... (S-4997), XIX ს.

აქა ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა

1296. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს ღ~თი კეთილს მოავლინებს არ ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამ ერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს არ აზადებს

1297. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო ჩაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი

1298. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახვდის ქვეყანა მჭვრეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1299. მას ჰგვანდეს თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაც მიუმხუდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ მიხვდა მის კლდისა არეთა

1300. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ჴელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ხორცისა ხმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა

1301. მივიდეს შიგან გარდაჴდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უცს ხორცი ირმისა იქს მასპინძლობა კვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასვლასა მათ საქმეთასა ღ~თსა მადლობდეს შეცულასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1302. მოიარეს ქვაბოვანნი თამაშობდეს მხიარულნი პოვნეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყვიან არა გვაქვსოიგ ამისთვის გულ ნაკლული

1303. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები კვლავ ფრიდონისნი აავსნა სპა ჰყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყუელაი მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე გვანდა კაც დაუკარები

1304. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრა თქმულა კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1305. ფრიდონ მდაბლად თაყუანისცა ჰკადრა მადლი მეტის მეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდისა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1306. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად ავთანდილა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად

1307. მუნითგან ვლეს შექცევითა რომე მეტი არ იქნების ასრე რომე ყოველ დღივა ნადირობა რა აკლდების გაცემა და წყალობანი დიდსა მცირეს რაც შეხვდების ერთმანერთის ახლო ყოფით ვითა ვარდნი აყვავდების

1308. მიხვდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახვდათ სოფლები ციხები ხშირ ხშირად თანის თანები მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები

1309. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთვალა გკადრებ მეფეო სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭკუელ მოუკრეფელსა

1310. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ შემოტევება ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავხოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქვენისა

1311. აწ ამად მოვალ წინაშე დავჰყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდეთ ჰქნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღვნად თქუენი ავთანდილ მე თქვენთვის მამიტანია

1312. რა მეფესა მიუვიდა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა

1313. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქნა სწადდა მათკენ რბენისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდეს სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა

1314. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღ~თსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ხმანი თქვეს ბოროტსა უმყოფოა კეთილნია შენთვის მზანი