ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1151. შენ იყავ ჩვენი მშობელი, და ჩვენგან საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს, სამიწოდ ჩემი თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო, წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1152. მეფემან ნავი ხომალდი, მოჰკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღურიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს, თმაწუერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შერევით, თვით ზღვაცა გაადიდესა

სამთაგანვე ფრიდონისას მისულა

1153. გამოვლნეს ზღუანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა კულა ამტკიცებდეს სიტყუათა, მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი, მათ მისთა არუვიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის, ზედან ბროლისა ფიცართა

1154. მუნით კაცი ასმათს თანა, მათ გაგზავნეს მახარობლად კულა ფრიდონის თავადთასა, ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს, მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად

1155. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღუის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის, მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქუეყანა, იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის, ჴმა სიმღერისა ხშირისა

1156. მუნ ყველაი მიეგება, ფრიდონის დიდებულები ასმათი სამთავე ლხინითა, ყოლე არ აჩნდა წყლულები ნესტანდარიჯს მოიჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი, მან მისი ნაერთგულები

1157. ნესტანდარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე ,შენცა აგავსე ჭირითა აწ ღმერთმან მოგცა წყალობა, ვცან მისი არსიძვირითა მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი გარდვიხდი რითა

1158. ასმათ ჰკადრა მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არდაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა, გონებამან დაფარულნი სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს, ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობან ყოვლთა მოყვარულთა, პატრონყმანი მოყუარულნი

1159. დიდებულთა თაყუანისსცეს, მოახსენეს დიდი ქება რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულა მისი ღუთება ჩვენ გვიჩვენნა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა, მასვე ძალუც განკურნება

1160. მოვიდა და პირი ხელსა, დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყუის ძმათა თქუენთა, თავნი ჩუენთუის დაიჴოცნეს იგი შვება საუკუნო, ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხუდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს

1161. თუცა მე მათი დახოცა, მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიხუდა უკვდავი, მუნ დიდი საომარია ესე თქვა ნელად ატირდა, და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იძვრის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია

1162. მუნ ატირდეს ყუელაკანი, რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვის რა დაჰკლებოდა, მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს, რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქუენთა მჭურეტთა მღერა მართებს, რასათვისმცა ივაგლახეს

1163. ვინ ღირსა თქუენგან ეგზომსა, ტირილსა შეჭირვებასა თქუენთვის სიკვდილი დია სჯობს, მიწათა ზედან რებასა კულა ფრიდონ ჰკადრა მეფესა, ნურათ იქთ გამწარებასა ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს, ათასსა გახარებასა

1164. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყუის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს, თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა წახდომილი, ლომი მზესა დაკარგულსა აღარ ვსტირით სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1165. მივიდეს სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა, ჴმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია

1166. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭურეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი, ჴელთა აქუსთ მათ აბჯარია დაიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია მათგან საჭურეტლად მიშვება, მუნ მათგან ნააჯარია

1167. გადახდეს დაფრიდონისსა, სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი, ოქროს სარტყლითა მონები ფერჴთა საფენლად ოქსინო, მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1168. მათ ქალყმათათვის საჯდომი, დაედგა თეთრძოწეული წითელყუითლითა თვალითა, ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყვითელი, და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭურეტელი, ვცან მათი სულდალეული