... (Q-779), XVIII ს.

1060. თუ჻ არ჻ მოგცენ჻ ნუღა჻ მისცემთ჻ წაგუარეთ჻ და჻ დაჰხოცენით მოიყუანეთ჻ ისი჻ მთუარე჻ ქენით჻ კარგად჻ ეცადენით ჩემნი჻ ყმანი჻ ზედა დაღმან჻ ჩაეპარნეს჻ ვითა჻ ფრენით დაევაჭრნეს჻ არ჻ მოჰყიდეს჻ შავნი჻ ვნახენ჻ მეტად჻ წყენით

1061. მე჻ სარკუმელთა჻ გარდავადეგ჻ რა჻ შევიგენ჻ არ჻ მოჰყიდეს შევუზახენ჻ დაჴოცენით჻ დაიპყრნეს჻ და჻ თავსა჻ სჭრიდეს იგი჻ ზღუასა჻ შეასრივნეს჻ შემოადგეს჻ ქალსა჻ სცუიდეს ჩავეგებე჻ გამოვგუარე჻ ზღუის჻ პირს჻ ხანსა჻ არ჻ დაზმიდეს

1062. რა჻ გიამბო჻ ქება჻ მისი჻ რა჻ სიტურფე჻ რა჻ ნაზობა ვფიცავ჻ რომე჻ იგი჻ მზეა჻ არა჻ ჰმართებს჻ მზესა჻ მზობა ვინ჻ გაიცდის჻ შუქთა჻ მისთა჻ ვინმცა჻ ვით჻ ქნა჻ ნახაზობა მე჻ თუ჻ დამწუავს჻ აჰა჻ მზა჻ ვარ჻ არღა჻ უნდა჻ ამას჻ მზობა

1063. ესე჻ სიტყუა჻ დაასრულა჻ ფატმან჻ იკრნა჻ პირსა჻ ჴელნი ავთანდილსცა჻ აეტირნეს჻ გარდმოყარნა჻ ცრემლნი჻ ცხელნი ერთმანერთი჻ დაავიწყდა჻ მისთუის჻ გაჰჴდეს჻ ვითა჻ ხელნი ღუარმან჻ ზედათ჻ მონადენმან჻ გააწყალნა჻ ფიფქნი჻ თხელნი

1064. მოიტირეს჻ ყმამან჻ უთხრა჻ ნუღარ჻ გასწყვედ჻ გაასრულე ფატმან჻ იტყუის჻ მივეგებე჻ გული჻ მისთუის჻ ვაერთგულე გარდუკოცნე჻ ყოვლი჻ ასო჻ თავი჻ ამად჻ მოვაძულე ზედა჻ დავსუი჻ ტახტსა჻ ჩემსა჻ შევეკვეთე჻ გავესულე

1065. ვჰკადრე჻ მითხარ჻ ვინ჻ ხარ჻ მზეო჻ ანუ჻ შვილი჻ ვისთა჻ ტომთა იმა჻ ზანგთა჻ სით჻ მოჰყუანდი჻ შენ჻ პატრონი჻ ცისა჻ ჴომთა მან჻ პასუხი჻ არა჻ მითხრა჻ მე჻ სიტყუათა჻ ესე჻ ზომთა ასნაკეცი჻ წყარო჻ ვნახე჻ ცრემლთა჻ მისთა჻ მონაწთომთა

1066. რა჻ მივაჭირვე჻ კითხვითა჻ მეტითა჻ საუბარითა გულ ამოჴრჩუინით჻ ატირდა჻ მით჻ რამე჻ ჴმითა჻ წყნარითა ბროლ ლალსა჻ ღუარი჻ ნარგისთა჻ მოსდის჻ გიშრისა჻ ღარითა მისი჻ მჭურეტელი჻ დავიწუი჻ გაჰვჴე჻ გულითა჻ მკუდარითა

1067. მითხრა჻ შენ჻ ჩემთუის჻ დედაო჻ ხარ჻ უმჯობესი჻ დედისა რას჻ აქნევ჻ ჩემსა჻ ამბავსა჻ ზღაპარი჻ არის჻ ყბედისა ღარიბი჻ ვინმე჻ შემსწრობი჻ ვარ჻ უბედოსა჻ ბედისა თუ჻ რაცა჻ მკითხო჻ ძალიმცა჻ გიგმია჻ არსთა჻ მხედისა

1068. ვთქუი჻ უჟამოდ჻ არ჻ წესია჻ მოყვანა჻ და჻ მზისა჻ ხმობა მომყუანელი჻ გაშმაგდების჻ და჻ წაუვა჻ ერთობ჻ ცნობა ჴმობა჻ უნდა჻ ჟამიერად჻ სააჯოსა჻ ყოვლსა჻ თხრობა რად჻ არ჻ ვიცი჻ ამა჻ მზისა჻ საუბრისა჻ უჟამობა

1069. ავიყუანე჻ იგი჻ პირმზე჻ ნაქები჻ და჻ ვერ჻ ვთქუი჻ უქი სურვილმან჻ და჻ მზემან჻ მისმან჻ ძლივ჻ დავმალე჻ მისი჻ შუქი ჩამოვჰბურე჻ მრავალკეცი჻ სტავრა჻ მძიმე჻ არ჻ სუბუქი ცრემლსა჻ სეტყუს჻ და჻ ვარდსა჻ აზრობს჻ წამწამთაგან჻ მოქრის჻ ბუქი

