... (S-2829), 1688 წ.

1177. მიველ: მარტო: ქმარსა: ჩემსა: ველაღობე: ველაციცე: მერმე: უთხარ: გითხრობ: რასმე: მაგრა: პირველ: შემომფიცე: არვის: უთხრა: სულიერსა: საფიცარი: მამეც: მტკიცე: ფიცი: ფიცა: საშინელი: თავიცაო: კლდეთა: ვიცე:

1178. რაცა: მითხრა: სიკვდილამდის: არვის: უთხრა: სულიერსა: არა: ბერსა: არა: ყმასა: მოყვარესა: არცა: მტერსა: მერე: უთხარ: ყველაკაი: უსენს: კაცსა: მლმობიერსა: მოდი: მომყევ: აქა: სამე: მე: გიჩვენებ: მზისა: ფერსა:

1179. ადგა: წამომყვა: წავედით: შევლენით: კარნი: სრისანი: უსენ: გაჰკვირდა: გაცაკრთა: რა: შუქნი: ნახნა: მზისანი: თქვა: რა: მიჩვენე: რა: ვნახე: რანია: ნეტარ: რისანი: თუ: ჴორციელი: არისმცა: თვალნიმცა: მრისხვენ: ღმრთისანი:

1180. ვთქვი: თუ: არცა: რა: მე: ვიცი: ამისი: ჴორციელობა: რაცა: არ: გითხარ: მის: მეტი: არა: მაქვს: მეცნიერობა: მე: და: შენ: ვჰკითხოთ: ვინ: არის: ვისგან: სჭირს: ისი: ხელობა: ნუთუ: რა: გვითხრას: ვეაჯნეთ: ქნას: დიდი: ლმობიერობა:

1181. შევედით: გვქონდა: ორთავე: კრძალვა: მისისა: კრძალისა: ვჰკადრეთ: თუ: მზეო: საჴმილი: გვედების: შენგან: ალისა: გვითხარ: რა: არის: წამალი: მთვარისა: შუქ: ნამკრთალისა: რას: შეუქნიხარ: ზაფრანად: შენ: ფერად: მგზავსი: ლალისა:

1182. რაცა: ვჰკითხეთ: არა: ვიცი: ესმა: ანუ: არ: ისმენდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აჩენდა: გველნი: მოშლით: მოეკეცნეს: ბაღი: შეღმა: შერაშენდა: მზე: ვეშაპსა: დაებნელა: ზედა: რადმცა: გაგვითენდა:

1183. ვერა: დავჰყარეთ: პასუხი: ჩვენ: საუბრითა: ჩვენითა: ვეფხი: ავაზა: პირ: ქუშად: ზის: წყრომა: ვერ: უგრძენითა: კვლაცა: ვაწყინეთ: ატირდა: მჩქეფრად: ცრემლისა: დენითა: არა: ვიციო: მომეშვით: ეს: ოდენ: გვითხრა: ენითა:

1184. დავსხედით: და: მის: თანავე: ვიტირეთ: და: ცრემლი: ვლამეთ: რაცა: გვეთქვა: შევინანეთ: სხვამცა: რაღა: შევიწამეთ: ძლივ: ვიაჯეთ: დადუმება: დავადუმეთ: დავაამეთ: ჩვენ: მივართვით: ხილი: რამე: მაგრა: ვერა: ვერ: ვაჭამეთ:

1185. უსენ: იტყვის: ბევრ: ათასნი: ჭირნი: ამან: ამიჴოცნეს: ესე: ღაწვნი: მზისად: ჴმამან: კაცთაგანმცა: ვით: იკოცნეს: უმართლეა: ვერა: მჭურეტელმან: თუ: პატიჟნი: იასოცნეს: მე: თუ: შვილნი: მირჩევნიან: ღ~თნ: იგი: დამიჴოცნეს:

1186. მას: უჭურიტეთ: დიდი: ხანი: წამოვედით: სულთქმით: ახით: შეყრა: გვიჩნდის: სიხარულად: გაყრა: დიდად: ვივაგლახით: ვაჭრობისა: საქმისაგან: მოვიცალით: იგი: ვნახით: გული: ჩვენი: გაუშვებლად: დაეტყვევნეს: მისით: მახით:

