... (S-2829), 1688 წ.

1157. რა: მობრუნდა: ქალი: ჩემკენ: შემოადგეს: სხივნი: კლდესა: ღაწვთა: მისთა: ელვარება: ელვარებდ: უფრო: მზესა: დავიხუჭენ: თვალნი: ყოლე: ვერ: შევადგენ: ვითა: მზესა: უკმოვიხარჩ: კარი: ჩემკენ: მათი: ჭურეტა: ვერა: ცნესა:

1158. მოვიჴმენ: ოთხნი: მონანი: ჩემსა: წინაშე: მდგომელნი: უჩვენე: ხედავთ: ინდოთა: ტყვედ: ჰყვანან: შუქნი: რომელნი: ჩაეპარენით: ჩადითო: ჩქარად: ნუ: მიხვალთ: მხლტომელნი: მოგყიდონ: ფასი: მიეცით: რისაცა: იყვნენ: მდომელნი:

1159. არ: მოგყიდონ: ნუღა: მისცემთ: წაგვარეთ: და: დაჴოცენით: მოიყვანეთ: ისი: მთვარე: ქმენით: კარგად: ეცადენით: ჩემნი: ყმანი: ზედა: დაღმან: ჩაეპარნეს: ვითა: ფრენით: დაევაჭრეს: არ: მოჰყიდეს: შავნი: ვნახენ: მეტად: წყენით:

1160. მე: სარკმელთა: გარდავადეგ: რა: შევიგენ: არ: მოჰყიდეს: შევუზახენ: დაჴოცენით: შეიპყრნეს: და: თავსა: სჭრიდეს: იგი: ზღვასა: შეასრივნეს: შემოადგეს: ქალსა: სცვიდეს: ჩავეგებე: გამოვგვარე: ზღვის: პირს: ხანსა: არ: დაზმიდეს:

1161. რა: გიამბო: ქება: მისი: რა: სიტურფე: რა: ნაზობა: ვფიცავ: რომე: იგი: მზეა: არა: მართებს: მზესა: მზობა: ვინ: გაიცდის: შუქთა: მისთა: ვინმცა: ვით: თქუას: ნაზობა: მე: თუ: დამწვავს: აჰა: მზა: ვარ: არღა: უნდა: ამას: მზობა:

1162. ესე: სიტყვა: დაასრულა: ფატმან: იკრნა: პირსა: ჴელნი: ავთანდილსცა: აეტირნეს: გარდმოყარნა: ცრემლნი: ცხელნი: დაავიწყდეს: ,ერთმანერთი: მისთვის: გაჴდეს: ვითა: ხელნი,: ღვარმან,: ზედათ: მონადენმან,: გააწყალნა: ფიფქნი: თხელნი.:

1163. მოიტირეს,: ყმამან: უთხრა:: “ნუღარ: გასწყვედ,: გაასრულე”.: ფატმან: იტყვის:: “მივეგებე,: გული: მისთვის: ვაერთგულე,: მოუკოცნე: ყოვლი: ასო: თავი: ამად: მოვაძულე: ზედა: დავსვი: ტახტსა: ჩემსა: შევეკვეთე: გავესულე:

1164. ვჰკადრე: ვინ: ხარ: მითხარ: მზეო: ანუ: შვილი: ვისთა: ტომთა: ამა: ზანგთა: სით: მოჰყვანდი: შენ: პატრონი: ცისა: ჴომთა: მან: პასუხი: არა: მითხრა: მე: სიტყვათა: ესე: ზომთა: ასნაკეცი: წყარო: ვნახე: ცრემლთა: მისთა: მონაწთომთა:

1165. რა: მივაჭირვე: კითხვითა: მეტითა: საუბარითა: გულ: ამოკვნესით: ატირდა: მით: ჴმითა: რათმე: წყნარითა: ბროლ: ლალსა: ღვარი: ნარგისთა: მოსდის: გიშრისა: ღარითა: მისი: მჭვრეტელი: დავიწვი: გავჴე: გულითა: მკვდარითა:

1166. მითხრა: შენ: ჩემთვის,: დედაო: ხარ: უმჯობესი: დედისა: რას: აქნევ: ჩემსა: ამბავსა: ზღაპარი: არის: ყბედისა: ღარიბი: ვინმე: შემსწრობი: ვარ: უბედოსა: ბედისა: თუ: რაცა: მკითხო: ძალიმცა: გიგმია: არსთა: მხედისა:

