ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1095. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდან და ცოტანი სამასი კაცი გუეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად, დავაგნეთ ჴრმალთა კოტანი მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა, მოგვკლავს ალვისა მოტანი

1096. ქაჯეთს ერთხელ მეც ვყოფილვარ, ნახავთ თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შეუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგუყუების

1097. იგინიცა დაემოწმნეს, ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა, წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს, ყოვლსა პირველ შენაზარსა

1098. ზღვა გაიარეს სამთავე, ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს, დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქუა ვახლავთ არეთა, ჩუენ ქაჯეთს მიახლებულთა აქადგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა

1099. ამა ფრიდონის თათბირთა, სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან, და ღამით ფიცხლა ვლიდიან მივიდნენ აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა, ჴმა ჯარვით გაადიდიან

1100. ყოვლგნით მრგვალი შეუვალი, არსით იყო ყოლა პირი სამთა კართა ცხრა ათასი, ზედა სცუიდა მოყმე გმირი შუა ციხე ამართული, კლდე კეკლუცი არ დუხჭირი გვირაბითა შესავალი, ახურეტილი ვითა სტუირი

1101. გვირაბის კარსა ჭაბუკი, ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ჭაბუკი, მთვარე დგას მუნ ნათელია თქუეს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ, აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა

1102. ფრიდონ თქუა ვიტყვი სიტყვასა, ვეჭუ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს, არჟამი საკუეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგუიხშან კარია

1103. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი, სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან მწურთიდიან ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მამკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან

1104. აწ ვინცა ვიცით უკეთუ, შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ, წვერი საბლისა გრძელისა მაზედა გავლა ადვილად, მიჩანს მართ ვითა ველისა თქვენ ჭირად გიყო შიგანთა, პოვნა კაცისა მრთელისა

1105. აბჯრითა გავლა არად მიჩანს, ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავხოც გავახუამ, ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა, გესმას ზრიალი ზარისა

თათბირი ავთანდილისა

1106. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი, გაქვს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახივიან მაგრა გესმის თუ გუშაგნი, რა ახლო ახლო ყივიან

1107. რა გახვიდოდე გუშაგთა, ესმას აბჯრისა ჩხერება გვიგრძნობენ თოკსა მოჰკუეთენ, ამისი ჴამს დაჯერება წაგვიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა, სხუაებრ ვქნათ თავის ტერება

1108. სჯობს დადეგით დამალულნი, თქუენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ, მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა მოვეკაზმი, ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ, მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა

1109. სამთავე შესულა არ ვარგა, თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად, და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები გავეცრუები ღ~თნ ქნას უხუად ვადინო, შიგნით სისხლისა რუები

1110. შიგანთა მცველთა მოვიცლი, მე უნახავად ჭირისად თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მგზავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახუამ, ნახოთ გაღება კარისად თუ რა სხვა გვიჯბს თქუენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხეს შესხდომა და აღება

1111. ტარიელ უთხრა მე თქვენი, ვსცან გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალგულსა თქვენივე, ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ჴრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს, რა ომმან ქნას გაჭირობა