... (S-4997), XIX ს.

1086. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა მოემატა დაშვენება დაემგზავსა ლომი მზესა

1087. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად არ პირ ბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინნა აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად

1088. ფატმან მისსა შვენებასა მეტის მეტად კვირდებოდა მან პასუხი არა გასცა თავისწინა ღიმდებოდა შეეტყვების არ მიცნობსო რა რეგვნად და რაგვარ ხმობდა თუცა რასმე იფერებდა მეტი არა გავიდოდა

1089. პური ჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მხიარული დაწვა ამოდ დაიძინა საღამო ჟამს გაიღვიძა შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე მარტო ვარო თავისწინა

1090. ფატმან მივიდა ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მამკლავს უცილოდ ტანი ალვისა მო ხისა გვერცა დაისვა ბალიში მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1091. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა მართ ვითა გველ ნაკბენია მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მამკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია

1092. გგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა მაქვს პატრონობა მრავლისამეფისა საჭურჭლე ზარდახანისა

1093. შენ იცი კარგი მოყვარე ერთგული მისანდობელი მათ უვის ერთი ასული მზე ხმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი მან გამამგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი

1094. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად მის გულისა და ძალისად

1095. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისგან შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა

1096. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მისა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველანი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კულავ მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა

1097. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი ანბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი ვქნათ მისი გამორჩეული ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული

1098. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება საქმენი მომხვდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავი უკვდავებისა სწორანი მოჰგვარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

1099. აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემი შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსო სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა

1100. კულაცა უთხრა გაისარჯე რაცა შენგან შეიძლების ჩვენსა ვარდსა მივეშველოთ იგ უმზეოდ რათა სჭკნების თუ ჰაერი კარგი იქმნას უმეტესადაყვავდების რაცა კაცი ღ~თსა შესთხოვს არაოდეს ასცილდების

აქა წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი გრძნეულითა ხელითა

1101. ფატმან სწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზ ენაო ბროლო და ლალო ორივე კულავ ერთგან შენათხზენაო

1102. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა მოვალხენიე შენთვის ჴელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე ორნივე მიხუდეთ წადილსა იგი ვარდობდეს შენ იე

1103. მოსულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული ჴელმწიფე როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

1104. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა