... (S-4997), XIX ს.

1199. სჯობს დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა შევეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა

1200. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1201. შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისა თქუენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მზგავსად გმირისა კლიტეთა დავლეწ გავახვამ ნახოთ გაება კარისა თუ რა სხვა გვიჯბს თქუენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისა აქა თათბირი ტარიელისა მათგანც ნებისა დართვა და სამთაგანვე ციხის შეხდომა და აღება

1202. ტარიელ უთხრა მე თქუენი ვსცან გმირთა მეტი გმირობა თქუენსა ძალგულსა თქუენივე ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ხმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა

1203. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა ხმა ესმას ჩემსა ჴელ მქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა

1204. მაგა თათბირსა ესე სჯობს ვჰქნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ას ასი რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსწვიპოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები

1205. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შეუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ჴელი კვლა ვხადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა

1206. ფრიდონ უთხრა შემიგია გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კართა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლა არ გიძღვნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1207. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინეს მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა ერთმანეთსა ალაღობნეს ლაღობათა მათთა ფერთა გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1208. კულავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ მკვახები დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყვეს კაცი ას ასი ყველაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები

1209. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა

1210. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია რა ზედა სწვიმდეს ღრუბელი და მთათა აღტყდეს ღვარია მოვა და ხეთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღვათა შეერთვის მაშინ ეგრეცა წყნარია

1211. თუმცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია მაგრა ტარიას შემბმელნი არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაჰფარავს არცაღა ნათლად ხომნია აწ იყურებდით მსმენელნო გესმნენ ფიცხელი ომნია

1212. სამთავე სამად გაიყვეს თვითომან თვითო კარები თანა ჰყავთ კაცი სამასი ყველაი გმირთა დარები მას ღამით უქნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავის თავ ჰქონდა ფარები

1213. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახვდეს გულ ხმიერად გულსა შიში არა ჰქონდა ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარე მუზარადი დაიხურნეს ჟამიერად

1214. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექნა წრიალი რა ნახეს კარნი გაახვნეს ქალაქით გახდა ზრიალი სამთავე სამგნით მიჰმართეს თავსა მით უყუეს რიალი ჰკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქნა ბუკთა ტკრციალი

1215. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღ~თისა კრონოზ წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველნი მკვდართა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა

1216. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეხდეს შეიქნა სიხარკე ციხეს სწრაფისა

1217. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყვიტნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს თქვეს ტარიელ რა იქნაო მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს

1218. ერთმანცა არა იცოდა ვერა ცნეს ტარიერისა ციხესა კარსა მიჰმართეს რიდი არ ჰქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ხმალთა წვერისა ათი ათასი ნობათი უსულო მსგავსი მტვერისა