1187. რა: გამოჰჴდა: ხანი: რამე: გამოვიდა: ღამე: დღენი: უსენ: მითხრა: არ: მინახავს: ძოღანდიდგან: მეფე: ჩვენი: მივაზირებ: წავალ: ვნახავ: უდარბაზო: უძღვნა: ძღვენი: მოვახსენე: დია: ღ~თო: ბრძანებაა: ეგე: თქვენი:

1188. უსენ: ტაბაკსა: დააწყო: მარგალიტი: და: თვალები: დავვედრე: დარბაზს: დაგხვდების: დარბაისელი: მთურალები: ამა: ქალისა: ამბავსა: მამკალ: თუ: არ: ეკრძალები: კვლა: შემამფიცა: არ: ვიტყვი: თავსაცა: მეცეს: ჴრმალები:

1189. მოვიდა: უსენ: ჴელმწიფე: დახუდა: ნადიმად: მჯდომელი: უსენ: არიფი: მეფისა: მეფეა: მისი: მდომელი: წინა: დაისვა: შეიძღუნა: ძღუენი: მიართვა: რომელი: აწ: ნახეთ: მთურალი: ვაჭარი: ცქაფი: უწრფელი: წომელი:

1190. რა: მეფემან: უსენს: წინა: სვა: მრავალი: დოსტაქანი: აუვსეს: და: კვლა: დალია: სხვა: ფარჩნი: და: სხვა: ჭიქანი: დაავიწყდა: იგი: ფიცი: რა: მუსაფნი: რა: მაქანი: მართლად: თქმულა: არა: მართებს: ყვავსა: წამწამნი: ვირსა: რქანი:

1191. უთხრა: დიდმან: ჴელმწიფემან: უჭკუოსა: უსენ: მთურალსა: დია: მიკვირს: საძღვნოდ: ჩვენად: სით: მოიღებ: ამა: თვალსა: მარგალიტსა: დიდროანსა: უსახოსა: ჰპოვებ: ლალსა: ვერ: გარდვიჴდი: თავმან: ჩემმან: ძღვენთა: შენთა: ნაათალსა:

1192. თაყვანი: სცა: უსენ: ჰკადრა: ჰე: მაღალო: ჴელმწიფეო: ზეცით: შუქთა: მამფენელო: მარჩენელო: არსთა: მზეო: რაცა: სხვა: მაქვს: ვისი: არის: ოქრო: თუნდა: საჭურჭლეო: დედის: მუცლით: რა: გამომყვა: მბოძებია: თქვენგან: მეო:

1193. ამას: გკადრებ: თავმან: თქვენმან: არა: გმართებს: მადლი: ძღვნისა: სხვა: რამე: მყავს: სასძლოდ: თქვენთვის: შესართავი: თქვენის: ძისა: მას: უცილოდ: დამიმადლებთ: ოდეს: ნახოთ: მგზავსი: მზისა: მაშინ: მეტად: გაამრავლოთ: თქვენ: ბრძანება: ნეტარძისა:

1194. რას: ვაგრძელებდე: გატეხა: ფიცი: სიმტკიცე: სჯულისა: უამბო: პოვნა: ქალისა: მჭურეტთაგან: მზედ: სახულისა: მეფესა: მეტად: იამა: მიეცა: ლხინი: გულისა: უბრძანა: დარბაზს: მოყვანა: სრულ: ქმნა: უსენის: თქმულისა:

1195. მე: აქა: ჩემსა: ამოდ: ვჯე: მუნამდის: არ: მიკვნესია: შემოდგა: კარსა: მეფისა: მონათა: უხუცესია: თანა: ჰყვა: მონა: სამოცი: ვით: ჴელმწიფეთა: წესია: მოვიდეს: დია: გავჰკვირდი: ვთქვი: რამე: საქმე: ზესია:

1196. მისალამეს: ფატმან: მითხრეს: ბრძანებაა: ღ~თისა: სწორთა: დღეს: რომელი: უსენ: უძუღნა: ქალი: მგზავსი: მზეთა: ორთა: აწ: მომგუარე: წავიყვანოთ: ვლა: არ: გვინდა: გზათა: შორთა: ესე: მესმა: დამტყდეს: ცანი: რისხვა: ღ~თისა: მეცა: გორთა: