ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

1017. კულავ ვჰკითხეთ გვითხარ ამბავი, საქმე შენ მზებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ, მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა, წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი, მთვარე ჩანთქმული გუელისა

1018. არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭურეტელთა, მისით თვალითა მლალავი

1019. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩუენისა, არსთაგან სანატრელია მით უფრო ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია

1020. ესე ღმერთსა მისაგვრელად, მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ გავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია

1021. მივემოწმენით თათბირსა, არ დია გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ, არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწუსა გულმდუღრად, ჩარცხის ცრემლისა კი დენით

1022. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი, კულავ ადრე თქუენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა, ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამომიშვა აქ სადმე, ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ, მე მათი ზედა მსწრებელი

1023. მათ კაცთა დიდად იამა, ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა, ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი, ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხენა მამეცა, მსგავსი დრამისა წონისა

1024. მოვიყუანე იგი მონა, ახლოს დავსუი ჩემსა წინა ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა მან იგივე კულავ მიამბო, რაცა მუნით მამესმინა მან ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა

1025. მე ორნი შავნი მონანი, მყუანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ წავლენ წამოვლენ, მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი, თქვენითა მოქმედებითა

1026. სამ დღე მოვიდეს მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო ზღვას იქით, მეფისა წამავლისადა ვერვის შეუდგამს საჭვრეტად, თვალნი მართ ვითა მზისადა ქვე დაუწინდავს საცოლედ, როსან ცოტასა ყმისადა

1027. როსანს შევრთოთო დულარდუხტს, მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლნადებია შემოვიქცევი შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი, ერთაი უახლებია

1028. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა, მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია ქუე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასულა, ჯერთო ცოტაი ხანია

1029. ქაჯთა ქალაქი აქამდის, მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შუა მაღალი, კლდე მაგარი და გრძელია მას კლდესა შუა გვირაბი, ასაძრომელი ხურელია მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწუელია

1030. გვირაბის კარსა ნიადაგ, მოყმე სცავს არ პირნასები ათი ათასი ჭაბუკი, დგას ყველაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე, სამათას სამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და გლახ რას ები

1031. ესე ამბავი ავთანდილ, პირმზემან მაგარ ვადამან რა მოისმინა იამა, სხვა არა გააცხადა მან შესწირა ღ~თსა მადლობა, ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო, მითხარო ვისმანღა დამან

1032. ფატმანს უთხრა საყუარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ამბავი სანატრელი, მომასმინე არ პირბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა, მოვიხშინე უფრო მრთელად ქაჯნი ყველა უჴორცოა, რამან შექმნა ჴორციელად

1033. მის ქალისა სიბრალული, ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უჴორცონი, რას აქნევენ მიკუირს ქალსა ფატმან უთხრა მამისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა

1034. ქაჯნი სახელად მით ჰქუიან, არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედა გაჴელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი არ ვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ, დამბრმალნი დაწბილებულნი

1035. იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალთა დაუბრმობენ ქართა აღძურენ საშინელთა, ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ ვითა ველსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს ბნელსა ანათობენ

1036. ამისთვის ქაჯად უჴმობენ, გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ჴორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა, ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამა ამბავნი, სიტყუანი აწინდელანი