ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

978. კულაცა იტყუის ნუ დავაჭკნობ, შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან, მომარიოს ჩემსა მტერსა სიკუდილამდის ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა მაშინ უნდა გონებანი, რა მისჭირდეს გონიერსა

979. ხადუმნი უჴმნა უბრძანა, ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ, თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქუენი ჴელმწიფე, ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა, ცუდად გლახ იცემს ნობასა

980. არ ვარგ ვარ თქუენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე სარო ტანია სხვასა რას გნუკავს საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია თქვენთანა ჩემი სიცოცხლე, არ ჩემი შესაგვანია

981. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა თქუენ დაგჴოცს თქუენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით, თორემ დავიწყებთ ნანასა

982. შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა, გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ, გეაჯები გულმხურვალი მე გამიშვით ღმერთსა თქუენსა, მიავალეთ თქუენი ვალი

983. მონათა მიხუდა სიხარბე, მის საჭურჭლისა მძიმისა დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკუნეს, მის უებროსა პირისა ნახეთ თუ ოქრო რასა იქს, კუერთხი ეშმაკთა ძირისა

984. რა ოქრო მისთა მოყუასთა, აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკუდილამდის სიხარბე, შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გაზდის აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა კულავ აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა

985. რა ხადუმთა აუსრულეს, საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გავსებული, გუელისაგან ჩასანთქმელი

986. მონანიცა გაიპარნეს, გარდეხუეწნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა გაველ ვიცან მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლე არ შემომყუა, რად მაწვევო შემანანა

987. მიბრძანა თავი ვიყიდე, მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა ვირემდის სცნობდეს ჴელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა

988. შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შევსვი, მხიარული არ მომკუნესი გვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს, მზე მნათობთა უკეთესი წაჴდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

989. დღე წაიყარა ჴმა გაჴდა, მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ ჰპოვოთ, მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე, და მათთა სისხლთა მზღვევარი

990. მონახეს ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე, და ყოვლნი მისნი ხლებულნი დახედე დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორა მას აქათ, ჩუენ ვართ სინათლე კლებულნი

991. მას მთვარისა სადაობა, კულავ გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასურის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი

992. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაშნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი, შემახურიტა ერთი თასი

993. ესე ამბავი მასთანა, ვთქვი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსულა მის მზისა, და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყუარულად მტერულად აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე რულად

994. დამექადის რაზომჯერცა, წავიკიდნით თავისწინა ოდეს გიჴმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა, შენცა მოხველ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა

995. აღარ დაბრუნდით მოხვედით, შუქნი თქუენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკუდილი, გულითა სწადდა არ ენით

996. თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა, სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღმერთო დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა

997. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით, იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე, ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკუდილისა, ჰაი ჰია ჩავიჭერ მე რასა