... (S-4997), XIX ს.

1162. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭვრეტ თვალითა გულ ტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა

1163. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1164. ქვაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია

1165. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მჴეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1166. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ საჴელდებ უყივის ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ხმლითა მომახულითა

1167. ტარიელს ლომი მოეკლა მით ხმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლტებოდა

1168. ხმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა მათ ერთმანერთსა აკოცეს ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა ყმა შაქრის ფერად გაუჴდა ვარდსა ჴშირ ჴშირად პობილსა

1169. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვისა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა გამა პატიჟი მჭირდეს მე რვები

1170. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა იტყოდა ვსცანო ამბავი შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყვავილი ვარდი აქამდის ჭკნებოდა

1171. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო კმარს დღესა რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღ~თნ წამალი არცა რა მოგისმენია კაცმამცა სოფელს ვით ჰპოვა რაც არა საქმე ზენია

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას

1172. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდი შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმა ყოლაოზად სხვამცა ვინღა წაიტანა

1173. იარეს და ზედა შეხდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნაჴეს მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყჳს გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1174. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი ვეხმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად ჴელთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების გულსა შეელმის დაღებად ამოა კარგი ლაღობა ლაღსავე შეიქს ლაღებად

1175. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ხმალსა არ აკვნესებსა

1176. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს ხმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს ხმა შეიქნა შეიყარნეს ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს

1177. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ხმა შეიქნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაჰფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაეხურა ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1178. რა ტარიელ ფრიდონ იცნა აწ ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიჴადა გაიღიმდა და გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩვენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა

1179. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანის სცა იგინიცა გარდაუჴდეს მოეხვივნეს აკოცისცა ფრიდონ ღ~თსა ჴელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა

1180. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური თქუენი რამცა დავიზარე ჰგვანდა თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე