ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1189. რასაცა ლამი არ მოგცემს, მას ღმრთისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო, მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ჴელი ვით გავსძრა, ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია ვით მოიხმაროს მონამან, პატრონსა ზედა ჴმალია

1190. ეგე საქმე მე და ჩემსა, საყუარელსა შეგუამდურვებს ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მამასურვებს შენდობასა ჴორციელი, კაცი ვერა დამიურვებს

1191. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქნაფენამან ჴელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა ააყენა მან მიყოო კარგი ყველაი, მომართებამან შენამან მაგრამ სჯობს თქვენცა გალხინოს, ჩემმან შენითა ლხენამან

1192. დია მძულს მეტი მოყურისა, შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულმძიმობა დიდობა თუ მოყუარეა გულისა, ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარე მე ჩემდა იგ მისდა, დია სჯობს კიდის კიდობა

1193. მე ვიცი გული საშენოდ, შენისა საყუარელისა არ ეწყინების სტუმრობა, შენისა მე შემყრელისა რადმცა რა ვჰკადრე მეფესა, თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა, ნატრა მაქუს სანატრელისა

1194. ამას ოდენ მოვახსენებ, მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი, მან მისითა მოგონებით მაგრამ ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი, თავისთავის ნუ დასჭკნებით

1195. რა ავთანდილ ტარიასგან, სცნა წასლვასა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა, სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაჰყვა გაღანამცა, მას თანავე გზასა ვლიდა

ტარიელისაგან ქუაბსავე მისულა

1196. ამ საქმესა დაფარულსა, ბრძენ დიონოს გააცხადებს ღმერთი კარგსა მოავლინებს, და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკულადებს თავსა მისსა უკეთესსა, უზადო ჰყოფს არ აზადებს

1197. ფრიდონისით გაემართნეს, იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო, დაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს, სინატიფე სინაზენი

1198. იგი მზე უჯდა კუბოსა, და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა, მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახუდის ქვეყანა, მჭურეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღუნობდიან, აქებდეს არ აგინებდეს

1199. მას გვანდეს თუმცა სამყაროს, მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი, ლაღთა ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც მიუმცვდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხუდეს მის კლდისა არეთა

1200. ტარიელ ბრძანა მე მმართებს, დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ჴელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უცს ჴორცისა ჴმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა

1201. მივიდეს შიგან გარდაჰჴდეს, ქუაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უცს ჴორცი ირმისა, იქს მასპინძლობა კვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს, წასულასა მათ საქმეთასა ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა, ლხინად ჭირისა დღეთასა

1202. მოიარეს ქუაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი ჰპოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყუიან თუ არა გვაქუსო, იგ ამისთვის გულნაკლულნი

1203. უბოძა ტურფა მრავალი, მათ მათი შესაფერები კულა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყუა თუ სპასალარები აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა კაცდაუკარები

1204. ფრიდონს უთხრა ვალი შენი, ჩემგან ძნელად გარდიჴდების მაგრა თქმულა კარგის მქმნელი, კაცი ბოლოდ არ წაჴდების აწ საჭურჭლე რაზომიცა, აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე ვითა გხვდების

1205. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა,ჰკადრა მადლი მეტისმეტი მე მეფეო რად გგონივარ, უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მანამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1206. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა, მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისსა მისაღებლად, მის ყუელასა საჭურჭლისად აწ მუნითაც გაემართნეს, არაბეთით წავლად გზისად ავთანდილ არს გალეული, შესაყრელად მთვარე მზისად

1207. მიხუდეს არაბთა სამძღუარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები დახუდა სოფლები ციხები, ხშირხშირად თანისთანები მან შიგა მყოფსა ემოსა, ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი, არს ცრემლითა ნაბანები