... (S-4997), XIX ს.

1219. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული თავით ფეხამდი დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი განხმულნი კართა ნალეწი სრეული სცნეს ნაქმრად ტარიელისად საქმე არს ეს მისეული

1220. გზანი დახუდეს შეკაზმულნი ავიდეს და აძურეს ხვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეხადა შვენის აკვრა თმასა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

1221. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას გვანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნეს მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშვენდენ და შუქნი არნენ აქანამდის ჭირ ნახულთა ამას იქით გაიხარნეს

1222. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელ გარდაჭდობილნი კვლავ შეეწებნეს ხშირ ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წარდგეს მართ ვითა ხმობილნი

1223. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მშველელთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა

1224. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი მათნი გაალომეს მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს

1225. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ერთკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე ჰპოვეს საჭურჭლენი აწმცა თვალვით ვით ითქმოდა

1226. მოკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით ჰპოვეს მალები სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესვეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

1227. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყვანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს თუცა გზა მუნით გრძელია თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია

აქა ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა და დიდი სიხარული

1228. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოველ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნაჴენ პატივით ვითა მამა და მშობელი

1229. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უჴსნია ჩემი მზე დედებია და სდებია მისად მუქაფად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია

1230. მოდი გუნახენ გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღუნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1231. თქუენ უბრძანე ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა ასრე ვითა ბროლი ფისსა

1232. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა წესია გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისვლა სხვასაღა მხმობელსა

1233. ბარგი აჰკიდა გააგო ქნა ქორწილისა მათისა მას მიაქვს რიცხვი ტურფათა არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარეს სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა ხმელთა მნათისა

1234. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა გარდაჰჴდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა

1235. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა ჴელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღ~თო გემსახურო გამინათლდა რათგან ბნელი ვცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი

1236. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყჳს არ გამწყრალი ღ~თნ გული გამინათლა გახეთქილი გაცამწყრალი აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი მით ვჩან არ დამზრალი

1237. ზღვათა მეფე გარდაიჴდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაპანტულსა ზედა სცვეთდეს ვითა ჴიდსა