... (Q-779), XVIII ს.

1119. არ჻ ვარგ჻ ვარ჻ თქუენად჻ დედოფლად჻ ჩემი჻ გზა჻ კიდეგანია მაშოროს჻ ღ~თნ჻ მამაცი჻ პირად჻ მზე჻ სარო჻ ტანია სხუასა჻ რას჻ მნუკეთ჻ საქმესა჻ ჩემნი჻ საქმენი჻ სხუანია თქუენთანა჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ არ჻ ჩემი჻ შესაგუანია

1120. უცილოდ჻ თავსა჻ მოვიკლავ჻ გულსა჻ დავიცემ჻ დანასა თქუენ჻ დაგჴოცს჻ თქუენი჻ პატრონი჻ სოფელს჻ ვერ჻ დაჰყოფთ჻ ხანასა ესე჻ სჯობს჻ მოგცე჻ საჭურჭლე჻ მძიმე჻ მარტყია჻ ტანასა მე჻ გამაპარეთ჻ გამიშვით჻ თუარა჻ დავიწყებთ჻ ნანასა

1121. შემოიხსნა჻ მარგალიტი჻ შემოერტყა჻ რაცა჻ თუალი მოიხადა჻ გვირგვინიცა჻ გამჭვირვალი჻ ერთობ჻ ლალი მისცა჻ უთხრა჻ გამომიღეთ჻ გეაჯები჻ გულმჴურვალი მე჻ გამიშვით჻ ღ~თსა჻ თქუენსა჻ მიავალეთ჻ თქუენი჻ ვალი

1122. მონათა჻ მიხუდა჻ სიხარბე჻ მის჻ საჭურჭლისა჻ მძიმისა დაჰვიწყდა჻ შიში჻ მეფისა჻ ვითა჻ ერთისა჻ გზირისა გამოპარება჻ დაასკუნეს჻ მის჻ უებროსა჻ პირისა ნახეთ჻ თუ჻ ოქრო჻ რასა჻ იქს჻ კუერთხი჻ ეშმაკთა჻ ძირისა

1123. რა჻ ოქრო჻ მისთა჻ მოყვასთა჻ აროდეს჻ მისცემს჻ ლხენასა დღე჻ სიკუდილამდის჻ სიხარბე჻ შეაქნევს჻ კბილთა჻ ღრჭენასა შესდის჻ და჻ გასდის჻ აკლია჻ ემდურვის჻ ეტლთა჻ რბენასა კულა჻ აქა჻ სულსა჻ დააბამს჻ დაუშლის჻ აღმაფრენასა

1124. რა჻ ხადუმთა჻ აუსრულეს჻ საქმე჻ მისი჻ საწადელი ერთმან჻ ტანსა჻ აიხადა჻ მისცა჻ მისი჻ ჩასაცმელი სხუანი჻ კარნი჻ გამოარნეს჻ იჯარვოდა჻ დარბაზს჻ მსმელი დარჩა჻ მთუარე გუელისაგან჻ გავსებული ჩასანთქმელი

1125. მონანიცა჻ გარდეხუეწნეს჻ გაიპარნეს჻ მასვე჻ თანა ქალმან჻ კარსა჻ დამირეკა჻ ფატმანობა჻ ჩემი჻ ბრძანა გავე჻ ვიცან჻ მოვეხუიე჻ გამიკუირდა჻ მეცა჻ განა შინა჻ ყოლა჻ არ჻ შემომყუა჻ რად჻ მაწუეო჻ შემანანა

1126. მიბრძანა჻ თავი჻ ვიყიდე჻ მოცემულითა჻ შენითა მუქაფა჻ ღ~თნ჻ შემოგზღოს჻ მოწყალებითა჻ ზენითა ვეღარ჻ დამმალავ჻ გამიშვი჻ ფიცხლად჻ გამგზავნე჻ ცხენითა სადამდის჻ სცნობდეს჻ ჴელმწიფე჻ კაცთა჻ მომწევდეს჻ რბენითა

1127. შევე჻ ფიცხლად჻ საჯინიბოს჻ ავჴსენ჻ ცხენი჻ უკეთესი შეუკაზმე჻ ზედა჻ შევსუი჻ მხიარული჻ არ მომკუნესი ჰგუანდა჻ ოდეს჻ ლომსა჻ შეჯდეს჻ მზე჻ მნათობთა჻ უკეთესი წაჴდა჻ ჩემი჻ ჭირნახული჻ ვერ჻ მოვიმკი჻ რაცა჻ ვსთესი

1128. დღე჻ მიიყარა჻ ჴმა჻ გაჴდა჻ მოვიდა჻ მისი჻ მდევარი მოიცვეს჻ შიგან჻ ქალაქი჻ შეიქმნა჻ მოსაწევარი მე჻ მკითხეს჻ ვარქუი჻ თუ჻ ჰპოვოთ჻ მუნ჻ სახლსა჻ სადა჻ მე჻ ვარი მეფეთა჻ ვიყო჻ შემცოდე჻ და჻ მათთა჻ სისხლთა჻ მზღუევარი

