... (H-742), XIX ს.

1147. მოსთქვამს მოვჰკალ ჰაი ქმარი ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი იავარ ვყავ საქონელნი უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა სიტყვანია ჩემნი წბილნი

1148. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული. უბრძანა რა გჭირს რას იტყვი რასთვის ხარ აგრე ვებული. რას დაგექადა იგი ყმა რა ნახა შენგან კლებული. დადუმდი მითხარ ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული.

1149. დიაცმან უთხრა ჰე ლომო ხელი ვარ ცრემლთა დენითა. ნურას ნუ მკითხავ ამბავსა ვერცა რას გითხრობ ენითა. დავჰხოცენ შვილნი ხელითა მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1150. ესე გვარი დია მიხვდეს სიტყვა მცდარსა ენამეტსა. ხვაშიადსა ვერ დამალავს უჭკუოსა შმაგსა რეტსა. ვაგლახითა მეწივენით გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა. მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1151. ორისაგან ერთი ჰქენით ამის მეტსა ნუღარ ლამით. მოვითაკლავ იმა კაცსა წადი მოკალ მალვით ღამით. მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით. მოხვალ გითხრობ ყველაკასა მოვითმითხარ ცრემლთა ლამით.

1152. თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა. დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მირითა. ვეჭ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა. თუ დარბაზს მივა იგი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა.

1153. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნება ზიარსა. ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მხნე არსა. ამა საქმისა ვერ ცნობა ჰსთქვა ჩემი სიძუნტე არსა. ნუ ეჭვ სულ დგმულსა მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა.

1154. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინამძღვარად. გზასა მართლად წამიყვანოს თვარა მეშვლად მინდა არად. იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად. რაცა ვუყო მოგახსენებ მამიცადე იყავ წყნარად.

1155. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად წაცამყვანებლად. კვლავე შეყივლა ვინათგან ცეცხლია ცხელი ანელად. თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად. ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად.

1156. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა. ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ მწვანითა. ქვეშეთკენ სრითა ტურფითა კვლავ ზედათ ბანის ბანითა. დიდროვანითა ტურფითა მრავლითა თანის თანითა.

1157. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა. ხმა მდაბლად ჰკადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა. უჩვენებს ეტყვის ხედაო ბანსაზედა ქვე მდგომელსა. იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქვე ჰპოებ მჯდომელსა.

1158. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას გლახ ყმასა. ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ხმასა. თვითო ხელი ყელსა მიჰყო მუნვე მისცა სულთა ხდასა. თავი თავსა შეუტაკა გაურია ტვინი თმასა.

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დახოცვა

1159. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა. ხელ სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა. ვერღა აესწრა იდუმალ მოკლა ვერცაღა ვსცანითა. ხელი მოჰკიდა მიწასა დაასკვნა დაკლა დანითა.

1160. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა ქვესკნელთ მიწათა გარია. ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა ზღვისა ქვიშათა გარია. მისთვის არცა სად სამარე არცა სათხარად ბარია.

1161. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა. წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა. ესე მიკვირს სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა. რომე წეღან წამოევლო გზა იგივე წაიარა.

1162. რა ფატმანისსა შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი. უბრძანა მოვკალ მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი. თვით მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღმერთიანი. აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქვს მე სისხლიანი.

1163. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრე რეტად. რას გექადდა ისი კაცი მესწრაფების მეტის მეტად. ფათმან ფერხთა მოეხვია არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად. გამიმრთელდა გული წყლული ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1164. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით. ლომო ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით. ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრავე დავიქადენით. თავიდგან გითხრობ ყველასა თქვენ სმენად დაემზადენით.

ნესტან დარეჯანისაგან ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე.