... (H-599), 1646 წ.

1132. თვარა: ღამითვე: ტვირთები: შენი: წაიღე: ვირითა: დააგდე: ჩემი: მიდამო: სრულად: მიკრიფე: მირითა: ვეჭვ: რომე: ჩემთა: ცოდვათა: შენცა: აგავსონ: ჭირითა: თუ: დარბაზს: მივა: ისი: ყმა: შვილთა: დამაჭმევს: პირითა:

1133. რა: ესე: ესმა: ავთანდილს: ლაღსა: ბუნება: ზიარსა: ადგა: და: ლახტი: აიღო: რა: ტურფა: რამე: მხნე: არსა: ამა: საქმისა: ვერ: ცნობა: თქვა: ჩემი: სიძუნტე: არსა: ნუ: ეჭვ: სულდგმულსა: მისებრსა: სხვა: არცა: მისებრი: არსა:

1134. ფატმანს: უთხრა: კაცი: მომეც: მასწავლელად: წინამძღვარად გზასა: მართლად: წამიყვანოს: თვარა: მეშვლად: მინდა: არად: იმას: კაცსა: ვერა: ვხედავ: მეომრად: და: ჩემად: დარად: რაცა: უყო: მოგახსენებ: მომიცადე: იყავ: წყნარად:

1135. მას: მისცა: მონა: დიაცმან: წინამძღვრად: წაცამყვანელად: კვლა: შეჰყივლავინათგან: ცეცხლი: აწ: ცხელია: ნელად: თუ: მოვითაჰკლა: იგი: ყმა: ჩემად: გულისა: მფხანელად: ბეჭედი: ჩემი: აცვია: მას: გვედრებ: მოსატანელად:

1136. ავთანდილ: გავლო: ქალაქი: მით: უებროთა: ტანითა: ზღვის: პირსა: სახლი: ნაგები: დგა: ქვითა: წითელ: მწვანითა: ქვეშეთკე: სრითა: ტურფითა: კვლა: ზედათ: ბანის: ბანითა: დიდროანითა: ტურფითა: მას: ზედა: თანის: თანითა:

1137. მუნ: მიჰყავს: პირმზე: ავთანდილ: მას: მისსა: წინამძღომელსა: ხმამდაბლად: ჰკადრებს: ისია: სრა: მისი: ეძებ: რომელსა: უჩვენებს: ეტყვის: ხედაო: ბანსა: ზედაქვე: მდგომელსა: იქი: წევს: ძილად: იცოდი: ანუ: ქვე: ჰპოვებ: მჯდომელსა:

1138. კარსა: წინა: დარაჯანი: ორნი: უწვეს: მას: გლახ: ყმასა: ყმა: გავიდა: გაეპარა: დააგდებდეს: ვირე: ხმასა: თვითო: ხელი: ყელსა: მიჰყო: მუნვე: მისცა: სულთა: ხდასა: თავი: თავსა: შეუტაკა: გაურია: ტვინი: თმასა:

1139. იგი: ყმა: საწოლს: მარტო: წვა: გულითა: ჯავრიანითა: ხელსისხლიანი: ავთანდილ: შედგა: ტანითა: ჯანითა: ვერღა: აესწრა: იდუმალ: მოკლა: ვერცა: თუ: ვცანითა: ხელი: მოჰკიდა: მიწასა: დაასკვნა: დაკლა: დანითა:

1140. მჭვრეტელთა: მზე: და: მებრძოლთა: მხეცი: და: ვითა: ზარია: ბეჭდითურთ: თითი: მოჰკვეთა: ქვესკნელთ: მიწასა: გარია: ზღვითაკენ: სარკმლთა: გასტყორცა: ზღვისა: ქვიშათა: გარია: მისთვის: არცაღა: სამარე: არცა: სათხარად: ბარია:

