ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1247. იაგუნდისა ჯამები, იყვის ლალისა ჭიქები კულა უცხო ფერთა ჭურჭელთა, სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები, კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდი, ნუ აიხსნები იქ ები

1248. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ჴმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროსა, და ბადახშისა თლილისა მსმელთათვის ღვინისა ასგან დის, წყარო მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდაჰჴდა ჟამი დილისა

1249. არა დარჩა უსაბოძვრო, არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი, მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად, ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე, ავთანდილის ვით მაყარი

1250. ხვალისად მეფე არაბთა, კვლა პურობს არ ღაფალია ტარიელს ეტყუის შენი მზე, საჭურეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა, და ეგე დედოფალია ჴამს ყურსა გვეგდოს საყურლად, ჩუენ თქუენი ნატერფალია

1251. აწ მეფეო არ ეგების, ჩვენი სხდომა თქუენად სწორად საჴელმწიფო საჯდომი და, სხვა დაუდგა ტახტი შორად ქვემოთ დასხნა ავთანდილ და, მისი ცოლი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის, მოიღიან იდვის გორად

1252. არაბთა მეფე იქცევის, იქს ოდენ მასპინძლობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იჴმობს ჴელმწიფობასა გასცემს და უქებს ყოველნი, უხობა იეფობასა ფრიდონ ზის ახლოს, ავთანდილს ჩვეული ვით მეფობასა

1253. მეფესა ქმრითურთ პატივი, ჰქონდა ჰინდოთა ქალისა სიყუარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა რომე სძღუნა არა ეგების, თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი, და გუირგუინები თუალისა

1254. კულავ უძღუნა ძღუენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა ათასი თუალი ნაშობი, რომანულისა დედისა კულა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კუერცხი ტრედისა ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა

1255. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი, მარგალიტი თავშედგმული ცხრა ტაიჭი ძვირფასისა, უნაგრითა შეკაზმული ინდოთ მეფე მხიარული, ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო სმული

1256. რას ვაგრძელებდე გარდაჴდეს, დღენი ერთისა თუისანი თამაშობდიან არ იყუნეს, ყოლე გაყრანი სმისანი ტარიელს უძღუნა უცხონი, თვალნი ლალისა ქვისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი, ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1257. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და, იყვის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე, გაგზავნა დასათხოელად შესთვალა შენი სიახლე, კმა ჩემად ლხინად ყოველად მტერთა აქუსთ ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად

1258. უცოდნი მოსრნის მცოდნელთა, ცოდნამან ჴელოვნებამან ვეჭუ მოქცეს თქუენცა დაღრეჯა, ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს, მე აქა დაყოვნებამან ადრე კულა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან

1259. როსტევანს ეთქუა მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით, გასჭურეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყუეს, წადით ლაშქრითა დიდითა თქუენთა მტერთა და ორგულთა, დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა

1260. ავთანდილ უთხრა ტარიელს, ესე საუბარი ორები მან უთხრა აგრე ნუ უბნობ, შესცევ ბროლისა ყორები ახალ შეყრილსა მთვარესა, მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა, შენგან არ მოვიღორები

1261. არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად ცოლი უყუარსო გამწირა, იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი, თავისა მე ვაგლახავად კაცსა მოყურისა გაწირვა, ახ მოუხდების ახ ავად

1262. ტარიელს უგავს სიცილი, ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ, შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა, ყოვლგნით მის თანა წვევსა

1263. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა, აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა, გაყრითა ნაღველ ჭმულია

1264. ერთმანერთისა გაყრილნი, ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დადფიცნი, სიტყვითა გამონდობილნი მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭურეტელთა, გულნიცა ესხნეს წდობილნი

1265. მთუარე ცისკრისა ვარსკულავსა, რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭურეტლად მჭურეტელმან, ჴამს თავი იქედგოროსა

1266. მათთავე სახედ რომელსა, ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე, არა თუ ნებით სწადიან ვარდსა წებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩასდიან მათთა გამყრელთა ყოველთა, სიცოცხლე არ იქადიან