... (S-4997), XIX ს.

1181. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს მისსა ძმად შეფიცებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა მათ უძღუნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1182. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქუს სხვა შენთვის არმაღანია მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდვა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია

1183. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა შესამოსლისა ძღნობითა დამოსნა ტურფა ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა თვალ მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა

1184. უთხრა თუ ესე სიტყვააავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრა აწ ყოვნა არა ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა

1185. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდან და ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად დავაგნეთ ხმალსა კოტანი მას ადრე ვპოებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მოტანი

1186. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ვყოფილვარ ნახავთ თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შეუვალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგვყვების

1187. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

1188. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქათგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა

1189. ამა ფრიდონის თათბირთა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან

1190. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია თქვეს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია

1191. მათ არჩივეს ვითა უნდათ ერთმანერთსა უბნობდიან ყველამ თვითო გამორჩევით იგონებენ არჩევდია ზოგი რასა ზოგი სხვასა გამორჩევას იძახდიან ვითა მათგან იქნებოდა თვითოს მხარეს ეძებდიან

1192. მოდა თათბირესა ყველამ თავსა გამორჩევით სხვა და სხვასა არჩევნითა გზას ეძებნნენ ყოვლი ზენით თქვეს ყველა გზანი ვარჩიოთ რომელიცა რჩევით ჩვენით უკეთესი რაცა ვნახოთ ჩვენ მოდა იგივე ვქენით

აქა თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს

1193. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა ვეჭვ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს არ ჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია

1194. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათნი საქმენი მახტუნებდიან მწვრთიდიან ასრე გავიდა საბელსა რომ თვალნი ვერ მამკიდიან ვინცა მიჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან

1195. აწ ვინცა იცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მას ზედა გავლაადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1196. აბჯრითა გავლა არად მიჩანს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავსძვრები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა

აქა თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა

1197. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლო ახლო ყივიან

1198. რა გახვიოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ ამისი ხამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სხვაებრ ვქნათ თავის ტერება