... (Q-779), XVIII ს.

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა჻

1139. ვაი჻ საწუთროო჻ სიცრუვით჻ თავი჻ სატანას჻ ადარე შენი჻ ვერავინ჻ ვერა჻ ცნას჻ შენი჻ სიმუხთლე჻ სად჻ არე პირი჻ მზისაებრ჻ საჩინო჻ სად჻ უჩინო჻ ჰყავ჻ სად჻ არე მით ხედავ჻ ბოლოდ჻ სოფელსა჻ ოჴრად჻ ჩანს჻ ყოვლი჻ სად჻ არე

1140. ფატმან჻ იტყუის჻ მომეშორა჻ მზე჻ მნათობი჻ სრულად჻ ჴმელთა სიცოცხლე჻ და჻ სულდგმულობა჻ მონაგები჻ ჩემთა჻ ჴელთა მას჻ უკანით჻ გაუწყვედლად჻ დება჻ მჭირდის჻ ცეცხლთა჻ ცხელთა ვერ჻ გავახმი჻ წყარო჻ ცრემლთა჻ თუალთა჻ ჩემთა჻ გადამღურელთა

1141. სახლი჻ და჻ შვილი჻ მამძულდეს჻ ვჯდი჻ უგულოთა჻ გულითა მას჻ ვიგონებდი჻ მღუიძარე჻ რა჻ მიმეძინის჻ ლულითა უსენ჻ გამტეხი჻ ფიცისა჻ მიჩს჻ უსჯულოთა჻ სჯულითა ვერ჻ მიმიახლოს჻ საახლოდ჻ კრულმან჻ პირითა჻ კრულითა

1142. დღესა჻ ერთსა჻ საღამო჻ ჟამ ჩასულა჻ იყო჻ ოდენ჻ მზისა჻ წავდეგ჻ წინა჻ დარიჯაგთა჻ კარი჻ მიჩნდა჻ ხანაგისა ვიგონებდი჻ სევდა჻ მკლვიდა჻ მისისავე჻ გონებისა ვჰთქუი჻ კრულია჻ ზენაარი჻ ყოვლისამცა჻ მამაცისა

1143. მოვიდა჻ სითმე჻ ღარიბი჻ მონა჻ მოყუსითა჻ სამითა მონა჻ მონურად჻ მოსილი჻ სხუანი჻ მგზავრულად჻ ხამითა სასუმელ საჭმელი჻ მოიღეს჻ ქალაქს჻ ნასყიდი჻ დრამითა სუმიდეს჻ ჭამდეს჻ და჻ უბნობდეს჻ სხდეს჻ მხიარულნი჻ ამითა

1144. მე჻ უყურებდი჻ უჭურეტდი჻ თქუეს ამოდ჻ გავიხარენით მაგრა჻ ჩუენ჻ აქა჻ მოყუასნი჻ უცხონი჻ შევიყარენით არც჻ არა჻ ვიცით჻ ვინ჻ ვინ჻ ვართ჻ ანუ჻ სით჻ მოვიარენით ჴამს჻ ერთმანერთსა჻ ამბავი჻ ჩუენიცა჻ უთხრათ჻ ბარ჻ ენით

1145. მათ჻ სხუათა჻ მათი჻ ამბავი჻ თქუეს჻ ვითა჻ მგზავრთა჻ წესია მონამან჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმანო჻ განგება჻ რამე჻ ზესია მე჻ მარგალიტსა჻ მოგიმკი჻ თქუენ჻ ქურიმი჻ დაგითესია ჩემი჻ ამბავი჻ ამბავთა჻ მაგათაგან჻ უკეთესია

1146. მე჻ ვარო჻ მონა჻ მეფისა჻ მაღლისა჻ ქაჯთა჻ მფლობლისა მათ჻ მიხუდა჻ ცემა჻ სენისა჻ მათისა჻ დამამხობლისა მოგუიკვდა჻ შემწე჻ ქვრივისა჻ შემწყნარებელი჻ ობლისა჻ აწ჻ შვილთა჻ მისთა჻ და჻ მისი჻ ზრდის჻ უკეთესი჻ მშობლისა

1147. დულარდუხტ჻ არის჻ დიაცი჻ მაგრა჻ კლდე჻ ვითა჻ ლოდია ვისცა჻ არ჻ დაჰკოდს჻ ჴმა჻ მისი჻ ვერავის჻ დაუკოდია მას჻ უსხენ჻ წურილნი჻ ძმისწულნი჻ როსან჻ და჻ ერთი჻ როდია აწ჻ იგი჻ ქაჯეთს჻ ჴელმწიფედ჻ ქუე჻ ზის჻ მორჭმული჻ წოდია

