა რაცა შევცოდე როსტანს წლეულად მე წელად კულავ ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად

1287. რასაცა ლამი არ მოგცემს მას ღ~თისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ჴელი ვით გავძრა ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴრმალია

1288. ეგე საქმე მე და ჩემსა საყუარელსა შეგვამდურვებს ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შიაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს ჭვრეტისათვის მამასურვებს შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს

1289. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქ ნაფენამან ჴელი მოჰკიდა ავთანდილს ამართა ააყენა მან მიყოო კარგი ყუელაი მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს ჩემან შენითა ლხენამან

1290. დია მძულს მეტი მოყვრისა შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ მძიმობა დიდობა თუ მოყვარეა გულისა ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარე მე ჩემად იგ მისად დია სჯობს კიდის კიდობა

1291. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყუარელისა არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა რადამც რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა

1292. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი თავის თავის ნუ დასჭკნებით

1293. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა წასვლასა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება საუბარსა ზედან რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაჰყვა განაღამცა მას თანავე გზასა ვლიდა

1294. მივლენ უცხოს შექცევითა რაცა უნდა უხაროდათ ერთმანერთსა ულოცვიდენ ვითა რიგათ წესი ჰქონდათ გზასა კეთილს მიდიოდნენ შველა ღ~თსა სხვა რა უნდა იგონებდნენ ჭირნახულსა ახლა ლხინი კარგი უნდა

1295. მოვიდოდნენ სიხარულით გზასა შინა რაცა უნდათ ნადირობდნენ მხეცთა სვრიდენ ანგარიში არა უნდათ კაცნი რასაც ღ~თსა სთხოვენ წყალობანი მისგან უნდათ რადგან ბოლო კარგა მივა უკეთესი სხვა რა უნდა