ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1305. ინდოთ მეფე უბრძანებდა, ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქმნია, არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა, მეშვიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსუამ შენი იყოს, გუმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1306. ვინცა გწადდეს ქმრად, შეირთე სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმა გუმსახურებდი, თავი შენი დაგუამონე ასმათ ფერჴნი გარდუკოცნა, შენგან არის ჩემი ღონე მონობისა უკეთესი, რამც ვიშოვნე რამც ვიქონე

1307. ერთგან სამთავე ძმობილთა, დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო, მოუდიოდეს ძღუენია რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან, დაღრეჯა დააჩენია

1308. ტარიელ სცნა ამა ყმასა, ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი, გაღანამცა მამემდურვა აწ ვაგლახ მენ ჭირი შენი, გონებამან შვიდი თუ რვა მოგშორდები ლხინი ჩემი, საწუთრომან დამიშურვა

1309. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა, წავიდეო სახლსა ჩემსა ზედას ზედა დავსტკეპნიდე, დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა

1310. მასცა უბოძა ფარმანი, წა სახლი მოიარეო მე ნუ გამწირავ მიახლე, ადრე მობრუნდი გარეო ავთანდილს უთხრა უშენოდ, რამცაღა გავიხარეო რადგან ისწრაფი რაღა ვქმნა, მიგელის ლომსა მთვარეო

1311. როსტანისთვის წაატანა, ძღუნად ტურფა ჯუბაჩები კულავ ჭურჭელი თუალთა თლილთა, არ კოვზები არ ჩამჩები ჩემაგიერ მიუტანე, წაო ნურას მეურჩები ავთანდილ თქუა არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები

1312. ქალსა ქალმან გაუგზავნა, ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა, ვინ ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელმან, ვერა თქუას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1313. ავთანდილ შეჯდა წავიდა, ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა, დაწუა ცეხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მომკლაო, სოფლისა მე სამსალამა

1314. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ, იარნეს დღენი მცირენი გზამან გაჰყარნა წავიდეს, თავის თავს ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი, საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიხუდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი

ავთანდილ და ფრიდონ ტარიელს გამოეყარნეს და თავ თავის სახლში მოვიდეს

1315. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა, მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭურეტთა ლხენამან გააჴელმწიფა გუირგუინი, ზეცით მოსრულმან ზენამან

1316. მათ სამთავე ჴელმწიფეთა, ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი, მათთა ჴრმლითა დავეწყლულდეს მოიმატეს სამეფონი, გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს

1317. ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს, და გლახაკნი არ ითხოვდეს ავათ მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხუართა ვერა სწოვდეს შიგან მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთად სძოვდეს

ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავადყოფის ცნობა და შიგა ჩამოდგომა

1318. საწუთროო უხანაო, სიმუხთლისა სენი გჭირსა უწინ ცათა აყუანილსა, ჩააგდებვე დიდსა ჭირსა გააყვითლებ ქარვის ფერად, პირველ ლალსა განაჭვირსა კარგად ვერვინ ვერა ნახავს, ხანგრძლად შენგან დანაჭირსა

1319. ესე ამბავი ნარჩომი, მათ ლომთა მორჭმით მგონეთა გალექსვა აკლდა ხუარაზმთა, მეტად ვერ მოვიგონეთა ძნელია პოვნა გული ჰკრთა, დავვარდი დავეღონეთა კულავ ვთქუი ლექსი გავმერთე, მოსმენით გაიგონეთა

1320. აწ გონიერნო სიტყვანი, თქუენ ჩემნი შეიწყნარენით ძველნი ნარჩმნი ამბავნი, ლექსად ვთქუენ გაიხარენით სარგის დაურჩა უთქმელად, მას ესე დავაბარენით ლექსნი მიქენით ამისთვის, ენანი მომახმარენით

1321. მორჭმულია ინდოთ მეფე, მას ზედ მტერნი არ აბუქნა მით მჭურეტელთა დაადნობდა, მოყუარულთა დაუშუქნა აწ გაიღეთ მოედანსა, ბარგი მძიმე არ სუბუქნა კარავნი და კულავ ოთაღნი, ხატაურნი ვინმცა უქნა

1322. ბრძანებს წავალ მოსასუენოდ, მოვიარო მე მინდორი მრავლად ახლავნ ბაზიერნი, და მწყაზარი თეთრი ქორი სუნღული და შავარდნები, ბრუნავს მოჰყავს ერთსა ორი ავაზები გაუშვიან, დგიან მჭურეტნი იდგის გორი