... (S-4997), XIX ს.

1374. მათდავე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან ვარდსა სწებვენ და აპობენ ტირან და ცრემლნი ჩადიან მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან

1375. ნესტან დარეჯან თქვა ნეტამც ყოლე არ შემოგცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ აგრე შენ ჩემთჳს დნებოდი

1376. თინათინ უთხრა ჱე მზეო შენთა მჭვრეტელთა ლხინებო რამცა გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო ღ~თისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკუდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა ცრემლსა მე დავიდინებო

1377. კულავ აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი იგი იჭურეტს უკუღმავე ედებოდა ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი

1378. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნასდების თხელდების

1379. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე მიჩანს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით

1380. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა ყოლა არ მიჩნდეს სალა მე

1381. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა

1382. სამთავე ვლეს ღ~თო მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა ვითა მართებდათ პურობდეს ღვინოსა სვემდეს არ დოსა

1383. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი საჴელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

1384. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმასა დაატკბობდეს მისცე კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი იზახდეს და ამას ხმობდეს

1385. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ჴელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღ~თნ სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყველაკასა გაუცხადნეს

1386. მას პურობა გახარება ქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ხამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ორთავე თავის თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს

1387. სრულნი ჰინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადიან თქვენგან გვჭირს კარგი ყუელაი მართ იმას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან რაც სწადდის მას იქმოდიან სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

1388. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქმნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსვამ შენი იყოს გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1389. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმე გვმსახურებდი თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა შენგან არის ჩემი ღონე მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე რამც ვიქონე

1390. ერდგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტაი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია

1391. ტარიელ ცნა ამა ყმისა ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი გაღანამცა მამემდურვა აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი გონებამან შვიდი თუ რვა მოგშორდები ლხინი ჩემი საწუთრომან დამიშურვა

1392. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა ზედა ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა თქვენისათვის ასრე მამსურდების წყაროსათვის ვით ირემსა

1393. როსტანისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფები ჯუბაჩები ჩემაგიერ მიუტანე წაო ნურას მეუბნები კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა არ კოვზები არ ჯამები ავთანდილ თქვა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები