... (Q-779), XVIII ს.

1080. რაცა჻ მითხრა჻ სიკუდილამდის჻ არვის჻ უთხრა჻ სულიერსა არა჻ ბერსა჻ არა჻ ყმასა჻ მოყუარესა჻ არცა჻ მტერსა მერე჻ უთხარ჻ ყუელაკაი჻ უსენს჻ კაცსა჻ მლმობიერსა მოდი჻ მომყევ჻ აქა჻ სამე჻ მე჻ გიჩუენებ჻ მზისა჻ ფერსა

1081. ადგა჻ ამყუა჻ და჻ წავედით჻ შევლენით჻ კარნი჻ სრისანი უსენ჻ გაჰკვირდა჻ გაცაჰკრთა჻ რა჻ შუქნი჻ ნახნა჻ მზისანი თქუა჻ რა჻ მიჩუენე჻ რა჻ ვნახე჻ რანია჻ ნეტარ჻ რისანი თუ჻ ჴორციელი჻ არისცა჻ თუალნიმცა჻ მრისხვენ჻ ღმრთისანი

1082. ვთქუი჻ თუ჻ არცა჻ რა჻ მე჻ ვიცი჻ ამისი჻ ჴორციელობა რაცა჻ არ჻ გითხარ჻ მის჻ მეტი მაქუს არცა მეცნიერობა მე჻ და჻ შენ჻ ვჰკითხოთ჻ ვინ჻ არის჻ ვისგან჻ სჭირს჻ ისი჻ ხელობა ნუთუ჻ რა჻ გუითხრას჻ ვეაჯნეთ჻ ქნას჻ დიდი჻ ლმობიერობა

1083. მივედით჻ გუქონდა჻ ორთავე჻ კრძალვა჻ მისისა჻ კრძალისა ვჰკადრეთ჻ თუ჻ მზეო჻ საჴუმილი჻ გუედების჻ შენგან჻ ალისა გუითხარ჻ რა჻ არის჻ წამალი჻ მთუარისა჻ შუქ჻ ნამკრთალისა რას჻ შეუქნიხარ჻ ზაფრანად჻ შენ჻ ფერად჻ მსგავსი჻ ლალისა

1084. რაცა჻ ვჰკითხეთ჻ არა჻ ვიცი჻ ესმა჻ ანუ჻ არ჻ ისმენდა ვარდი჻ ერთგან჻ შეეწება჻ მარგალიტსა჻ არ჻ აჩენდა გუელნი჻ მოშლით჻ მოეკეცნეს჻ ბაღი჻ შეღმა჻ შერაშენდა მზე჻ ვეშაპსა჻ დაებნელა჻ ზედა჻ რადმცა჻ გაგუითენდა

1085. ვერა჻ დავყარეთ჻ პასუხი჻ ჩუენ჻ საუბრითა჻ ჩუენითა ვეფხი ავაზა჻ პირქუშად჻ ზის჻ წყრომა჻ ვერ჻ უგრძენითა კულაცა჻ ვაწყინეთ჻ ატირდა჻ მჩქეფრად჻ ცრემლისა჻ დენითა არა჻ ვიციო჻ მიმიშუი჻ ეს჻ ოდენ჻ გუითხრა჻ ენითა

1086. დავსხედით჻ და჻ მის჻ თანავე჻ ვიტირეთ჻ და჻ ცრემლი჻ ვლამეთ რაცა჻ გუეთქვა჻ შევინანეთ჻ სხუამცა჻ რაღა჻ შევიწამეთ ძლივ჻ ვიაჯეთ჻ დადუმება჻ დავადუმეთ჻ დავაამეთ ჩუენ჻ მივართუით჻ ხილი჻ რამე჻ მაგრა჻ ვერა჻ ვერ჻ ვაჭამეთ

1087. უსენ჻ იტყვის჻ ბევრ჻ ათასნი჻ ჭირნი჻ ამან჻ ამიჴოცნეს ესე჻ ღაწუნი჻ მზისად჻ ჴმანან჻ კაცთაგანმცა჻ ვით჻ იკოცნეს უმართლეა჻ ვერ მჭურეტელმან჻ თუ჻ პატიჟნი჻ იასოცნეს მე჻ თუ჻ შვილნი჻ მირჩევნიან჻ ღ~თნ჻ იგი჻ დამიხოცნეს

1088. მას჻ უჭურიტეთ჻ დიდი჻ ხანი჻ წამოვედით჻ სულთქმით჻ ახით შეყრა჻ გუიჩნდის჻ სიხარულად჻ გაყრა჻ დიდად჻ ვივაგლახით ვაჭრობისა჻ საქმისაგან჻ მოვიცალით჻ იგი჻ ვნახით გული჻ ჩუენი჻ გაუშვებლად჻ დაეტყვევნეს჻ მისით჻ მახით

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა჻

1089. რა჻ გამოჴდა჻ ხანი჻ რამე჻ გამოვიდა჻ ღამე დღენი უსენ჻ მითხრა჻ არ჻ მინახავს჻ ძოღანდიდგან჻ მეფე჻ ჩუენი მივაზირებ჻ წავალ჻ ვნახავ჻ უდარბაზო჻ უძღუნა჻ ძღუენი მოვაჴსენე჻ დია჻ ღ~თო჻ ბრძანებაა჻ ეგე჻ თქუენი

1090. უსენ჻ ტაბაკსა჻ დააწყო჻ მარგალიტი჻ და჻ თუალები დავვედრე჻ დარბაზს჻ დაგჴუდების჻ დარბაზის჻ ერი჻ მთურალები ამა჻ ქალისა჻ ამბავსა჻ მომკალ჻ თუ჻ არ჻ ეკრძალები჻ კულა჻ შემომფიცა჻ არ჻ ვიტყუი჻ თავსაცა჻ მეცეს჻ ჴრმალები჻

1091. უსენ჻ მოვიდა჻ ჴელმწიფე჻ დახუდა჻ ნადიმად჻ მჯდომელი უსენ჻ არიფი჻ მეფისა჻ მეფეა჻ მისი჻ მდომელი წინა჻ მიისუა჻ შეიძღუნა჻ ძღუენი჻ მიართუა჻ რომელი აწ჻ ნახეთ჻ მთურალი჻ ვაჭარი჻ ცქაფი჻ უწრფელი჻ რომელი

1092. რა჻ მეფემან჻ უსენს჻ წინა჻ სუა჻ მრავალი჻ დოსტაქანი კულა჻ შესუეს჻ და჻ კულა჻ აივსნეს჻ სხვა჻ ფარჩნი჻ და჻ სხვა჻ ჭიქანი დაავიწყდეს჻ იგი჻ ფიცი჻ რა჻ მუსაფნი჻ რა჻ მაქანი მართლად჻ თქმულა჻ არა჻ ჰმართებს჻ ყუავსა჻ ვარდი჻ ვირსა჻ რქანი჻

1093. უთხრა჻ დიდმან჻ ჴელმწიფემან჻ უჭკუოსა჻ უსენ჻ მთურალსა დია჻ მიკუირს჻ საძღუნოდ჻ ჩუენად჻ სით჻ მოიღებ჻ ამა჻ თუალსა მარგალიტსა჻ დიდროანსა჻ უმსგავსოსა჻ ჰპოვებ჻ ლალსა ვერ჻ გარდვიჴდი჻ თავმან჻ ჩემმან჻ ძღუენთა჻ შენთა჻ ნაათალსა

1094. თაყუანი჻ სცა჻ უსენ჻ ჰკადრა჻ ჰე჻ მაღალო჻ ჴელმწიფეო ზეცით჻ შუქთა჻ მომფენელო჻ მარჩენელო჻ არსთა჻ მზეო რაცა჻ სხუა჻ მაქუს჻ ვისი჻ არის჻ ოქრო჻ თუნდა჻ საჭურჭლეო დედის჻ მუცლით჻ რა჻ გამომყუა჻ მბოძებია჻ თქუენგან჻ მეო

1095. ამას კადრებ჻ თავმან჻ თქუენმან჻ არა჻ გმართებს჻ მადლი჻ ძღუნისა სხუა჻ რამე჻ მითქს჻ სასძლო჻ თქუენი჻ შესართავი჻ თქუენის჻ ძისა მას჻ უცილოდ჻ დამიმადლებთ჻ ოდეს჻ ნახოთ჻ მსგავსი჻ მზისა მაშინ჻ მეტად჻ გაამრავლოთ჻ თქუენ჻ ბრძანება჻ ნეტარძისა჻

1096. რას჻ ვაგრძელებდე჻ გატეხა჻ ფიცი჻ სიმტკიცე჻ სჯულისა უამბო჻ პოვნა჻ ქალისა჻ მჭურეტთაგან჻ მზედ჻ სახულისა მეფესა჻ მეტად჻ იამა჻ მიეცა჻ ლხინი჻ გულისა უბრძანა჻ დარბაზს჻ მოყუანა჻ სრულქმნა჻ უსენის჻ თქმულისა

1097. მე჻ აქა჻ ჩემსა჻ ამოდ჻ ვჯე჻ მუნამდის჻ არ჻ მიკუნესია შემოდგა჻ კარსა჻ მეფისა჻ მონათა჻ უხუცესია თანა჻ ჰყუა჻ მონა჻ სამოცი჻ ვით჻ ჴელმწიფეთა჻ წესია მოვიდეს მეტად გავჰკუირდი჻ ვთქუი჻ რამე჻ საქმე჻ ზესია

1098. მისალამეს჻ ფატმან჻ მითხრეს჻ ბრძანებაა჻ ღ~თისა჻ სწორთა დღეს჻ რომელი჻ უსენ჻ შესძღუნა჻ ქალი჻ მსგავსი჻ მზეთა჻ ორთა აწ჻ მოგუგუარე჻ წავიყუანოთ჻ ვლა჻ არ჻ გვინდა჻ გზათა჻ შორთა ესე჻ მესმა჻ დამტყდეს჻ ცანი჻ რისხუა჻ ღ~თისა჻ ეცა჻ გორთა