1167. ავიყვანე: იგი: პირმზე: ნაქები: და: ვერ: ვთქვი: უქი: ჩამოვბურე: საბურავი: სტავრა: მძიმე: არ: სუბუქი: სურვილმან: და: მზემან: მისმან: ძლივ: დავმალე: მისი: შუქი: ცრემლსა: სეტყვს: და: ვარდსა: აზრობს: წამწამთაგან: მოქრის: ბუქი:

1168. მოვიყვანე: შინა: ჩემსა: იგი: პირმზე: ტანით: ალვით: მოუკაზმე: სახლი: ერთი: შიგან: დავსვი: მეტად: მალვით: არვის: უთხარ: სულიერსა: შევინახე: ასრე: ფარვით: ერთი: ზანგი: ვამსახურე: მე: შევიდი: ვნახი: მალვით:

1169. ვით: გიამბო: საკვირველი: მე: გლახ: მისი: ყოფა: ქცევა: დღე: და: ღამე: გაუწყვედლად: ტირილი: და: ცრემლთა: ფრქვევა: შევეხვეწი: დადუმდიო: წამ: ერთ: ჰქონდის: ჩემი: თნევა: აწ: უმისოდ: ვით: ცოცხალ: ვარ: ჰაი: ჩემთვის: ვაგლახ: მე: ვა:

1170. შინა: შევიდი: მას: წინა: ედგის: ცრემლისა: გუბები: შიგან: მელნისა: მორევსა: ეყრდნის: გიშრის: შუბები: ნილოსის: ტბათა: იღურების: სავსე: სათისა: რუბები: შუა: ძოწსა: და: აყიყსა: სჭვირს: მარგალიტი: ტყუბები:

1171. ჟამი: ვერ: ვპოვე: კითხვისა: ნიადაგ: ცრემლთა: ღურისაგან: თუმცა: მეკითხა: ვინა: ხარ: და: აგრე: გასრული: რისაგან: მჩქეფრად: სისხლისა: ნაკადი: მოსდის: ალვისა: ხისაგან: მას: ჴორციელი: ვით: გასძლებს: სხვა: კიდეგანი: ქვისაგან:

1172. არად: უნდის: საბურავი: არცა: წოლა: საგებლითა: მიწყივ: იყვის: რიდითა: და: მით: ერთითა: ყაბაჩითა: მკლავი: მისი: სასთაულად: მიიდვის: და: მიწვის: მითა: ძლივ: ვაჭამი: ცოტა: რამე: ათასითა: შეხვეწითა:

1173. სხვა: გიამბო: საკვირველი: რიდისა: და: ყაბაჩისა: ვარ: მნახავი: ყოვლისავე: უცხოსა: და: ძვირფასისა: მაგრა: მისი: არა: ვიცი: ქნილი: იყო: როგორისა: სილბო: ჰქონდა: ნაქსოვისა: და: სიმტკიცე: ნაჭედისა:

1174. მან: ტურფამან: სახლსა: ჩემსა: ეგრე: დაყო: ხანი: დიდი: ვერ: გავანდევ: ქმარსა: ჩემსა: შესმენისა: მქონდა: რიდი: ვთქვი: თუ: უთხრობ: ვიცი: დარბაზს: გამამჟღავნებს: ისი: ფლიდი: ესე: მეყო: საგონებლად: შევიდი: თუ: გამოვიდი:

1175. კვლა: თუ: არ: უთხრა: რა: უყო: ჩემგან: რა: მოეგვარების: არა: რა: ვიცი: რა: უნდა: რა: ვისგან: მოეჴმარების: ქმარი: რა: მიგრძნობს: მოცამკლავს: ვერღარა: მამეფარების: მე: რით: დავმალო: ნათელი: ვინ: მზესა: დაედარების:

1176. მე: გლახ: მარტომან: რა: ვუყო: მიმატებს: ცეცხლთა: დებასა: მოდა: გავანდო: ნუ: შევალ: უსენის: შეცოდებასა: არ: გამამჟღავნოს: ვაფიცო: თუ: მომცემს: იმედებასა: სულსა: ვერ: წასწყმედს: ვერა: იქს: ფიცისა: გაცუდებასა: