... (Q-779), XVIII ს.

1099. მე჻ გაკუირვებით჻ კვლა჻ ვკითხე჻ რა჻ ქალი჻ გინდა჻ რომელი჻ მათ჻ მითხრეს჻ უსენ჻ შემოსძღუნა჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომელი჻ არას჻ მარგებდა჻ დაესკუნა჻ დღე჻ ჩემი჻ სულთა჻ მჴდომელი ავთრთოლდი჻ ავდეგ჻ ვეღარა჻ ვერცა჻ ქვე჻ ვიყავ჻ მჯდომელი

1100. შევე჻ ვნახე჻ იგი჻ ტურფა჻ მტირალად჻ და჻ ცრემლ დასხმულად ვჰკადრე჻ მზეო჻ ბედმან჻ შავმან჻ ვით჻ მიმუხთლა჻ ხედავ჻ რულად ცა჻ მობრუნდა჻ რისხუით჻ ჩემთუის჻ იავარმყო჻ ამფხურა჻ სრულად შემასმინეს჻ მეფე჻ გითხოვს჻ ვარ჻ ამისთუის჻ გულმოკლულად

1101. მან჻ მითხრა჻ დაო჻ ნუ჻ გიკუირს჻ ეგე჻ რაზომცა჻ ძნელია ბედი჻ უბედო჻ ჩემზედა჻ მიწყივ჻ ავისა჻ მქნელია კარგი჻ რამ჻ მჭირდეს჻ გიკუირდეს჻ ავი჻ რა჻ საკუირველია სხუადასხუა჻ ჭირი჻ ჩემზედა჻ არ ახალია჻ ძველია

1102. თუალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ გარდმოყარა჻ ცრემლი჻ ჴშირი ადგა჻ ასე჻ გულ უშიშრად჻ ვეფხი჻ იყო჻ ანუ჻ გმირი ლხინი჻ ლხინად჻ არად჻ უჩნდა჻ მართ჻ აგრევე჻ ჭირად჻ ჭირი მთხოვა჻ გარე჻ აჯაღითა჻ მოიბურა჻ ტანი჻ პირი

1103. შევე჻ საჭურჭლეს჻ რომელსა჻ ფასი჻ არ჻ დაედებოდა თუალ მარგალიტი჻ ავიღე჻ რაც჻ ოდენ჻ ამეღებოდა თუითო჻ და჻ თუითო჻ თუითოსა჻ ქალაქსა჻ ეფასებოდა მიველ჻ მას჻ წელთა჻ შევარტყი჻ შავგული჻ ვისთვუის჻ კუდებოდა

1104. ვარქუი჻ ჩემო჻ განღა჻ სადმე჻ გეჴმარების჻ ესე჻ გვარი მათ჻ მონათა჻ ჴელთა჻ მივეც჻ იგი჻ პირი჻ მზისა჻ დასადარი ცნა჻ მეფემან჻ მოეგება჻ ჰკრეს჻ ტაბლაკსა჻ გაჰჴდა჻ ზარი იგი჻ მივა჻ თავმოდრეკით჻ წყნარი჻ არის჻ მოუბარი

1105. ზედა჻ მოატყდა჻ მჭურეტელი჻ გაჰხდა჻ ზათქი჻ და჻ ზარები ვერ჻ იჭირვიდეს჻ სრაანგნი჻ მუნ჻ იყო჻ არ჻ სიწყნარები იგი჻ რა჻ ნახა჻ მეფემან჻ საროსა჻ მსგავსი჻ ნარები გაკრთომით჻ უთხრა჻ ჰე჻ მზეო჻ აქა჻ ვით჻ მოიგუარები

1106. ვით჻ მზემან჻ მისნი჻ მჭურეტელნი჻ შექნნა჻ თუალისა჻ მფახველად მეფემან჻ ბრძანა჻ გამხადა჻ ნახული჻ მე჻ უნახველად ღ~თისაგან჻ კიდე჻ ვინმც იყო჻ კაცი჻ ამისად჻ მსახველად მართებს჻ ამისთა჻ მიჯნურთა჻ ხელნი჻ თუ჻ რბოდეს჻ ახ჻ ველად

1107. გუერდსა჻ დაისვა჻ ეუბნა჻ ტკბილითა჻ საუბარითა მითხარო჻ ვინ჻ ხარ჻ ვისი჻ ხარ჻ მოსრული჻ ვისთა჻ გუარითა჻ მან჻ არა჻ გასცა჻ პასუხი჻ პირითა჻ მზისა჻ დარითა თავ჻ მოდრეკილი჻ დაღრეჯით჻ ქვე჻ ზის჻ ცნობითა჻ წყნარითა

1108. არ჻ ისმენდა჻ მეფისასა჻ რასა჻ გინდა჻ უბრძანებდა სხუაგან჻ იყო჻ გული჻ მისი჻ სხუასა჻ რასმე჻ იგონებდა ვარდი჻ ერთგან჻ შეეწება჻ მარგალიტსა჻ არ჻ აღებდა მჭურეტნი჻ მისნი჻ გააკუირვნა჻ რასამცა჻ ვინ჻ იაზრებდა

