ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1208. ავთანდილ იცნეს გაისმა, ჴმა მათგან სიხარულისა დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა, ქნა მათკენ სიარულისა თაყვანისსცემდა სიმრავლე, სპისა პირმხიარულისა ქალი ნახიან შვენება, თქვიან არს მზისა სრულისა

1209. ტარიელ კაცი გაგზავნა, წინაშე როსტან მეფესა შესთალა გკადრებ მეფეო, სურვილით სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენთა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭუნელსა მოუკრეფესა

1210. მაშინ თქუენ ჩემი გეწყინა, ნახვა მიწისა თქვენისა ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ, შემოტეობა ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე, ნიშანი რამე წყენისა დავჰჴოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქუენისა

1211. აწ ამად მოვალ წინაშე, დავჰყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე, ჰქნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა მაქუს გუმოწმობენ, ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღუნად თქვენი ავთანდილ, მე თქვენთვის მომიტანია

1212. რა მიუვიდა მეფესა, მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყუის, ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწუთა ემატა, ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს, მუნ ჩრდილი წარბწამწამისა

1213. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა, სიცილი თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქნა სწადდა მათკენ რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა შესხდა სიმრავლე მოყმისა, გულფიცხელ მკლავ მაგრებისა

1214. მეფე შეჯდა გაეგებნეს, თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან, მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღმერთსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ჴმანი თქვეს ბოროტსა უმყოფოა, კეთილნია შენთვის მზანი

1215. რა ერთმანერთი აუჩნდა, მიგებულ მოსაგებავთა ავთანდილ ეტყვის ტარიელს, სიტყუათა დანაზებავთა აგერა ხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა ამისთვის ვიწვი სახმილი, გულსა ედების ენავთა

1216. ისია ჩემი გამზრდელი, და თქუენდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან, გულსა საჴმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული, კაცი არ დაბადებულა რასაცა მიზამთ თქვენ იცით, ფრიდონ თქუენადვე ხლებულა

1217. ტარიელ უთხრა კარგსა იქ, შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მიხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ უთხრობ მეფესა, შენგან თავისა მალვასა ვეჭობა ადრე შეგყარო, მზესა მას ტანად ალვასა

1218. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი ნესტანდარეჯან მუნვე დგას, იგია მჭურეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი, ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა, მისრული მიუპარავი

1219. ფრიდონ წაჰყუა გაღანამცა, გავლეს ველი დიდსა ხანსა ცნა მეფემან ტარიელი, მარტო მოვა მოხრის ტანსა გარდახდა და თაყვანისცა, მას უკადრსა ლომებრ ჯანსა სდებს პატივსა ჰინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგუანსა

1220. ტარიელცა თაყუანი სცა, მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა, მართ ბაგისა დასაამოდ გაკუირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა, არის დღისა შესაღამოდ

1221. გაეკვირვა მეფე მისსა, თვალადობა სიტურფესა პირსა უჭურეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა კულა ფრიდონცა უსალამა, თაყუანი სცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის, ნახვისათვის მოსწრაფესა

1222. მეფე ტარიას ქებასა, დაჰკრთების დაეღონების ტარიელ ეტყუის მეფეო, აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე, თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ თქვენია, სხვა რად ვინ მოგეწონების

1223. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახუა, და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო, ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა, თქვენთანა ვერ მოტანისა ვიაჯი რასმე აწ მმართებს, მოთხოვა მე ფარმანისა

1224. დასხდეს მეფენი მოადგა, გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი, ადგს უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა, სიტყუისა ბრძნად ნაკაზმისა

1225. მეფეო თავი მემცრობის, მე მისად მოსახსენებლად მაგრა მოსრული თქვენს წინა, ვარ შემოხვეწლად ქენებლად თვით იგი იაჯს რომელიც, სჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად ვინ არის ჩემად სინათლედ, და ჩემად გამათენებლად

1226. აწ ამას გკადრებთ ორნივე, ხვეწით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი, მისგან თავისა დადებით დავიწყდა რომე პატიჟნი, სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენთ გრძელი ამბავი, არს ჩუენგან მიუმხვდარებით

1227. თქუენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა მას ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერნამკრთალსა მუხლდაყრილი გიაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცე ქალი თქუენი, მკლავმაგარსა გულფიქალსა