1148. გუესმა ამბავი჻ ზღუათ჻ იქით჻ სიკუდილი჻ დისა჻ მათისა შეიჭირვებდეს჻ ვაზირნი჻ დაშალეს჻ ქნა჻ ხალვათისა ვითა჻ ვჰკადროთო჻ დავსება჻ პირისა჻ ჴმელთა჻ მნათისა როშაქ჻ მონაა჻ თავადი჻ მონისა჻ ბევრ ათასისა

1149. როშაქ჻ ბრძანა მოცავინ მკლავს჻ მე჻ ტირილსა჻ არ჻ დავხუდები მინდორს჻ წავალ჻ ვიმეკობრებ჻ ალაფითა჻ ავივსები შინა჻ მოვალ჻ შოებული჻ ადრე჻ ზედა჻ მოვესწრები მეფე჻ დისა჻ დატირებად჻ წავიდოდეს჻ წაცავჰყვები

1150. გუითხრა჻ მისთა჻ ჴელისათა჻ წავალ჻ თანა჻ წამომყევით წაგუიტანა჻ მონა჻ ასი჻ ყუელაკაი჻ მისგან჻ რჩევით დღისით჻ მზისით჻ ვმეკობრობდით჻ ღამეთაცა჻ ვიყუნით჻ თევით დია჻ ვლეწეთ჻ ქარავანი჻ ლარი჻ ჩუენკენ გარდმოვდევით

1151. მინდორ მინდორ჻ მოვდიოდით჻ ჩუენ჻ ღამესა჻ დია჻ ბნელსა დიდნი჻ რამე჻ სინათლენი჻ გამოგუიჩნდეს჻ შუა჻ ველსა ვთქუით჻ თუ჻ მზეა჻ ნუთუ჻ ზეცით჻ ჩამოჭრილა჻ ზედა჻ ჴმელსა დაბნეულნი჻ მივეცენით჻ გონებასა჻ ჩვენსა჻ მსჯელსა

1152. ზოგთა჻ ვთქუით჻ არის჻ ცისკარი჻ ზოგთა჻ თქუეს჻ არის჻ მთუარეო მას჻ დარაზმულთა჻ მივმართეთ჻ ახლოსმცა჻ ვნახეთ჻ ბარეო შორს჻ მოუარეთ჻ მივედით჻ შემოვადეგით჻ გარეო მით჻ ნათლიდაღმა჻ გამოჰჴდა჻ ჴმა჻ ჩუენი჻ მოუბარეო

1153. გუითხრა჻ ვინ჻ ხართ჻ ცხენოსანნო჻ თქუენ჻ სახელნი჻ თქუენი჻ თქუენით გულანშაროთ჻ მოციქული჻ ქაჯეთს჻ მივალ჻ მერიდენით ესე჻ გუესმა჻ მოვადეგით჻ ალყად჻ გარე჻ მოვერტყენით პირმზე჻ რამე჻ ცხენოსანი჻ გავიცადეთ჻ თუალით჻ ჩუენით

1154. უჭურიტეთ჻ პირსა჻ მნათობსა჻ ელვათა჻ მაელვარებსა მისი჻ ციმციმი჻ მზისაებრ჻ ეფინებოდა჻ არებსა ძუირ ძუირად჻ გუეუბნებოდა჻ სიტყუასა჻ რასმე჻ წყნარებსა კბილთაგან჻ შუქი჻ შეადგა჻ ზედან჻ გიშრისა჻ სარებსა

1155. კულავ჻ ვეუბენით჻ მას჻ მზესა჻ ტკბილ მოუბრითა჻ ენითა არ჻ მონა჻ იყო჻ ტყუოდა჻ ჩუენ჻ ესე჻ შევიგენითა როშაქ჻ შეატყო჻ ქალობა჻ გუერცა჻ წაუდგა჻ ცხენითა აღარ჻ გავუშვით჻ დაჭირვა჻ ვჰკადრეთ჻ ჴელითა჻ ჩუენითა

1156. კულავ჻ ვკითხეთ჻ გუითხარ჻ მართალი჻ საქმე჻ შენ჻ მზებრ჻ ნათელისა ვისი჻ ხარ჻ ვინ჻ ხარ჻ სით჻ მოხვალ჻ მანათობელი჻ ბნელისა მან჻ არა჻ გუითხრა჻ გაუშვა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ ცხელისა რა჻ საბრალოა჻ გავსილი჻ მთუარე჻ ჩანთქმული჻ გუელისა

1157. არცა რა჻ ცხადი჻ ამბავი჻ არცა჻ რა჻ დასამალავი არა჻ არ჻ გუითხრა჻ ვინ჻ იყო჻ ან჻ ვისგან჻ ნამუხთალავი ქუშ ქუშად჻ გუეუბნებოდა჻ კუშტი჻ თავისა჻ მკრძალავი ვითა჻ ასპიტი჻ მჭურეტელთა჻ მისთა჻ თუალითა჻ მლალავი