1109. მეფე჻ ბრძანებს჻ რა჻ შევიგნათ჻ გული჻ ჩუენი჻ რათ჻ იჴსნების ამ჻ ორთა჻ კიდეგანთა჻ აზრი჻ არა჻ არ჻ იქნების ან჻ ვისიმე჻ მიჯნურია჻ სიყუარული჻ ეგონების მისგან჻ კიდე჻ არვისად჻ სცალს჻ ვეღარცა჻ ვის჻ ეუბნების

1110. ანუ჻ არის჻ ბრძენი჻ ვინმე჻ მაღალი჻ და჻ მაღლად჻ მხედი არცა჻ ლხინი჻ ლხინად჻ უჩანს჻ არცა჻ ჭირი჻ ზედა჻ ზედი ვით჻ ზღაპარი჻ ასრე჻ ესმის჻ უბედობა჻ თუნდა჻ ბედი სხუაგან჻ არის჻ სხუაგან჻ ფრინავს჻ გონება჻ უც჻ ვითა჻ ტრედი

1111. ღ~თნ჻ ქნას჻ შინა჻ მოვიდეს჻ ძე჻ ჩემი჻ გამარჯვებული მე჻ დავახუედრო჻ ისი჻ მზე჻ დამისთუის჻ დამზადებული მან჻ ათქმევინოს჻ ნუთუ჻ რა჻ ჩუენცა჻ ვცნათ჻ გაცხადებული მუნამდის჻ მთუარე჻ შუქკრთომით჻ ჯდეს჻ მზისა჻ მოშორვებული

1112. ჴელმწიფისა჻ შვილსა჻ გითხრობ჻ კარგსა჻ ყმასა჻ გულოვანსა უებროსა჻ ზნე჻ და჻ თუალად჻ შუენიერსა჻ პირსა჻ ტანსა მაშინ჻ ლაშქარს჻ წასრულ჻ იყო჻ მუნ჻ დაჰყოფდა჻ დიდსა჻ ხანსა მამა჻ მისთუის჻ ამზადებდა჻ მას჻ მნათობთა჻ დასაგუანსა

1113. მოიღეს჻ ტანსა჻ ჩააცვეს჻ შესამოსელი჻ ქალისა მას჻ ზედა჻ შუქი჻ მრავალი჻ ჩნდა჻ მნათობისა჻ თუალისა დაადგეს჻ თავსა჻ გუირგუინი჻ ერთობილისა჻ ლალისა მუნ჻ ვარდსა჻ ფერი჻ აშუენებს჻ ბროლისა჻ გამჭუირვალისა

1114. მეფემან჻ ბრძანა჻ მოჰკაზმეთ჻ საწოლი჻ უფლისწულისა დაუდგეს჻ ტახტი჻ ოქროსა჻ წითლისა჻ მაღრიბულისა ადგა჻ თუით჻ დიდი჻ ჴელმწიფე჻ პატრონი჻ სრისა჻ სრულისა მას჻ ზედა჻ დასუა჻ იგი჻ მზე჻ ლხინი჻ მჭურეტელთა჻ გულისა

1115. უბრძანა჻ ცხრათა჻ ხადუმთა჻ დადგომლად჻ მცველად჻ კარისად ჴელმწიფე჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ მსგავსად჻ მათისა჻ გუარისად უბოძა჻ უსენს჻ უზომო჻ მუქფად჻ მის჻ მზის჻ დარისად სცემდეს჻ ბუკსა჻ და჻ ტაბლაკსა჻ მოსამატებლად჻ ზარისად

1116. გააგრძელეს჻ ნადიმობა჻ სუმა჻ შეიქნა჻ მეტად჻ გრძელი ქალი჻ პირმზე჻ ბედსა჻ ეტყუის჻ რა჻ ბედი჻ მიც჻ ჩემი჻ მკულელი სადაური჻ სად჻ მოსულ჻ ვარ჻ ვის჻ მივხუდები჻ ვისთუის჻ ხელი რა჻ ვქნა჻ რა჻ ვყო჻ რა჻ მერგების჻ სიცოცხლე჻ მჭირს჻ მეტად჻ ძნელი

1117. კულაცა჻ იტყუის჻ ნუ჻ დავაჭკნობ჻ შუენებასა჻ ვარდთა჻ ფერსა ვეცადო჻ რას჻ ნუთუ჻ ღ~თნ჻ მომარიოს჻ ჩემსა჻ მტერსა სიკუდილამდის჻ ვის჻ მოუკლავს჻ თავი჻ კაცსა჻ მეცნიერსა რა჻ მისჭირდეს჻ მაშინ჻ უნდან჻ გონებანი჻ გონიერსა

1118. ხადუმნი჻ უჴმნა჻ უბრძანა჻ ისმინეთ჻ მოდით჻ ცნობასა მოღორებულხართ჻ დამცდარხართ჻ თქუენ჻ ჩემსა჻ პატრონობასა დამცდარა჻ თქუენი჻ ჴელმწიფე჻ ჩემსა჻ თუ჻ ჰლამის ძლობასა ჩემთუის჻ ბუკსა჻ და჻ ტაბლაკსა჻ ცუდად჻ გლახ჻ იცემს჻ ნობასა