1070. მოვიყუანე჻ შინა჻ ჩემსა჻ იგი჻ პირმზე჻ ტანით჻ ალვით მოუკაზმე჻ სახლი჻ ერთი჻ შიგან჻ დავსუი჻ მეტად჻ მალვით არვის჻ უთხარ჻ სულიერსა჻ შევინახე჻ ფარვით჻ კრძალვით ერთი჻ ზანგი჻ ვამსახურე჻ მე჻ შევიდი჻ ვნახი჻ ხალვით

1071. ვით჻ გიანბო჻ საკვირველი჻ მე჻ გლახ჻ მისი჻ ყოფა ქცევა დღე჻ და჻ ღამე჻ გაუწყვედლად჻ ტირილი჻ და჻ ცრემლთა჻ ფრქვევა შევეხვეწი჻ დადუმდიო჻ წამერთ჻ ქონდის჻ ჩემი჻ თნევა აწ჻ უმისოდ჻ ვით჻ ცოცხალ჻ ვარ჻ ჰაი჻ ჰაი჻ ჩემთუის჻ ვაგლახ჻ მე჻ ვა

1072. შინა჻ შევიდი჻ მას჻ წინა჻ ედგის჻ ცრემლისა჻ გუბები შიგან჻ მელნისა჻ მორევსა჻ ეყრდნის჻ გიშრის჻ შუბები მელნისა჻ ტბათათ჻ იღურების჻ სავსე჻ სათისა჻ რუბები შუა჻ ძოწსა჻ და჻ აკიკსა ჭუირს჻ მარგალიტი჻ ტყუბები

1073. ჟამი჻ ვერ჻ ვჰპოვე჻ კითხვისა჻ ნიადაგ჻ ცრემლთა჻ ღურისაგან თუმცა჻ მეკითხა჻ ვინა჻ ხარ჻ და჻ ეგრე჻ გასრული჻ რისაგან მჩქეფრად჻ სისხლისა჻ ნაკადი჻ მოსდის჻ ალვისა჻ ხისაგან მას჻ ჴორციელი჻ არ჻ გასძლებს჻ სხუა჻ კიდეგანი჻ ქუისაგან

1074. არად჻ უნდის჻ საბურავი჻ არცა჻ წოლა჻ საგებლითა მიწყივ჻ იყვის჻ რიდითა჻ და჻ მით჻ ერთითა჻ ყაბაჩითა მკლავი჻ მისი჻ სასთაულად჻ მიიდვის჻ და჻ მიწვის჻ მითა ძლივ჻ ვაჭამი჻ ცოტა჻ რამე჻ ათასითა჻ შეხუეწითა

1075. სხუა჻ გიამბო჻ საკვირველი჻ რიდისა჻ და჻ ყაბაჩისა ვარ჻ მნახავი჻ ყოვლისავე჻ უცხოსა჻ და჻ ძუირფასისა მაგრა჻ მისი჻ არა჻ ვიცი჻ ქნილი჻ იყო჻ რაგუარ჻ რისა სილბო჻ ჰქონდა჻ ნაქსოვისა჻ და჻ სიმტკიცე჻ ნაჭედისა

1076. მან჻ ტურფამან჻ სახლსა჻ ჩემსა჻ ეგრე჻ დაყო჻ ხანი჻ დიდი ვერ჻ გავანდევ჻ ქმარსა჻ ჩემსა჻ შესმენისა჻ მქონდა჻ რიდი ვთქუი჻ თუ჻ უთხრობ჻ ვიცი჻ დარბაზს჻ გამამჟღავნებს჻ ისი჻ ფლიდი ესე჻ მეყო჻ საგონებლად კულა჻ შევიდი჻ კულა჻ გავიდი

1077. ვთქუი჻ თუ჻ არ჻ ვუთხრა჻ რა჻ უყო჻ ჩემგან჻ რა჻ მოეგუარების არცა჻ რა჻ ვიცი჻ რა჻ უნდა჻ რა჻ ვისგან჻ მოეჴმარების ქმარი჻ რა჻ მიგრძნობს჻ მოცამკლავს჻ ვერღარა჻ მომეფარების ვითა჻ დავმალო჻ ნათელი჻ ვინ჻ მზესა჻ დაედარების

1078. მე჻ გლახ჻ მარტომან჻ რა჻ ვუყო჻ მიმატებს჻ ცეცხლთა჻ დებასა მო჻ და჻ გავანდო჻ ნუ჻ შევალ჻ უსენის჻ შეცოდებასა არ჻ გამამჟღავნოს჻ ვაფიცო჻ თუ჻ მომცემს჻ იმედებასა სულსა჻ ვერ჻ წასწყმედს჻ ვერა჻ იქს჻ ფიცისა჻ გაცუდებასა

1079. მივე჻ მარტო჻ ქმარსა჻ ჩემსა჻ ველაღობე჻ ველაციცე მერმე჻ უთხარ჻ გითხრობ჻ რასმე჻ მაგრა჻ პირველ჻ შემომფიცე არვის჻ უთხრა჻ სულიერსა჻ საფიცარი჻ მომეც჻ მტკიცე ფიცი჻ ფიცა჻ საშინელი჻ თავიცაო჻ კლდეთა჻ ვიცე