1141. ხმა: მათისა: დახოცისა: არ: გაისმა: არსით: არა: წამოვიდა: ვარდი: ტკბილი: რასამცა: ვით: გაემწარა: ესე: მიკვირს: სისხლი: მისი: ასრე: ვითა: მოიპარა: რომე: პირველ: წამოევლო: გზა: იგივე: წაიარა:

1142. რა: ფატმანისსა: შევიდა: ლომი: მზე: მოყმე: წყლიანი: უბრძანა: მოვკალ: მან: ყმამან: დღე: ვეღარ: ნახოს: მზიანი: თვით: მონა: შენი: მოწმად: მყავს: ღმერთი: აფიცე: ღმრთიანი: აჰა: თითი: და: ბეჭედი: და: დანა: მაქვს: სისხლიანი:

1143. აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: რას: გაშმაგდი: ისრე: რეტად: რას: გექადდა: ისი: კაცი: მესწრაფების: მეტის: მეტად: ფატმან: ფერხთა: მოეხვია: არა: ღირს: ვარ: პირსა: ჭვრეტად: გამიმრთელდა: გული: წყლული: აწყა: დავჯე: ცეცხლთა: შრეტად:

1144. მე: და: უსენი: შვილითურთ: აწ: ახლად: დავიბადენით: ლომო: ქებანი: შენნიმცა: ჩვენ: ვითა: ვადიადენით: ვინათგან: სისხლთა: ამისთა: დაღვრასა: დაექადენით: თავითგან: გითხრობ: ყველასა: თქვენ: სმენად: დაემზადენით:

ფატმანისაგან ავთანდილთან ნესტან დარეჯნის ამბის მბობა:

1145. ამა: ქალაქსა: წესია: დღესა: მას: ნავროზობასა: არცა: ვინ: ვაჭრობს: ვაჭარი: არცა: ვინ: წავა: გზობასა: ყოველნი: სწორად: დავიწყებთ: კაზმასა: ლამაზობასა: დიდსა: შეიქმან: მეფენი: პურობა: დარბაზობასა:

1146. ჩვენ: დიდვაჭართა: ზედა: გვაც: დარბაზს: მიღება: ძღვენისა: მათ: საბოძვრისა: ბოძება: მართებს: მგზავსისა: ჩვენისა: ათ: დღემდის: ისმის: ყოველგნით: ხმა: წინწილისა: ებნისა: მოედანს: მღერა: ბურთობა: დგრიალი: ცხენთა: დგენისა:

1147. ქმარი: ჩემი: დიდვაჭართა: წაუძღვების: უსენ: წინა: მათთა: ცოლთა: მე: წავასხამ: მაწვეველი: არად: მინა: დედოფალსა: ძღვენსა: ვუძღვნით: მდიდარი: თუ: გლახა: ვინა: დარბაზს: ამოდ: გავიხარებთ: მხიარულნი: მოვალთ: შინა:

1148. დღე: მოვიდა: ნავროზობა: დედოფალსა: ძღვენი: ვსძღვენით: ჩვენ: მივართვით: მათ: გვიბოძეს: ავავსენით: ავივსენით: ჟამიერად: მხიარულნი: წამოვედით: ნებით: ჩვენით: კვლა: დავსხედით: გახარებად: მუნებურნი: არ: ვიყვენით:

1149. ბაღსა: შიგან: თამაშობად: გაველ: საღამოსა: ჟამსა: გავიტანე: ხათუნები: მათი: ჭმევა: ჩემგან: ხამსა: მომყვებოდეს: მომღერალნი: იტყოდიან: ტკბილსა: ხმასა: ვიმღერდი: და: ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი: რიდეთმასა:

1150. იქ: ბაღსა: შიგან: ტურფანი: სახლნი: ნატიფად: გებულნი: მაღალნი: ყოვლგნით: მხედველნი: ზღვა: ზედა: წაკიდებულნი: მუნ: შევიტანენ: ხათუნნი: იგი: ჩემთანა: ხლებულნი: კვლა: დავიდევით: ნადიმი: დავსხედით: ამოდ: შვებულნი: