... (S-2829), 1688 წ.

1137. ავთანდილ: გავლო: ქალაქი: მით: უებროთა: ტანითა: ზღვის: პირსა: სახლი: ნაგები: დგა: ქვითა: წითელ: მწვანითა: ქვეშეთკენ: სრითა: ტურფითა: კვლა: ზედათ: ბანის: ბანითა: დიდროვანითა: ტურფითა: მრავლითა: თანის: თანითა:

1138. მუნ: მიჰყავს: პირმზე: ავთანდილ: მას: მისსა: წინამძღომელსა: ჴმა: მდაბლად: ჰკადრებს: ისია: სრა: მისი: ეძებ: რომელსა: უჩვენებს: ეტყვის: ხედაო: ბანსაზედა: ქვეო: მდგომელსა: იქი: წევს: ძილად: იცოდი: ანუ: ქვე: ჰპოვებ: მჯდომელსა:

1139. კარსა: წინა: დარაჯანი: ორნი: უწვეს: მას: გლახ: ყმასა: ყმა: გავიდა: გაეპარა: დააგდებდეს: ვირე: ჴმასა: თვითო: ჴელი: ყელსა: მიჰყო: მუნვე: მისცა: სულთა: ჴდასა: თავი: თავსა: შეუტაკა: გაურია: ტვინი: თმასა:

1140. იგი: ყმა: საწოლს: მარტო: წვა: გულითა: ჯავრიანითა: ჴელ: სისხლიანი: ავთანდილ: შედგა: ტანითა: ჯანითა: ვერღა: აესწრა: იდუმალ: მოკლა: ვერცა: თუ: ვსცანითა: ჴელი: მოჰკიდა: მიწასა: დაასკვნა: დაკლა: დანითა:

1141. მჭურეტელთა: მზე: და: მებრძოლთა: მჴეცი: და: ვითა: ზარია: ბეჭდითურთ: თითი: მოჰკვეთა: ქვესკნელთ: მიწასა: გარია: ზღვათაკენ: სარკმლთა: გასტყორცა: ზღვასა: ქვიშათა: გარია: მისთვის: არცაღა: სამარე: არცა: სათხარად: ბარია:

1142. ჴმა: მათისა: დაჴოცისა: არ: გაისმა: არსით: არა: წამოვიდა: ვარდი: ტკბილი: რასამცა: ვით: გაემწარა: რომე: უწინ: გამოევლო: გზა: იგივე: წაიარა: ესე: მიკვირს: სისხლი: მისი: ასრე: ვითა: მოიპარა:

1143. რა: ფატმანისსა: შევიდა: ლომი: მზე: მოყმე: წყლიანი: უბრძანა: მოვკალ: მან: ყმამან: დღე: ვეღარ: ნახოს: მზიანი: თვით: მონა: შენი: მოწმად: მყავს: ფიცი: აფიცე: ღ~თიანი: აჰა: თითი: და: ბეჭედი: და: დანა: მაქვს: მე: სისხლიანი:

1144. აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: რას: გაშმაგდი: ისრე: რეტად: რას: გექადდა: ისი: კაცი: მესწრაფების: მეტის: მეტად: ფატმან: ფერჴთა: მოეხვია: არა: ღირს: ვარ: პირსა: ჭურეტად: გამიმრთელდა: გული: წყლული: ახლა: დავჯე: ცეცხლთა: შრეტად:

1145. მე: და: უსენი: შვილითურთ: აწ: ახლად: დავიბადენით: ლომო: ქებანი: შენნიმცა: ჩვენ: ვითა: ვადიადენით: ვინათგან: სისხლთა: იმისთა: დაღურანი: დაიქადენით: თავითგან: გითხრობ: ყველასა: [.....] [.........] დაემზადენით:

1146. ამა: ქალაქსა: წესია: დღესა: მას: ნავროზობასა: არცა: ვინ: ვაჭრობს: ვაჭარი: არცა: ვინ: წავა: გზობასა: ყოველნი: სწორად: დავიწყებთ: კაზმასა: ლამაზობასა: დიდსა: შეიქმენ: მეფენი: პურობა: დარბაზობასა:

