ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1286. ქალი საბრალოდ მამასა, სტირს ბულბულისა მგზავსია თმა გაიგლიჯა გაყარა, ღაწუი ცრემლითა ავსია ვარდი შეიქნა ზაფრანად, ლალი მართ ვითა მხავსია მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია

1287. იხოჭს და იგლეჯს ზახილით, ტირს სიტყუა ჴაფი უარე სისხლი და წყალი თვალთაგან, სდის ცრემლი გარე უარე მოვჰკუე შენთვის მამაო, შვილი ყოველთა უარე ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე

1288. ჩემთვის ბნელქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო ჩემთა რა გაცნევს ამბავსა, გულისა მონაცემთაო მზეო რად ღა გაქუს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო რად არ დაიქეც ქუეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე მთაო

1289. ტარიელ მოსთქუამს, გამზრდელო ჰაი ჰაი რა საქმე მსმენია მიკუირს თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია მზე მოჰკუე ყოვლთა სულდგმულთა, სოფელი აღარ შენია ღმერთსა მიმადლე შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია

1290. მაშინ დასხდეს ყველაკანი, მტირალად და ცრემლთა მღურელად დიდნი ხანნი მოიტირეს, თავისთავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან, გულსადაგად არ თუ ჭრელად მაგრა ექმნეს სულსა მღებელ, კათოლიკოს მაწყუერელად

1291. ზე ადგეს და მოახსენეს, ჰე მნათობნო ცისა მზენო დასთმეთ გული დაიწყნარეთ, ქენით რაცა მოგახსენო იგი ღმერთმან გაამაღლა, ვითა ორბი მისნო ფრთენო აქ ყოფნა არა გვარგებს, არცაღა გუცალს გლოვად ჩვენო

1292. მადლი უბრძანეს აწვივნეს, ქუე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი, პირსა ფერ ჰაერ კრთომილნი შეშინებულნი საბრალოდ, მართ ვერას ვერ მიხდომილნი ებრძანა ძმანო რა გიკვირსთ, ჩვენ ვართ იგი წაჴდომილნი

1293. კულავ უბრძანებდეს, გუიამბეთ ამბავი დანარჩომია მათ მოახსენეს პატრონო, ჰინდოეთს დიდი ომია მოსულა ხატა ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია რამაზ არს ვინმე ჴელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია

1294. ჯერთ დედოფალი ცოცხალა, მკუდართაგან უფრო მკუდარია იბრძვის ლაშქარი ჰინდოთა, თუც იმედ გარდამწყდარია გარეთ ციხენი წაუხუმან, ყუელაი გარდამჴდარია მზეო თქუენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი ჰაი რა ავი დარია

1295. მუნა მყოფსა ყუელაკასა, შეეკერა ჩვენცა შავი რამაზს წინა გამოვედით, მისულად ვთქუით ჩვენი თავი მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი გამოგუიშვა წაედითო, არა გუიყო ყოლა ავი

1296. რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა ეჯი სამდღე წასავალი, ერთსა დღესა წაიარა დროშა მისი აიმართა, წინა არა მოიფარა აწ ნახე თუ გოლიათი, გული ვითა ამაგარა

ტარიელისაგან ჰინდოეთს მისვლა და ხატაელთ დამორჩილება

1297. ინდოეთს ზედან წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია აჩნდა ლაშქარი უსახო, მესაკვირველა ჰე დია ტარიელ ბრძანა მოყმენო, აწ თქუენგან რა იმედია ადრე მოვიცლი ჩემთაგან, ღ~თი და ჩემი ბედია

1298. ამა ლაშქართა უნახვან, კულავ ჴრმალთა ჩემითა კუეთანი ერთხელ შემებნეს დავჰჴოცენ, შევქნენ აბჯართა ფეთანი ავთანდილ ჰკადრა რად უნდა, თქმანი სიტყუათა მძლეთანი მართ ვითა მტუერთა წავიხუამთ, მიხუდეს ფერჴითა ცუეთანი

1299. დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს გაჩაუქდეს ცხენთა შესხდეს უკეთესთა, საჴედარნი ასუბუქდეს ერთმანერთსა აჯობინეს, მჭურეტელთაგან არ გაუქდეს იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაცა უფრო ბუქდეს

1300. წინ მავალნი დარაჯათა, მათთა ზედა გარდეკიდეს ტარიასთა გააქცივნეს, მისდევდეს და ჩამოჰყრიდეს მოაგებნეს მჴარდაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს იზახდიან ვისნი ხართო, ჰკითხეს ხანსა დარეზმიდეს

1301. მათ მოახსენეს მეფეო, ჩუენ ცუდად დაღორებულნი რამაზის ჴელმწიფისანი, აქა დარაჯად რებულნი უბრძანა წადით რეგუენნო, ჩვენ თქუენგან გაფიცხებულნი აცნობეთ თქუენსა პატრონსა, მოვლენ გულითა ქებულნი

1302. უთხარით ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია იგი ჴელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია ჩემსა ამბავსა გაცნევენ, შენნივე დარაჯანია შიში ვერ გიხსნის სიკუდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია

1303. სრულნი ჰინდონი ავთანდილს, და ფრიდონს ღ~თად ხადოდიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი, მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭურეტდიან, რაც სწადდის მას იტყოდიან სადარბაზობლად ნიადაგ, მათ წინა მოვიდოდიან

1304. ტარიელ რამაზ მეფესა, უბოძვა საბოძვარია უბრძანა ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია მან თაყუანისცა პირისა, ქუე მდაბლად დამდებარია წავიდა მისი მლოცავი, არ ომთა მომკვეხარია