ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

1057. ფატმან სწერს აჰა მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა, დამწველო ამაზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო, ტურფაო ლამაზენაო ბროლო და ლალო ოროვე, კულავ ერთგან შენათხზენაო

1058. თუცა თუ შენი ამბავი, შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი, მით გულსა შენთვის ველიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს, ამბითა მოალხენიე ორნივე მიხუდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს შენ იე

1059. მოსულა შენად საძებრად, მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი ბრძნად გაგონებული

1060. ჩვენ ამისთვის ესე მონა, გამოვგზავნეთ თქუენსა წინა ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა, ანგარიში წურილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა

1061. რაცა იცი მანდაური, მოგუიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა, ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი, ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდეს მოყუარენი, შესაფერნი შეგაზავნე

1062. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუჴლი ჰქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხუდების, ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობ ხარ უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები

1063. ფატმან მისცა დაწერილი, მას გრძნეულსა ხელოვანსა ესე წიგნი მიართვიო, ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე, წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდიკარგა, გარდაფრინდა ბანის ბანსა

1064. წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰხდა ქნილ იყო, ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე, მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა ამბავი, მისისა სასურველისა

1065. ციხისა კარნი დახშულნი, შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი, თმაგრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა, სამოსი რამე ზიანი შესცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი

1066. ზანგმან უთხრა ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისი, თქუენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადე, ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1067. შვენებითა არსთა მზე ხარ, ქვეყანისა არ დარია ბროლ ბალახში ძოწ გიშერი, პირ გავსილი მთავარია ალვის ნორჩი ცისკრის ვარდი, მუშკ სურნელი ამბარია ნუ დასჭკნები წამ ერთ მოვა, ღ~თის წყალობა ადრია

1068. პირმზე გაჰკუირდა ფატმანის, ამბითა საკუირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს, სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან, მისცა თავისა ჴელითა იკითხავს სულთქვამს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა

1069. მონასა ჰკითხა მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქათ, შენგან ჩვენია მზე ბნელი

1070. ფატმანის გული მას აქათ, ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი, კვლავც კიდე მიმირთმევია ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ, ტირილი არ დამლევია

1071. აწ ვინმე მოყმე მოვიდა, შვენიერითა პირითა მან უთხრა წურილად ყუელაი, თქუენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი, მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს, სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1072. ქალმან უთხრა მენიშნების, ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე, ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულმდუღარი

1073. მოქარავნეთა უბრძანა, საქმე მიც გითხარ განაო კარგად მამიჴდა მოყვსობა, მე თქვენი მესვიანაო რაცა მინდოდა ყველაი, ვქენ ღ~თან მაგულვანაო აწ აღარა მცალს ბადრაგად, სხვა წაიტანეთ თანაო

1074. მონახა ჰპოვა ავთანდილ, ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე, პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა, ფატმანის გულმწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი, ჩასდის სისხლისა ღუარისა

1075. ფატმან უსენ და მონანი, ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა, მოშორვებისა ბნელითა დაცაგუმარხენო ჴელითა, ჩვენისა დამმარხველითა