ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1165. დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის-წინა. ოდეს მეჴმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულ იყო, მოსულა ეთქუა; შენცა მოხუელ, შემეშინა, ამად გკადრე: “ნუ მოხვალო”, მოგაგებე მონა წინა.

1166. აღარ დაბრუნდით, მოხუედით, შუქნი თქუენ ჩემთუის არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგუარენით, იმას, გლახ, ჩემი სიკუდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1167. თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წუითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგუითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქუითა!

1168. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა, რომელმან დამხსენ მშუიდობით იმა გუელისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკუდილისა, ჰაი, ქუე ჩავიჭერ რასა!”

1169. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყუარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია, ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკუდართა ფერია.

1170. იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კულავ იტყუის ფატმან ტირილით, კულავ თუალთა ცრემლი სდენოდეს: ვაი წაჴდა შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ფენოდეს!”

ამბავი ნესტან - დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა, ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა

1171. ვაი, საწუთროო, სიმუხთლით თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა სცნა, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოჴრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1172. ფატმან იტყუის: “მამეშორვა მზე, მნათობი სრულად ჴმელთა. სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ჴელთა. მას უკანით გაუწყუეტლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავაჴმე წყარო ცრემლთა, თუალთა ჩემთა მონადენთა

1173. “სახლი და შვილი მამძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღუიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1174. დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა, წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკულიდა მისისავე გონებისა, ვთქუი: კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა.

1175. “მოსით მოვიდა ღარიბი, მონა მოყუსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხუანი მგზავრულად ხამითა; სასმელ საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს, მხიარულნი ამითა.

1176. მე უყურებდი, უჭურეტდი; თქუეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩუენ აქა მოყუასნი უცხონი შევიყარენით, არც არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ჴამს, ერთმანერთსა ამბავი ჩუენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

1177. “მათ სხუათა მათი ამბავი თქუეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქურიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქუენთაგან უკეთესია.

1178. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხუდა ცემა სენისა, მათისა დამამჴობლისა: მოგუიკუდა შემწე ქურივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1179. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ ორნი ძმის წულნი: როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთსჴელმწიფედ ქუე ზის მორჭმული წოდია.

1180. გუესმა ამბავი, ზღუას იქით სიკუდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქნა ხალვათისა, ვითა ვკადროთო დავსება პირისა, ჴმელთა მნათისა? როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ ათასისა.

1181. “როშაქ ბრძანა: ”მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავხუდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოვებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავყუები”.

1182. გუითხრა მისთაჴელისათა: “წავალ, თანა წამომყევით!” წაგუიტანა მონა ასი, ყუელაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყუით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩუენკე გარდმოვდევით.

1183. მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩუენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგუიჩნდეს შუა ველსა; ვთქუით თუ, მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ჴმელსა! დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩუენსა მსჯელსა.