1129. მონახეს჻ ვერა჻ შეიგნეს჻ შეიქცეს჻ დაწბილებულნი მას჻ აქათ჻ იგლოვს჻ ჴელმწიფე჻ და჻ ყოვლნი჻ მისნი჻ ხლებულნი დაჰჴედენ჻ დარბაზის჻ ერთა჻ შევლენ჻ ისფრითა჻ ღებულნი მზე჻ მოგუეშორა჻ მას჻ აქათ჻ ჩუენ჻ ვართ჻ სინათლე კლებულნი

1130. მას჻ მთუარისა჻ სადაობა჻ კულა჻ გიამბო჻ საქმე჻ კულაცი აწ჻ უწინა჻ ესე჻ გითხრა჻ რას჻ მექადდა჻ ისი჻ კაცი მე჻ გლახ჻ ვიყავ჻ მისი჻ ნეზვი჻ იგი჻ იყო჻ ჩემი჻ ვაცი კაცსა჻ დასურის჻ უგულობა჻ და჻ დიაცსა჻ ბოზი჻ ნაცი

1131. მით჻ არ჻ ჯერ჻ ვარ჻ ქმარსა჻ ჩემსა჻ მჭლე჻ არის჻ და჻ თუალად჻ ნასი ისი჻ კაცი჻ ჩაშნაგირი჻ დარბაზს჻ იყო჻ მეტად჻ ხასი ჩუენ჻ გუიყვარდა჻ ერთმანერთი჻ არ჻ მაცუია჻ თუცა჻ ფლასი ნეტარძი჻ ვინ჻ სისხლი჻ მისი჻ შემახურიტა჻ ერთი჻ თასი

1132. ესე჻ ამბავი჻ მასთანა჻ ვთქუი჻ დიაცურად჻ ხელურად ჩემსავე჻ მოსლვა჻ მის჻ მზისა჻ და჻ გაპარება჻ მელურად გამჟღავნებასა჻ მექადდა჻ არ჻ მოყუარულად჻ მტერულად აწ჻ ისრე჻ მკუდარსა჻ ვიგონებ჻ იშ჻ თავი჻ ვიჴსენ჻ მე჻ რულად

1133. დამექადის჻ რაზომჯერცა჻ წავიკიდნით჻ თავისწინა ოდეს჻ მეჴმე჻ არ჻ მეგონა჻ მე჻ იმისი჻ ყოფა჻ შინა მოსრულ჻ იყო჻ მოსულა჻ ეთქუა჻ შენცა჻ მოხუე჻ შემეშინა ამად჻ გკადრე჻ ნუ჻ მოხვალო჻ მოგაგებე჻ მონა჻ წინა

1134. აღარ჻ დაჰბრუნდით჻ მოხუედით჻ შუქნი჻ თქუენ჻ ჩემთუის჻ არენით შეიყარენით჻ ორნივე჻ ჩემ჻ ზედა჻ დაიჯარენით ამად჻ შევშინდი჻ ღონენი჻ ვეღარა჻ მოვაგვარენით იმას჻ გლახ჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ გულითა჻ სწადდა჻ არ჻ ენით

1135. თუმცა჻ ისი჻ არ჻ მოგეკლა჻ მისრულიყო჻ დარბაზს჻ ვითა შემასმენდა჻ ჯავრიანი჻ გული჻ ედვა჻ ცეცხლებრ჻ სწვითა მეფე჻ მწყრალი჻ გარდასწმედდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ გარდაგვითა შვილთა჻ ღ~თო჻ დამაჭმევდა჻ დამქოლვიდა჻ მერმე჻ ქუითა

1136. მუქაფა჻ ღ~თნ჻ შემოგზღოს მადლსა჻ გკადრებდე჻ მე჻ რასა჻ რომელმან჻ დამჴსენ჻ მშვიდობით჻ იმა჻ გველისა჻ მზერასა აწ჻ ამას჻ იქით჻ ვნატრიდე჻ ჩემსა჻ ეტლსა჻ და჻ წერასა აღარ჻ ვიშიშვი჻ სიკუდილისა჻ ჰაი ჰია ქუე჻ ჩავიჭერასა

1137. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ წიგნსაცა჻ აგრე჻ სწერია მოყუარე჻ მტერი჻ ყოვლისა჻ მტრისაგან჻ უფრო჻ მტერია არ჻ მიენდობის჻ გულითა჻ თუ჻ კაცი჻ მეცნიერია ნუღარ჻ იშიშვი჻ იმისგან჻ აწ჻ იგი჻ მკუდართა჻ ფერია

1138. იგივე჻ მითხარ჻ მას჻ აქათ჻ ქალი჻ გაგზავნე჻ შენ჻ ოდეს რაცაღა჻ გეცნას჻ ამბავი჻ ანუ჻ რა჻ მისი჻ გსმენოდეს კულა჻ იტყუის჻ ფატმან჻ ტირილით჻ კულა჻ თუალთა჻ ცრემლი჻ სდენოდეს წაჴდესო჻ შუქნი჻ რომელნი჻ მზისაებრ჻ ველთა჻ ჰფენოდეს