... (S-4997), XIX ს.

1335. მეფე კოცნასა ლამობდა აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხვი გაე რასაღა გრცხვენიან

1336. მოეხვია გარდაკოცნა მან პირისა არე მარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემარე ხვალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკენ არე მარე

1337. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ჴელმწიფობა ასრე მიხუდა ვითა ღირსა მაშინღაა ლხინი ამო რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1338. ყმა მეფესა მოახსენებს მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული სახლსა თქუენსა მოიყუანებ შეიმოსა შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ

1339. ტარიელსცა მოახსენა შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწუნი ღებნეს მიხვდეს მათსა საწადელსა იგი ჰპოვეს რაცა ძებნეს ჴელი ჰხადეს ხმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს

1340. მეფემან ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან დაუყუნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერ მიხდომილმან

1341. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდათ არიანო მზიანო და მთვარიანო ეტლად რაო და რიანო თქუენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო

1342. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითცა გამოჩნდის იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა

1343. შინა წავიდეს ყოველნი შესხდეს თავისა დარებად ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად არ მიიხდომის სიტურფე არს მათგან მიუმხვდარებად ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად

1344. შევიდეს ნახეს თინათინ მჭვრეტთა მამცემი ჭირისა სკიპტროსან გვირგვინოსანსა შვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ინდოთა იგი მზე მსგავსი გმირისა

1345. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დააამეს იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს

1346. თინათინ ზედა აწჳვა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზეთა მზეთასა

1347. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა გვერცა დაუსვეს ავთანდილ სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა ნუმცა თუ რამინს და ვისსა

1348. ქალი შესწბა გაუკვირდა ავთანდილის გვერცა ჯდომა ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის შვილო ჩემგან გაქუს სირცხვილი ნუ რა ზომა ბრძენთა უთქუამს სიყვარული ბოლოდ მისი არ წახდომა

1349. აწ შვილნო ღ~თნ თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა სვე სვიანობა დიდობა კულავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა თქვენი ჴელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა

1350. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყუანება ესეაო მეფე თქვენი ასრე იქმნა ღ~თისა ნება დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად მსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება

1351. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს მოახსენეს მიწად ვექმნეთ ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს გულნი ჩვენნი აგულოვნნეს

1352. ტარიელც უთხრა ქებითა იმედისა გათავება ქალსა ეტყვის შემიყრიხართ აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი მწადს აგრევე თქუენი დება ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვქნა გაფლიდება

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან თავისი ასულისა

1353. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფე ზის და ხელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია ნესტან დარეჯან თან ახლავს თინათინს მჭვრეტთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად შეყრილან ოთხნი მზენია