... (S-4997), XIX ს.

1238. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტად ხასისა კულავ ერთი ტახტი ოქროსა წითლისა მართ ხალასისა

1239. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბალახშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალ ყმანი პირითა ელვა მკრთალითა მათნი მჭვრეტელნი დაიწვის ცეცხლითა მართ ახალითა

1240. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო უძღვნა ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვჰთქუათ სვიანამცა დავლა თქვენი

1241. ტარიელ მადლსა გარდიჴდის ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქუენითა მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა ვიცი შორი შორ არ ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვჰქენითა

1242. ზღვათა მეფე მოახსენებს ჴელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭვრეტელთა შორით მკლულო მგზავსი თქვენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო

1243. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუჴდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მამიცემია წაიღე არ კიდე მამიყიდია

1244. ფატმან ხათუნ თაყვანსცა ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა მე მეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქუენსა ვერა მჭვრეტსა

1245. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1246. შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძოთ ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1247. მეფემან ნავი ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმა წვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

აქა ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა

1248. გამოვლნეს ზღვანი სხვანივე ერთგან ძმად შენაფიცართა კულავ ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არ უიცართა ბაგეთა შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1249. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კულავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებსმზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ ვიქინებთ დაუზრობლად

1250. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქუეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა

1251. მუნ მიეგება ყოველნი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა მას აღარ აჩნდა წყლულები ნესტან დარეჯანს მოიჭდო რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1252. ნესტან დარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა ვსცან მისი არ სიძვირით ა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა

1253. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი ბოლოდ ესრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობს ყოვლთა მოყვარულთა პატრონ ყმანი მოყვარულნი

1254. დიდებულთა თაყვანისცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~თნ გაგვახარნა კურთხეულა მისი ღ~თება ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალ უც განკურნება

1255. მოვიდეს და პირი ჴელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყვის ძმათა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1256. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიხუდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია ესე თქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იძვრის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია