... (H-742), XIX ს.

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი.

1129. ჰე მზეო ღმერთსა ვინადგან მზედ სწადდი დასაბადებლად. მით შენგან მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად. ახლოს შემყრელთა დამწველად მათგან ცეცხლისა მადებლად. მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს დასაქადებლად.

1130. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან. ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან. შენი შვენება ყვავილთა აჭკნობს და ჩემიც ჰჭკნებიან. სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მამესწრებიან.

1131. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისა თხრობასა. მაგრა რა ვირგო დღე კრულმან სრულად გავყრილვარ თმობასა. გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა. თუ რას მეწევი მეწივე თვარა მივხვდები ცნობასა.

1132. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მამივიდოდეს. ვცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გაგივიდოდეს. მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს. სიცოცხლე ანუ სიკუდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს.

1133. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი ყმისა. ყმამან ასრე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი. ჰსთქვა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი. რომე მიმიჩნს სამიჯნურო რად ვამსგავსო მე მას ისი.

1134. ჰსთქვა ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია. მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოხერია. რა უთქვამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია.

1135. ესეგვარი საძრახავი დაუზრახა გულსა შინა. მერმე იტყვის შენგან კიდე ჩემი შემწე არავინა. რასათვისცა გამოჭრილვარ მისი ძებნა რადგან მინა. რასაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ გულმან სხვამცა რა ისმინა.

1136. ისი დიაცი აქა ზის მნახავი კაცთა მრავალთა. მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა. მივყვე მიამბობს ყველასა რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა. ნუთუ რა მარგოს მე მისი გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა.

1137. ჰსთქვა დიაცსა ვინცა უყვარს გაექსვის და მისცემს გულსა. აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლად კრულსა. რაცა იცის გაუცხადებს ხვაშიადსა უთხრობს სრულსა. მიჯობს მივყვე განღა სადმე ვსცნობ საქმესა დაფარულსა.

1138. კვლავ იტყვის ვერვინ ვერასა [...] თუ ეტლი არ მოსთმინდების. მით რაცა მინდა არა მაქუს რაცა მაქვს არ მამინდების. ბინდის გვარია სოფელი ესე თურ ამად ბინდების. კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოსდინდების.

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი.

1139. მოგეწერა წავიკითხე შენი წიგნი ჩემი ქება. შენ მამასწარ თვარე შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება. შენცა გინდა მეცა მინდა გაუწყედლად შენი ხლება. შეყრა არის პირიანი ორთავეა რადგან ნება.

1140. ფატმანისსა ვერ გიამბობ მოემატა რა სიამე. მიუწერა კმარის რაცა უშენომან ცრემლი ვლამე. აწ ვიქნები თავის წინა აქა მპოე მარტო სამე. მამისწრაფე შეყრა შენი რა შეღამდეს მოდი მალე.

1141. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა. შეღამდა და წაცავიდა სხვა ემთხვია მონა გზასა. ამას ღამე ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა. მას ეწყინა არ დაბრუნდა თქვა თუ გავსო ეგე რასა.

1142. წვეული აღარ დაბრუნდა კვლავ ზევე უკუწვევითა. ფატმან ჰზის წყენით შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა. დიაცსა წყენა შეატყო ნახა შესლვითა შევითა. ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1143. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა ლაღობა წყლიანი. შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი ტან ნაკვთიანი. შემოვლო ახლოს შემოჰყვა მონა ხრმალ დარაკიანი. დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ გავსო თუ გზაა კლდიანი.

1144. ფატმან რა ნახა შეშინდა ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა წოლასა. უთხრა არ გიშლი დიაცო ფერთა მი და მო კრთომასა. გამითენდების განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

1145. გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად. მაგრა ჰსცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად. ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად. დავშალო წვერთა ფუ მიყავ ხელიღა ვრბოდე მე ველად.

1146. ესე ჰსთქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა გავლნა კარნი. ფატმან შეჰქმნა თავის ცემა ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი. ცრემლთა მისთა შეეყარნეს წყაროსებრნი ისმნეს წკარნი. ჰსთქვა დამქოლეთ მოდით ქვითა მამადეგით მამაკარნი.