1147. ჩვენ: დიდ: ვაჭართა: ზედა: გვაც: დარბაზს: მიღება: ძღვენისა: მათ: საბოძვრისა: ბოძება: მართებს: მგზავსისა: ჩვენისა: ათ: დღემდის: ისმის: ყოველგან: ჴმა: წინწილისა,: ებნისა: მოედანს: მღერა: ბურთობა: დგრიალი: ცხენთა: დგენისა:

1148. ქმარი: ჩემი: დიდ: ვაჭართა: წაუძღვების: უსენ: წინა: მათთა: ცოლთა: მე: წავასხამ: მაწვეველი: არად: მინა: დედოფალსა: ძღვენსა: უძღვნით: მდიდარი: თუ: გლახა: ვინ: ა: დარბაზს: ამოდ: გავიხარებთ: მხიარულნი: მოვალთ: შინა:

1149. დღე: მოვიდა: ნავროზობა: დედოფალსა: ძღუენი: ვსძღუენით: ჩვენ: მივართვით: მათ: გვიბოძეს: ავავსეთ: ავივსენით: ჟამიერად: მხიარულნი: წამოვედით: ნებით: ჩვენით: [.......................................]: უნებურნი: არ: ვიყვენით:

1150. ბაღსა: შიგან: თამაშობად: საღამო: ჟამს: გაველ: ჟამსა: გავიტანე: ხათუნები: მათი: ჭმევა: ჩემგან: ჴამსა: მამყვებოდეს: მომღერალნი: იტყოდიან: ტკბილსა: ჴმასა: ვიმღერდი: და: ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი: რიდე: თმასა:

1151. აქ: ბაღსა: შიგან: ტურფანი: სახლნი: ნატიფად: გებულნი: მაღალნი: ყოვლგნით: მხედველნი: ზღვაზედან: წაკიდებულნი: მუნ: შევიტანენ: ხათუნნი: იგი: ჩემთანა: ხლებულნი: კვლა: დავიდევით: ნადიმი: დავსხედით: ამოდ: შვებულნი:

1152. ვაჭრის: ცოლთა: უმასპინძლე: მხიარულმან: ამოდ: დურად: სმასა: ზედა: უმიზეზოდ: გავჴე: რამე: უგემურად: რა: შემატყვეს: გაიყარა: სხდომილ: იყო: რაცა: პურად: მარტო: დავრჩი: სევდა: რამე: შემომექცა: გულსა: მურად:

1153. უკმოვახვენ: სარკმელნი: და: შევაქცივე: პირი: ზღვასა: ვიხედვიდი: ვიქარვებდი: კაეშნისა: ჩემგან: ზარსა: შორს: ამიჩნდა: ცოტა: რამე: მოცურვიდა: შიგან: ზღვასა: ფრინველად: ვთქვი: ანუ: მჴეცად: სხვას: ვამსგავსე: მემცა: რასა:

1154. მოცურვიდა: ვერად: ვიცან: მომეახლა: იყო: ნავი: ორთა: კაცთა: ტანად: შავთა: თვით: პირიცა: ჰქონდა: შავი: იქით: აქათ: მოსდგომოდეს: ახლოს: უჩნდა: ოდენ: თავი: გამოიღეს: გამიკვირდა: იგი: უცხო: სანახავი:

1155. გამოზიდნეს: იგი: ნავი: გამოიღეს: ბაღსა: წინა: მიიხედნეს: მოიხედნეს: ვინ: გვიჭურეტსო: სადით: ვინა: ვერა: ნახეს: სულიერი: ვერცა: რამან: შეაშინა: მე: იდუმალ: ვიხედვიდი: სულღებული: ვიყავ: შინა:

1156. მით: ნავიდაღმან: მათ: რომე: გარდმოსვეს: კიდობანითა: აჰჴადეს: ქალი: გარდმოსვეს: უცხოთა: რამე: ტანითა: თავსა: რიდითა: შავითა: ქვეშეთ: მოსილი: მწვანითა: მზესა: სიტურფით: ეყოფის: იყოს: მისითა: გვანითა: