... (S-4997), XIX ს.

1354. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა შეიქმნა ზღვნობა ძღვენისა მათისა შესამგზავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა

1355. იაგუნდისა ჯამები იყვის ლალისა ჭიქები კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდი ნუ აეხსნები იქ ები

1356. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროთა და ბალახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან სდის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო გარდახდა ჟამი დილისა

1357. არვინ დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1358. ხვალისა მეფე არაბთა კვლავ პურობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია ხამს ყურსა გვეგდოს საყურლად ჩვენ თქუენი ნატერფალია

1359. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქუენად სწორად საჴელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად ქვემოდ დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან იდვის გორად

1360. არაბთა მეფე მასპინძლობს იქს ოდენ მასპინძლობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იხმობს ჴელმწიფობასა გასცემს და უქებს ყველაი უხობა იეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩვეული ვით მეფობასა

1361. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა

1362. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე მზგავსი მათისა ბედისა ათასი თვალი ნაშობი რომანულისა დედისა კულავ მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ბატისა ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა

1363. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ შედგმული ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა უნაგრითა შეკაზმული ინდოთ მეფე თაყვანისცემს ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად თუმცა იყო ღვინო სმული

1364. რას ვაგრძელებდე გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი თამაშობდიან არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1365. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად შესთვალა შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად მტერთა აქვს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად

1366. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ჴელოვნებამან ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან ადრე კულავ გნახნე მორჭმულნი ინებოს ღ~თისა ნებამან

1367. როსტევან ჰკადრა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭვრეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყვეს წადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა

1368. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები მან უთხრა გაე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები ახალ შეყრილსა მთვარესა მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები

1369. არ დია გინდა დამაგდო წახვიდე ჩემად მზრახებით ცოლი უყუარსო გამწირა იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მე ვაგლახ ავად კაცსა მოყურისა გაწირვა ახ მოუხდების ახ ავად

1370. ტარიელს უგავს სიცილი ბროლსა ვარდითა ფრქუევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წვევსა

1371. შეჰყარნა სპანი არაბეთს აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი ყველაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველ ჭმულია

1372. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დად ფიცნი სიტყვისა გამონდობილი მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი

1373. მთვარე ცისკრისა ნიავსა რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ხამს თავი იქედგოროსა