... (S-4997), XIX ს.

1144. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამ ერთ მიხვდა ფატმანისსა დღე იარა არ მრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს ცნობა სრული არა მთვრალი

1145. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუჴდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ ამწყუედელი

1146. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ჴელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

1147. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკუდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლრებულნი ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი

1148. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლავ უფრო გასახაფავი თქვენ მოგცე ლარი ყუელაი მე ჩემი ნაალაფავი

1149. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქუენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყუელაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1150. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა

აქა წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონს წინაშე

1151. დაწერა ფრიდონ მაღალო სვე სრულო მეფეთ მეფეო ლომისა მგზავსო ძალ გულად მზეო შუქ მოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორი შორ სალამი დავიყეფეო

1152. ჭირნი ვნაჴენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირ ნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქვესკნელს დამარხულისა

1153. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიჩანს თამაშად თუცა გზა საომარია ნარგიზთა წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1154. გულ მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაც შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქთ იგი არ აქცილდების არ თურე კაცმან დაგიდგნა ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1155. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზა გზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრადა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეჴმარე

1156. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მსახურეს თქვენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხან დაზმულია მგზავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1157. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან შესთუალა ზეპირ რაც ხამდა სრულად მართ ვითა გიამან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

1158. მონახა ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მჴარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ მწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა

1159. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხენო ჴელითა ჩვენისა დამმარხველითა

აქა ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა

1160. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა პირ მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა ჴელ განპყრობილი გულითა არს ღ~თისა საესავითა

1161. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსლვა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროს ტანისა სულთქვნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა